ინგლისური ენის კურსები სჯობს თუ რეპეტიტორი? სად უფრო ვითარდება ბავშვი? კითხვა, რომელიც ყველა მშობელს უჩნდება.ინგლისური ენის შესწავლის აუცილებლობაზე დღეს აღარავინ დაობს, სადავო დარჩა შესწავლის მეთოდები. ეს საკითხი განსაკუთრებით საფრთხილო არის ბავშვებისთვის.
ნებისმიერი მშობლის სურვილია, მისმა შვილმა ინგლისური ენა ხარისხიანად და საფუძვლიანად შეისწავლოს. შესაბამისად, იწყებენ არა ინგლისური ენის კურსების, არამედ საუკეთესო მასწავლებლის მოძიებას. ბავშვის რეპეტიტორთან, ინდივიდუალურად მომზადება ძალიან გავრცელებული სწავლის მეთოდია ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მშობლის მიზანია, რომ მის შვილს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მასწავლებელმა, უფრო მეტად აკონტროლოს და უკეთ ასწავლოს. სწორია თუ არა მშობლის გადაწყვეტილება? არის თუ არა ეს კეთილი განზრახვა გამართლებული? სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ არა. |
LEAF Blogამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ბლოგი Archives
February 2019
|