centris misia

ცენტრის მისიაა აქტიურად ჩაერთოს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში და ხელი შეუწყოს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში “Liberal Arts” - ის პრინციპებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის დანერგვას. ეს კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას და მათ პიროვნულ განვითარებას.

centris Seqmnis istoria

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი დაარსდა 2008 წელს. ცენტრის გახსნის იდეა ეკუთვნის გიორგი ჩავლეიშვილს, რომელმაც განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. მან დაამთავრა ვირჯინიის Saint Anne's Belfild – ის უმაღლესი სკოლა და ჰამილტონის (Hamilton) “Liberal Arts” უნივერსიტეტი. ცენტრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღეს ნიკოლას გროჰმა და ქეთევან ბაცანკალაშვილმა. ნიკოლას გროჰმა დაამთავრა ამერიკის სვართმორის (Swarthmore) “Liberal Arts” უნივერსიტეტი და დართმუთის (Dartmouth) უნივერსიტეტის ბიზნესის კურსი. მან დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, გაიარა მათემატიკისა და ეკონომიკის ერთწლიანი კურსი. ქეთევან ბაცანკალაშვილი არის ფილოლოგი და სოცალურ მეცნიერებათა მაგისტრი. ის სწავლობდა და მუშაობდა შვეიცარიის საერთაშორისო სკოლა-პანსიონში Eecole d’Humanite, აქვს ახალგაზრდების ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამებზე მუშაობის დიდი გამოცდილება.

ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და სწავლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპების განსაზღვრაში დიდი დახმარება გაგვიწიეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ; ფსიქოლგიურ მეცნერებათა მაგისტრმა ნინო გოგიჩაძემ; ჰამილტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტოდ ფრენკლინმა და ბარბარა ჰაისელმა; ჰამილტონის უნივერსიტეტის ფინანსური დეპარტამენტის ერთ-ერთმა დირექტორმა ჯონ ჰაისელმა და HEOP – ის ნიუ-ორკის შტატის ფილიალის დირექტორმა ფილის ბრელანდმა. ცენტრი გაიხსნა საინვესტიციო ფონდის “Ska Capital”- ის ფინანსური მხარდაჭერით.

“Liberal Arts”

“Liberal Arts” პრინციპებზე დაფუძნებული განათლება (ლიბერალური განათლება) სწავლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია თანამედროვე მსოფლიოში. მისი ისტორია ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში იღებს სათავეს, როცა ამ სახის განათლებას მონებისაგან განსხვავებით, თავისუფალი ადამიანები (“Liber” ლათინურად თავისუფალს ნიშნავს) იღებდნენ.

centris mimarTva

Giorgi Chavleishviliამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ძირითადი განაცხადია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში “Liberal Arts” - ის პრინციპებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის შემოტანა, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალგაზრდები ცალკეულ დისციპლინებში ცოდნის ამაღლებასთან ერთად გაეცნობიან სხვადასხვა მეცნიერებებს, შეიძენენ რაციონალური აზროვნების, მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების, დამოუკიდებლად მუშაობის და სწავლისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.