კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას და წვლილი შეიტანოს მათ პიროვნულ განვითარებაში. სწორედ ამიტომ, გადავწყიტეთ, ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო მეტი არჩევანი შეგვეთავაზებინა და ცენტრში დაგვენერგა სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
წელს პირველად ,,ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი’’ გთავაზობთ ინოვაციურ, სასერთიფიკატო პროგრამას ადამიანური რესურსების მართვაში. აქტუალურობა ბიზნესის ტრანსფორმაციის პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების ხარისხს და მართვის ეფექტურობას. რაც არ უნდა მომგებიანი, საინტერესო იდეა, რაც არ უნდა მაღალხარისიხანი მანქანა-დანადგარები, რაც არ უნდა დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნნდეს ორგანიზაციას, მაღალპროფესიონალი, მოტივირებული თანამშრომლების გარეშე ძალიან გაუჭირდება დასახული მიზნების განხორციელება. ძვირადღირებული, თანამედროვე ტექნიკა, თუ დიდძალი ფინანასური შესაძლებლობები ნამდვილად დაბალეფექტიანი იქნება შესაბამის ადგილზე, შესაბამის დროს, შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ორგანიზაციისათვის უაღრესად აქტუალურია თანამშრომელთა მართვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას, დასაქმებულთა ოპტიმალური რაოდენობით და მინიმალური დანახარჯებით, მიაღწიოს დასახული მიზნებს. ეს მხოლოდ ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებით და ხარისხიანი მართვით მიიღწევა. პერსონალის შეფასების და მართვის სისტემები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, სოციალურ-კულტურული თავისებურებების გამო, ქართული ორგანიზაციების პერსონალისთვის ხშირად შეუსაბამო ან ნაკლებად ეფექტიანია. დასავლური კულტურის გავლენით, სადაც პერსონალის მართვის და შეფასების ინვენტარი მრავალფეროვანია, ქართულ პოპულაციასთან არაადაპტირებული და პირდაპირ კოპირებული მასალის გამოყენება – უკუეფექტს იძლევა და იწვევს სკეპტიციზმს კომპანიების ხელმძღვანელობაში. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ამცირებს და ხელს უშლის, პერსონალის მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალის წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. მოცემული კურსი მიზნად ისახავს მიზანზე ორიენტირებულ, გამარტივებულ, მაგრამ ეტაპობრივად განვითარებადი მართვის სისტემების შექმნას და დანერგვას. დანერგვის პროცესში გასათვალისწინებელ გარემოებების განხილვას. საქართველოში უკვე დანერგილი და წარმატებით ამუშავებული, პრაქტიკული მაგალითების ანალიზის საფუძველზე იმ უნარების გავარჯიშებას, რაც ხელისშემშლელი ფაქტორების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კურსის გვერდს: HR მენეჯმენტი Comments are closed.
|
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|