თომა ადამია LEAF-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც Jacobs უნივერსიტეტში დიდი დაფინანსებით ჩააბარა და წარმატებით დახურა კიდეც. დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო გერმანიაში. თომა ვიდეოში საუბრობს გერმანიაში ჩაბარების პროცესზე, დაფინანსების მოპოვებისთვის საჭირო გზებზე, ასევე ბრემენში სწავლის სხვადასხვა მხარეებზე. უყურეთ ვიდეოს და მიიღეთ სასარგებლო რჩევები.
0 Comments
იტალიაში უნივერსიტეტების უმრავლესობა საჯაროა და შედარებით ხელმისაწვდომი ფასები აქვს, 1000-დან 2000 ევრომდე წელიწადში. თუმცა კეძო უნივერსიტეტის შემთხვევაში გადასახადი გაცილებით მეტია.
![]() ტურიზმის მენეჯმენტი საქართველოშიც და მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პერსპექტიული პროფესიაა. ჰოლანდია კი, საუკეთესო ადგილია ამ სფეროს შესასწავლად, რადგან ტურიზმი ძალიან განვითარებულია და მუდმივად სიახლეებს სთავაზობს დამსვენებლს.
ნუცა გველესიანი ჩვენი კურსდამთავრებულია, რომელიც ამჟამად ამსტერდამში, TIO-ს უნივერსიტეტში, Hospitality-ის (ტურიზმნის მენეჯმენტი) ფაკულტეტის 1 კურსის სტუდენტი და სტიპენდიანტია. ნუცა ვიდეოში გვიყვება თავისი გამოცდილების შესახებ, TIO-ში სწავლასთან და ჩაბარების პროცესთან დაკავშირებით. ანანო შალამბერიძე ჩვენი კურსდამთავრებულია, რომელმაც წარმატებით ჩააბარა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტში, ჰოლანდიაში. ანანო გვიზიარებს თავის გამოცდილებას არა მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის შესახებ, არამედ ჩაბარების პროცესზეც. ის პრობლემები რომელებთანაც ანანოს მოუწია გამკლავება, საკმაოდ ხშირია ქართულ რეალობაში. უყურეთ ვიდეოს და მიიღეთ სასარგებლო რჩევები. ესპანეთი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის წევრია, ისევე როგორც საქართველო. რაც იმას ნიშნავს რომ, საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება, ასევე მობილობის გაკეთება ჩვენი მოქალაქეებისთვის მარტივია. ვიდეოში შეიტყობთ, ესპანეთის უნივერსიტეტების საშუალო ფასებს, რა საბუთები და რომელი ტესტების ჩაბარება არის საჭირო ესპანეთში სწავლის გასაგრძელებლად.
გივი გუნცაძე გვიამბობს განათლების სამინისტროს ორგანიზაციაზე, რომლის ძირითადი მოვალეობა არის საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაცია (www.sepie.es). 1. HARVARD UNIVERSITY
2. STANFORD UNIVERSITY 3.UNIVERSITY OF CAMBRIDGE 4.UNIVERSITY OF OXFORD 5.UNIVERSITY OF CALIFORNIA, BERKELEY 6.UCL UNIVERSITY COLLEGE LONDON 7.UNIVERSITY OF CALIFORNIA, LOS ANGELES 8.YALE UNIVERSITY 9.MASSACHUSETTS INSTITUTE OF TECHNOLOGY 10.UNIVERSITY OF MICHIGAN 11.NEW YORK UNIVERSITY 12.COLUMBIA UNIVERSITY 13.UNIVERSITY OF BRITISH COLUMBIA 14.UNIVERSITY OF PENNSYLVANIA 15.UNIVERSITY OF MELBOURNE 16.PRINCETON UNIVERSITY 17.UNIVERSITY OF AMSTERDAM 18.UNIVERSITY OF CHICAGO 19.UNIVERSITY OF TORONTO 20.THE UNIVERSITY OF NEW SOUTH WALES საქართველოში აღებული ატესტატით გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარება არ ხდება. გიორგი ჩავლეიშვილი გვირჩევს როგორ მოვიქცეთ თუ სწორედ ასეთი უნივერსიტეტია ჩვენი პრიორიტეტი. ასევე შეიტყობთ რა დოკუმენტაცია დაგჭირდებათ გერმანიის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. რას ანიჭებენ მნიშვნელობას ეს უნივერსიტეტები სტუდენტის მიღებისას და დაფინანსებს მოპოვებისას. 1. მოიძიეთ დაფინანსებები უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. მოიძიეთ ზოგადი ინფორმაცია ნებისმიერი დაფინანსების შესახებ, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო. მაგალითად, თუ თქვენ სასწავლებლად მიდიხართ გერმანიაში, ნახავდით რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაა გამოცხადებული. ასევე შესაძლებელია ცალკე ოლქი ან ქალაქი სთავაზობდეს სტიპენდიებს უცხოელ სტუდენტებს. ადგილობრივი კომპანიები, ორგანიზაციები, კორპორაციები ხშირად აცხადებენ დაფინანსების პროგრამებს, რომლებიც სამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით კონკრეტულ სფეროებს აფინანსებენ. სახელმწიფო გრანტების შემთხვევაში, აპლიკაციის შევსებისას ყურადღებით წაიკითხეთ მოთხოვნები. ზოგი მათგანი მხოლოდ თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასცემს დაფინანსებას. თუმცა არსებობს ისეთებიც, სადაც ეს შეზღუდვა არ არსებობს.
შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი განაცხადი დაფინანსებაზე, ეს თქვენს შანსებს ბევრად ზრდის. როგორც წესი, სააპლიკაციო გადასახადი ან საერთოდ არ არის ან ძალიან დაბალია, ასე რომ გირჩევთ დაფინანსების მოპოვების ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. უნივერსიტეტების ხარისხი თანდათან იზრდება, ამიტომ ბევრი მაღალი დონის უნივერსიტეტი არსებობს ამჟამად, რაც უფრო რთულს ხდის მათ შორის არჩევნის გაკეთებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის საფასური, რაც ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებს შორის მკვეთრად განსხვავდება (ევროპაში დაახლოებით 15 000 $ ხოლო ამერიკაში საშუალოდ 60 000 $), მიუხედავად ამისა, ევროპის უნივერსიტეტების განათლების ხარისხი კონკურენტუნციას უწევს ამერიკის უნივერსიტეტებს. გიორგი ჩავლეიშვილი გვაცნობს ასევე Applied Science უნივერსიტეტებს, რომელთა ფასიც სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა. |
LEAF Blogამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ბლოგი Archives
February 2019
|