თუ გაინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები ან საერთაშორისო ბიზნესი, აირჩიე Webster Vienna Private University, რომელიც სწავლების განსაკუთრებულ სისტემას გთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე, ინდივიდუალურ მიდგომას თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციითა და კვლევითი საქმიანობით.
ბიზნესის მიმართულების ყველაზე მრავალფეროვან პროგრამებს გთავაზობს Wittenborg University of Applied Sciences ნიდერლანდებში. ეს არის კერძო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აპელდორნსა და ამსტერდამში.
Kaplan-ის საერთაშორისო ორგანიზაცია გთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების დიდ არჩევანს და წარმოდგენილია 26 უნივერსიტეტით დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიასა და ახალი ზელანდიიდან. საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენაზე LEAF უზრუნველყოფს შენს დაკავშირებას Kaplan -ის ორგანიზაციასთან, რომელიც დაგეხმარება მარტივად შეარჩიო შენთვის საინტერესო პროგრამა სასურველ ქვეყანაში.
თუ დაინტერესებული ხარ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის მიმართულებების შესწავლით, LEAF გთავაზობს UITM უნივერსიტეტს პოლონეთში, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი სასწავლო სისტემით პრაქტიკული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმით და ფოკუსირებულია სტუდენტების მომზადებაზე სამუშაო ბაზრისთვის. უნივერსიტეტს აქვს პარტნიორობა მრავალ კომპანიასთან, რაც საშუალებას მოგცემს ჩაერთო სტაჟირების პროგრამებში და მიიღო რეალური სამუშაო გამოცდილება.
თუ დაინტერესებული ხარ გარემოსდაცვითი მეცნიერებებისა და საერთაშორისო ბიზნესის შესწავლით LEAF გთავაზობს University of Sopron-ის მრავალფეროვან პროგრამებს ამ მიმართულებით. სოპრონის უნივერსიტეტი ხელს უწყობს კვლევებსა და ინოვაციას სხვადასხვა სფეროში. მას აქვს რამდენიმე კვლევითი ცენტრი და ინსტიტუტი, მათ შორის გარემოსდაცვითი მეცნიერებათა ინსტიტუტი, დედამიწის მეცნიერებათა ინსტიტუტი, ხის მეცნიერების ინსტიტუტი და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი.
INTO University Partnership ორგანიზაცია გთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების დიდ არჩევანს და წარმოადგენს 26 უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-ს და ავსტრალიიდან.
INTO University Partnership ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა ყველა იმ რესურსზე, რომელიც მათ სჭირდებათ აკადემიური წარმატებისთვის და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებისთვის. ორგანიზაციამ მოიპოვა მრავალი ჯილდო საერთაშორისო განათლებაში მუშაობისთვის. IQ Schools group წარმოადგენს ინგლისის ორ სკოლას და პასუხისმგებელია მათ განვითარებასა და სწავლების ხარისხზე. სწორედ მათ წარმომადგენლებს შეხვდებით LEAF-ის ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაზე. სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გამოცდილებას, მორგებულს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე. ორივე სკოლას აქვს ძლიერი აქცენტი აკადემიურ სრულყოფილებაზე, კრეატიულობასა და პიროვნულ განვითარებაზე:
გლობალური ბიზნესისა და მეწარმეობის შესასწავლად განათლების ცენტრი LEAF მასპინძლობს Hult International Business School-ს ამერიკიდან, რომელიც წარმოდგენილია კამპუსებით ბოსტონსა და ლონდონში, და შესაძლებლობას გაძლევს გაცვლითი სასწავლო სემესტრით ისარგებლო სან ფრანცისკოს, დუბაის, შანხაისა და ნიუ იორკის კამპუსებში სწავლით.
ჩეხეთის სასწავლო სისტემა ცნობილია ხარისხიანი განათლებითა და კვლევებით. ქვეყანას აქვს რამდენიმე მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტი, რომლებიც გთავაზობენ პროგრამების ფართო სპექტრს სხვადასხვა მიმართულებებით. ჩეხეთის განათლების ცენტრი დაგეხმარება შენზე მორგებული საინტერესო პროგრამა შეარჩიო სასურველი ბიუჯეტის ფარგლებში.
ფარმაციის მიმართულებით ერთ-ერთ უძველესი და პრესტიჟული უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში მასარიკის უნივერსიტეტია ჩეხეთში, რომელიც წარმოადგენს წამყვან კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებას ფარმაცევტული მეცნიერებების დარგში. როგორც სტუდენტს, შესაძლებლობა გექნება ჩაერთო კვლევით პროექტებში და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიებში. პროგრამაზე სწავლის საფასური 7000 ევროს შეადგენს წელიწადში.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი |