American-Georgian Education Center
  • შესახებ
    • ცენტრი
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო სკოლები
    • კურიკულუმი
    • კალენდარი
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

როგორ ვისაუბროთ გამართულად ინგლისურ ენაზე?

22/12/2016

 

Speak Like a Native Speaker

inglisuris swavla
გსურთ ისაუბროთ ინგლისურ ენაზე, ისე როგორც Native Speaker-მა?
მაშინ გთავაზობთ 5 წესს, გაითვალისწინეთ შემოთავაზებული რჩევები და შედეგს მალე იგრძნობთ.

1. ბევრს ნუ იფიქრებთ გრამატიკაზე. თუ გამოცდის ჩაბარება გსურთ, გრამატიკის ცოდნა აუცილებელია. ხოლო გამართულად საუბარისთვის ეცადეთ, ბევრი არ იფიქროთ გრამატიკაზე. ასეთ შემთხვევაში ინგლისურად საუბრისას დაიწყებთ ფიქრს, წინადადება გრამატიკულად გამართულია თუ არა. ეს კი თქვენს მეტყველებას შეაფერხებს. გახსოვდეთ, რომ ინგლისური ენის გრამატიკა მათაც არ იციან ზედმიწევნით, ვისთვისაც ის მშობლიური ენაა. ხშირად უცხოელები უფრო დაწვრილებით ერკვევიან გრამატიკის წესებში, ვიდრე ინგლისურენოვანები. ამიტომ გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: აუცილებლად სწორ ფორმაში ჩასვათ ზმნა, თუ თავისუფლად ისაუბროთ.
2. ისწავლეთ ფრაზები და არა სიტყვები. ხშირად სტუდენდები იზუთხავენ მთლიან ლექსიკონს, ცალკეულ სიტყვებს, თუმცა პრაქტიკაში ამ სიტყვების გამოყენება არ შეუძლიათ, ან ქმნიან არასწორ სიტყვათა წყობას. მიზეზი კი ცალკეული სიტყვების დაზეპირებაა და არა ფრაზების. მნიშნელოვანი არის მთლიანი ფრაზების, სიტყვათა წყობის დაზეპირება სწორ ფორმაში, ეს საშუალებას მოგცემთ უკვე ავტომატურად გამოიყენოთ ფრაზები საუბრისას და შეადგინოთ არაერთი წინადადება.

ნუ თარგმნით! ნუ თხზავთ წინადადებას ჯერ ქართულად და შემდეგ ნუ თარგმნით ინგლისურად. სიტყვებისა და წინადადებების წყობა, როგორც წესი განსხვავებულია. თუ ჯერ მშობლიურ ენაზე ქმნი წინადადებას და შემდეგ თარგმნი, აზროვნებ ნელა და არასწორად, თავიდანვე არასწორად აწყობ წინადადებას. შეეცადე პირდაპირ ინგლისურ ენაზე წარმოთქვა წინადადება, ფიქრის გარეშე, ავტომატურად. ამიტომ არის საჭირო ფრაზების სწავლა.

3. ისაუბრეთ და გაიმეორეთ ის, რაც გესმით. კითხვა, მოსმენა და საუბარი არის ყველზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტები ენის შესწავლისას. ბავშვებისთვის ჩვეულებრივი პროცესია ჯერ საუბრის დაწყება, შემდეგ კი კითხვისა და წერის სწავლა. მეორადი ენის შესწავლისას ჯერ ვსწავლობთ კითხვას, წერას, მოსმენასა და ბოლოს საუბარს. საუბრის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საშუალება არ გაქვთ მუდმივად ესაუბროთ ვინმეს ინგლისურ ენაზე, იკითხეთ ხმამაღლა. ასევე უსმინეთ სხვადასხვა მასალებს და რასაც ისმენთ, იმეორეთ ტექსტი ხმამაღლა. ასეთი სავარჯიშოები საშუალებას მოგცემთ შეეჩვიოთ ინგლისურად საუბარს.

4. ჩაიძირეთ ინგლისურენოვან გარემოში თუ დააკვირდებით, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე, სწავლობდა ინგლისურენოვან სასწავლებლებში. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა გაითვალისწინეთ, ისინი თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად არა იმის გამო, რომ ინგლისურ სკოლაში დადიოდნენ, არამედ იმიტომ, რომ მოხვდნენ გარემოში სადაც ინგლისური ენა დომინირებდა. იმისთვის, რომ თავისუფლად ისაუბრო ინგლისურად, აუცილებელი არ არის შენც წახვიდე ინგლისურენოვან ქვეყანაში სასწავლებლად, საკმარისია მხოლოდ შეიქმნა ინგლისური ენით გაჯერებული გარემო. მაგალითად, შეგიძლიათ შეუთანხმდეთ მეგობრებს, რომ კვირაში ერთი დღე შეიკრიბოთ და მხოლოდ ინგლისურად ისაუბროთ. ასევე შეგიძლიათ უსმინოთ ინგლისურ წინადადებებს, ფილმებს ინგლისურ ენაზე. როგორც ხედავთ, არ არის აუცილებელი სხვაგან წახვიდე, უბრალოდ შექმენი ინგლისური გარემო შენს გარშემო.
​
5. გამოიყენეთ სწორი მასალები პრაქტიკა ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელია, რომ ეს პრაქტიკა იყოს სწორი. თუ არასწორად შერჩეული მასალებით ცდილობთ ენის ცოდნის გაუმჯობესებას, მაშინ უბრალოდ არასწორად ისწავლით საუბარს. ხშირად სტუდენტები სწავლობენ ახალ ამბების ტექსტებს, თუმცა სიტყვები და ფრაზები რომელიც ახალი ამბების ფორმატში გამოიყენება არის ძალიან ფორმალური და ჩვეულებრივ საუბარში არ ვიყენებთ. ეცადეთ ისეთი ტიპის მალასები გამოიყენოთ, რომელიც სასაუბრო ენაში გამოგადგებად. თუ თქვენ დაიცავთ ამ ხუთივე წესს, ძალიან მალე იგრძნობთ შედეგს და თქვენი საუბრის მკვეთრს გაუმჯობესებას.

Comments are closed.

    LEAF Blog

    ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ცენტრი
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო სკოლები
    • კურიკულუმი
    • კალენდარი
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG