ეს სამაგისტრო პროგრამა იდეალურია თქვენი კარიერული მიზნების განხორციელებისთვის! კურსი აკრიდიტირებულია ცნობილი კინგსტონის უნივერსიტეტის მიერ და ჩვენგან ახლოს, ჰენოვერში, გერმნაიაში Gisma Business School-ში ტარდება.
დიდი სიახლე გერმანიაში ინგლისურად სწავლის მსურველთათვის! გისმას ბიზნესის სკოლამ (უნივერსიტეტი) ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალური შეღავათი დააწესა, სწავლის საფასური 7000 ევროდან იწყება წელიწადში! კიდევ უფრო ამშვენებს ამ ყველაფერს ის, რომ LEAF უ ფ ა ს ო დ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში! სააპლიკაციო პროცესი გულისხმობს უნივერსიტეტში ჩაბარების პროცედურისთვის საჭირო ყველა ეტაპს. დრო ცოტა რჩება, დარეგისტრირდი ახლავე! GISMA დაარსდა 1999 წელს გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის მიერ. ბიზნეს სკოლა შედგება ორი კამპუსისგან ბერლინსა და ჰანოვერში. მისი მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს, მიიღონ უმაღლესი განათლება მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებით, ისეთ სფეროებში როგორიცაა მენეჯმენტი და ბიზნეს ადმინისტრირება.
Bachelor's Degrees:
Master’s Degrees:
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.gisma.com გერმანულის სწავლით დაინტერესებულთათვის ფანტასტიური სიახლე გვაქვს! თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ 2 კვირიანი ინტენსიური გერმნაული ენის შესასწავლი კურსი გერმნაიაში, Humboldt-institut-ში.
კონკურსი ეხებათ შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებს: პირველი ადგილი: 2 კვირიანი ინტენსიური გერმანული ენის შემსწავლელი კურსი გერმანიის ქალაქებში. სრულწლოვანი (18+) მსურველებისთვის 2 კვირიანი კურსი ჩატარდება ბერლინში, Humboldt-Institut-ში. თუ ხარ 10-17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, შეგიძლია 2 კვირით გაემგზავრო Humboldt-Institut-ის ერთ-ერთ ფილიალში გერმანიის ქალაქ Bad Schussenried-ში. 13-17 წლამდე კატეგორია Lindenberg-ის ფილიალში წავა. პრიზში შედის:
თბილისში იგეგმება Acces MBA-ს ღონისძიება, რომელიც Access Masters-ის პარალელურად ჩაივლის და მიეძღვნება MBA პროგრამებს.
ორშაბათი, 20 ოქტომბერი 2014 სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” თბილისი, თელავის ქ. 20 16:00-21:30 ექსკლუზიურად ამ შეხვედრაზე: ათობით საერთაშორისო ტოპ ბიზნესის სკოლა თავმოყრილი ერთ ადგილას. ინდივიდუალური შეხვედრები მიმღები კომისიის დირექტორებთან, რომლებიც პასუხს გასცემენ თქვენს შეკითხვებს. ინტერაქტიული MBA კონფერენციები. საკონსულტაციო სესიები Access MBA კონსულტანტებთან თქვენს გეგმებზე სადისკუსიოდ. GMAT-ის გამოცდასთან და სტიპენდიებთან დაკავშირებული კონსულტაციები. სტიპენდიების მიღების შესაძლებლობა (ჯამში 1 მილიონ ევროზე მეტი) მონაწილეობა უფასოა. სავალდებულოა წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე რეგისტრაცია რატომ MBA? ამჟამინდელ MBA კურსდამთავრებულთა 93% აქვთ მათთვის საოცნებო სამსახური (GMAC 2013 Survey); მათი საშუალო ხელფასი გლობალური მასშტაბით შეადგენს 128,569 USD (GMAC 2013 Survey); ხელფასის ზრდის 100% მაჩვენებელი (Financial Times 2013). დაისახე მიზანი და მიიღე MBA ხარისხი! მონაწილე სკოლები: Copenhagen Business School, ESCP Europe, ESSEC Mannheim EMBA, ESADE Business School, ESMT, HEC Paris, Hult International Business School, IE Business School, IESE Business School, IESE Global Executive MBA, INSEAD Executive, Kedge Business School, Manchester Business School, NEOMA Business School, NUS Singapore University, SDA Bocconi, University of Chicago-Booth, Vlerick Business School და მრავალი სხვა! აგრეთვე წარმოგიდგენთ Access Masters event! თუ ხარ სტუდენტი და არ გაქვს 3 წლიანი მუშაობის (სრული განაკვეთი) გამოცდილება, შენთვის განსაკუთრებით საინტერესოა Access Masters event , სადაც იმავე დღეს წარმოდგენილი იქნება სპეციალური სამაგისტრო პროგრამები ფინანსებში, მარკეტინგში, ეკონომიკაში, საერთაშორისო ვაჭრობაში და სხვა. თბილისში იგეგმება Acces Masters-ის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სამაგისტრო პროგრამებს. ორშაბათი, 20 ოქტომბერი 2014 სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” თბილისი, თელავის ქ.20 15:30- 20:45 სწორად დაგეგმე მომავალი. სწორად შეარჩიე სამაგისტრო პროგრამა! ექსკლუზიურად ამ შეხვედრაზე: მრავალი წამყვანი საერთაშორისო ბიზნესის სკოლა თავმოყრილი ერთ ადგილას. სპეციალიზირებული სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საერთაშორისო ურთიერთობები, ბუღალტერია, საინჟინრო მეცნიერებები და სხვა. ინდივიდუალური შეხვედრები და ვორკშოპები მიმღები კომისიის დირექტორებთან, საკონსულტაციო სესიები სამაგისტრო კონსულტანტებთან თქვენს გეგმებზე სადისკუსიოდ. ღია საგამოფენო სესიები და ინტერაქტიული სამაგისტრო კონფერენციები. სტიპენდიის მიღების შესაძლებლობები. საბუთების წარდგენის საფასურის გადახდისას საშეღავათო პირობების მიღების შესაძლებლობა. მონაწილეობა უფასოა. სავალდებულოა წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლა ბმულზე: რეგისტრაცია გაეცანი საუკეთესო ბიზნესის სკოლებს: სამჯერადი აკრედიტაციის მქონე IE Business School მადრიდში, რომელიც Financial Times რეიტინგების მიხედვით მიჩნეულია ევროპის საუკეთესო ბიზნესის სკოლად. მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილების მქონე IE Business School გთავაზობთ 25 -ზე მეტ სამაგისტრო პროგრამას ინგლისურ ენაზე, სწავლების სხვადასხვა ფორმატით (დღის full-time, შერეული და ონლაინ). IE Business School ცნობილია როგორც ინოვაციური, მაღალ ხარისხზე ორიენტირებული და სამეწარმეო საქმიანობაზე ფოკუსირებული ბიზნესის სკოლა. დარეგისტრირდი დღესვე IE Business School -ის წარმომადგენლებთან შესახვედრად! მონაწილე სკოლები: Hult International Business School, Politecnico di Milano, EDHEC Business School, Duisenberg School of Finance, University of St. Andrews, Vlerick Business School და მრავალი სხვა. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ 10 უნივერსიტეტში: Swansea University (ბრიტანეთი), Jacobs University (გერმანია), Drexel University (აშშ), Northeastern University (აშშ), Franklin and Marshall College (აშშ), St. John’s College (აშშ), Barnard College (აშშ), Manhattanville College (აშშ), Mount Holyoke College (აშშ) და Beloit College (აშშ) – ჩაირიცხა თაკო ჯობავა.
მან წარმატებით გაიარა College Counseling-ის პროგრამა. ყველა უნივერსიტეტიდან მას აქვს მიღებული თანადაფინანსება. თაკო არჩევანი შეაჩერა Barnard College-ზე. მისი დაფინანსება შეადგენს 60%-ს. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებ-გვერდებს: Swansea University Jacobs University Drexel University Northeastern University Franklin and Marshall College St. John’s College Barnard College Manhattanville College Mount Holyoke College Beloit College ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ნათია მურუსიძე ჩაირიცხა 5 უნივერსიტეტში: Ithaca College, Furman University, The New School (NYC), Manhattanville College და Jacob’s University.
მან წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. ითაკა-ს უნივერსიტეტი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ითაკაში. ფურმანი მდებარეობს აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ გრინვილში. ნიუ სქული მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში. მანჰეტენვილის უნივერსიტეტი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჰარისონში. იაკობსი მდებარეობს გერმანიაში, ქალაქ ბრემენში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ უნივერსიტეტების ვებ-გვერდებს: www.ithaca.edu www.newschool.edu www.furman.edu www.mville.edu www.jacobs-university.de ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ იაკობსის უნივერიტეტსა (Jacobs University) და რომის ამერიკულ უნივერსიტეტში (American University of Rome) ჩაირიცხა სალომე ვაჩეიშვილი.
მან წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. იაკობსი მდებარეობს გერმანიაში, ქალაქ ბრემენში. რომის ამერიკული უნივერსიტეტი კი – იტალიის დედაქალაქში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ უნივერსიტეტების ვებ-გვერდებს: www.jacobs-university.de www.aur.edu |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|