ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს.
მიდლსექსის უნივერსიტეტი (Middlesex University) სათავეს მე-19 საუკუნის დიდ ბრიტანეთში იღებს. ასე რომ, ის საკმაოდ ძველი და დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტია. 2005 წელს მათ დუბაიში გახსნეს პირველი წარმომადგენლობა ბრიტანეთის გარეთ.
თუ არ ჩავთვლით საბაზისო პროგრამას, უნივერსიტეტი შედგება 7 სკოლისგან. ესენია: ბიზნესის სკოლა, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა, ჯანმრთელობისა და განათლების სკოლა, იურიდიული სკოლა, მედიისა და კომუნიკაციების სკოლა და MBA სამაგისტრო ბიზნეს სკოლა. როგორც ხედავთ საკმაოდ მრავალფეროვანია ის პროფესიული მიმართულებები, რომელსაც მიდელსექსის სტუდენტი შეიძლება დაეუფლოს.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს. მიდელსექსში ისწავლება 31 სხვადასხვა საბაკალავრო და 39 სამაგისტრო სპეციალიზაცია. ახალ სტუდენტებს უნივერსიტეტი სთავაზობს თანადაფინანსების სხვადასხვა ფორმას გრანტებითა და სტიპენდიებით. სტუდენს შეუძლია მხოლოდ 1 საგრანტო პრორგამაზე გააკეთოს განაცხადი და მიღებული დაფინანსება გადანაწილდება სწავლის პერიოდზე. მაგალითად ბაკალავრიატის შემთხვევაში მიღებული გრანტი განაწილდება 3 წელზე. სწორედ ეს არის საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა. მიდლსექსის უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში. Comments are closed.
|
LEAF Blogამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ბლოგი Archives
September 2020
|