სატელევიზიო პროექტი "სპიკერი" დასრულდა
2011 წლის სატელევიზიო სეზონში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს ახალი შოუ შესთავაზა: BBC-ის სატელევიზიო პროექტი "სპიკერი". ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF ამ პროექტის მთავარი სპონსორია და გამარჯვებულს ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 კვირით საზაფხულო სკოლაში გაუშვებს სასწავლებლად.
პროექტ "სპიკერის" ფარგლებში ქართველ თინეიჯერებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ ორატორული შესაძლებლობები და საჯაროდ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. მათ შორის საუკეთესო კი, საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი გახდა.
პროექტის ფინალში 3 მონაწილე გავიდა: რეზი გენგაშვილი, გიორგი ჭილაია და ნინი ხვედელიანი. ფინალისტებმა სიტყვა ბავშვთა უფლებების შესახებ მოამზადეს. რეზიმ ისაუბრა ბავშვის უფლებაზე მიიღოს განათლება, გიორგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებებს შეეხო, ხოლო ნინიმ ილაპარაკა ბავშვის უფლებაზე ყავდეს ოჯახი. გამარჯვებული 25 დეკემბერს გამოვლინდა. საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი ნინი ხვედელიანი გახდა. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს მას ამ გამარჯვებას.
ფინალის ჩანაწერი შეგიძლიათ აქ იხილოთ
video galerea
LEAF
შენი გზა უმაღლესი განათლებისკენ
