ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი აცხადებს 13 წლიდან 17 წლამდე მოსწავლეთა მიღებას პარტნიორი ოგანიზაციის St. Anne’s Belfield School (STAB)-ის (სეინთ ენს ბელფილდის სკოლა) საზაფხულო პროგრამაზე შარლოთსვილში, ვირჯინიის შტატი. აშშ. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად არაერთი მოსწავლე გამხდარა ამ პროგრამის მონაწილე საქართველოდან. აღნიშნული კურსი ჩატარდება 2015 წლის 3 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით. საზაფხულო პროგრამა მოიცავს აკადემიურ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნას და სასწავლო მასალა გაწერილი იქნება მათი შესაძლებლობის ფარგლებში. მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ხელოვნებისა და კომპიუტერული მეცნიერების გაკვეთილები. აკადემიური ნაწილის თანმდევია ყოველდღიური სპორტული აქტივობები და ექსკურსიები შაბათ-კვირას. სპორტული ღონისძიებები ტარდება როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა ადგილას შარლოთსვილში და მოიცავს ცურვას, ბეხბურთს, ჩოგბურთსა და სხვა გუნდურ სპორტულ თამაშებს.
მონაწილეები მოინახულებენ სხვადასხვა ღირშესანიშნაობას შარლოთსვილში, მათ შორის თომას ჯეფერსონის სახლს. ისინი ასევე ეწვევიან აშშ-ს დედაქალაქს – ვაშინგტონს.მოსწავლეები იცხოვრებენ STAB-ის საერთო საცხოვრებელში. საზაფხულო პროგრამის ღირებულებაა $4500, ხოლო ცენტრის მომსახურების ღირებულება – $500 (ცენტრის მომსახურება მოიცავს სააპლიკაციო პროცესში დახმარებასა და წარმომადგენლის თანხლებას პროგრამის მსვლელობისას) ფასი არ მოიცავს ვიზასა და ავიაბილეთებს. პროექტი ხორციელდება კერძო სკოლა “ლოგოსთან” თანამშრომლობის ფარგლებში. St. Anne’s Belfield School დაარსდა 1910 წელს და არის ძალიან მდიდარი ისტორიისა და გამოცდილების მქონე აკადემიური დაწესებულება. ეწვიეთ ვებ- გვერდს: www.stab.org Comments are closed.
|
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|