American-Georgian Education Center
  • შესახებ
    • ცენტრი
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • საზაფხულო სკოლები
    • კურიკულუმი
    • კალენდარი
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

წარმატებული სტუდენტი - ჯემალ ელიავა

15/5/2017

 
ჩვენი კიდევ ერთი სტუდენტის წარმატება გვსურს გახაროთ.
ჯემალ ელიავა ჩაირიცხა Tilburg University-ში და სწავლას განაგრძობს ჰოლანდიაში, ბაკალავრიატზე, ნაწილობრივი დაფინანსებით. 

ჯემალმა წარმატებით გაიარა ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრში  IELTS-ის  და College Counseling-ის კურსები. 

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს წარმატებას უსურვებს ჯემალს. 

დამატებით ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.tilburguniversity.edu/

წარმატებული სტუდენტი - შორენა ცინდელიანი

11/4/2017

 
კიდევ ერთი სტუდენტის - შორენა ცინდელიანის წარმატება გვსურს გაცნობოთ. 

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის დახმარებით, შორენა ჩაირიცხა Karolinska University-ში, მაგისტრატურაზე - ჯანდაცვის ეკონომიკის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის პროგრამაზე.  Karolinska University მდებარეობს შვედეთში, სტოკჰოლმში და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და პრესტიჟულ სამედიცინო სასწავლებელს. 

შორენამ ასევე მიიღო სტიპენდია, რომელიც ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს. 

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს შორენას ამ დიდ წარმატებას. 

დაწვრილებით ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ გაეცანით ვებგვერდზე:
http://ki.se/en/startpage​

საზაფხულო სკოლა ინგლისში

17/3/2017

 
გთავაზობთ საზაფხულო სკოლას SBC Oxford-ში (Dragon School, Oxford, England)

ასაკი: 8-12 წელი
პერიოდი: 17 ივლისი 14 აგვისტო
კურსის ხანგრძლივობა: 2 ან 4 კვირა
1 კვირის ღირებულება: 1350 ფუნტი
 
SBC Oxford წარმოადგენს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკს ინგლისში, სადაც სულ მცირე 50 ქვეყნიდან ჩადიან მონაწილეები.

პროგრამა: კვირაში 15 საათი ეთმობა ინგლისური ენის სწავლებას, 2 დღე ექსკურსიებს, შუადღისით და საღამოს აქვთ სხვადასხვა სახის აქტივობები.

აქტივობები: აქტივობები მოიცავს მოკლე ფილმების გადაღებას, ფოტოგრაფიას, გამოფენას, შეჯიბრებებს.

შუადღის აქტივობები: შედის ცურვა, ფეხბურთი, კალათბურთი, წყლის თამაშები, პარაშუტი, იოგა, ვიზიტი მუზეუმებში, ვორქშოფი.

საღამოს აქტივობები: დისკო, ნიჭიერის შოუ, ,,სულელური ოლიმპიადა“, ფილმების საღამო,  დროშის დაჭერა, მუსიკალური ვიდეოს შექმნა და ა.შ.
 
გამოცდილი ინსტრუქტორები სურვილის შემთხვევაში ბავშვებს შეასწავლიან ცხენზე ჯირითსა და მის მოვლას. თავგადასავლების მოყვარულებს საშუალება ექნებათ გამოსცადონ კაიკინგი, მაღალ თოკებზე ხტომა, ჯომარდი, კლდეზე ცოცვა და ა.შ.
 
საცხოვრებელი: მოიცავს საცურაო აუზს, თეატრს, თანამედროვედ აღჭურვილ საკლასო ოთახებს, ტენისის კორტებს, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ცეკვის სტუდიას, განათებულ და ფერად საერთო საცხოვრებელს, სკოლის მაღაზიასა და ინტერნეტ კაბინეტს. 

მგზავრობა: აეროპორტიდან და უკან ტრანსფერს ორგანიზატორები განახორციელებენ. ერთი გზის ღირებულებაა 90 ფუნტი. 

წარმატებული სტუდენტი - გიგა ზუხურბაია

14/3/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიგა ზუხუბაიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას. იგი ერთდროულად ჩაირიცხა ამერიკის ორ უნივერსიტეტში - ბაკალავრიატზე - Hofstra University-სა და Marist College-ში, სადაც ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო. 

დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ:

http://www.hofstra.edu
https://www.marist.edu

წარმატებული სტუდენტი ალექსანდრე თუთბერიძე

7/3/2017

 
მოხარულები ვართ გაცნობოთ კიდევ ერთი სტუდენტის - ალექსანდრე თუთბერიძის წარმატება. ალექსანდრე ერთდროულად ჩაირიცხა აშშ-ის სამ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატზე, ნაწილობრივი დაფინანსებით:
University at Buffalo,  ​Pace University, Ithaca College.

ვულოცავთ ალექსანდრეს ამ სასიხარულო ამბავს და წარმატებებს ვუსურვებთ. 


დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ:
www.buffalo.edu
www.pace.edu
​www.ithaca.edu


წარმატებული სტუდენტი - ნატო რუბანოვა

6/3/2017

 
კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე ჩვენი ცენტრის მოსწავლის შესახებ. ნატო რუბანოვა ჩაირიცხა ნიდერლანდებში, University of Groningen-ში, სადაც სწავლას მაგისტრატურაზე, სრული დაფინანსებით განაგრძობს. 

წარმატებებს ვუსურვებთ ნატოს. 

დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:


http://www.rug.nl/

წარმატებული სტუდენტი - ნათია ქურდევანიძე

6/3/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობით, რომ ნათია ქურდევანიძე ჩაირიცხა  Jacobs University-ში. ცენტრი ულოცავს ნათიას და წარმატებებს უსურვებს. 

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: 
​https://www.jacobs-university.de
/

ინგლისური სასაუბრო და აკადემიური წერის კურსი

17/2/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ საზაფხულო კურსს უცხოელ პედაგოგთან ინგლისურ ენაში, რომელიც მიეძღვნება სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარებასა და აკადემიურ წერას.
პროგრამაზე მიღება ხდება დიაგნოსტიკური ტესტის საფუძველზე.

კურსი მიზნად ისახავს სხვადასხვა სიტუაციასა და საზოგადოებაში კომუნიკაციისათვის აუცილებელი მოსმენისა და საუბრის უნარების განვითარებას. ლექსიკის გამდიდრებასა და გამოთქმის გაუმჯობესებას.
აკადემიური წერის ნაწილი მოიცავს:
§  მართლწერა
§  ესსეს წერა
§  სამოტივაციო წერილის წერა
§  საქმიანი მიმოწერის წარმოება
§  კვლევის, ნაშრომის წერა
§  შეთავაზების წერა
კურსს გაუძღვებიან:
§  პოლ მაკ მაჰონი – ირლანდია
§  გები მაკფოლ-გერიერ – აშშ
კურსის ხანგრძლივობა – 16 გაკვეთილი
თითოეული გაკვეთილი გრძელდება 90 წუთი
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 4 საათის შემდეგ.
სრული კურსის ღირებულება – 250 ლარი
ცენტრში მიღების საათებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11-დან 4 საათამდე და შაბათს 11-დან 2 საათამდე.


ვიზიტი დებრეცენის უნივერსიტეტში

17/2/2017

 
დებრეცენის უნივერსიტეტის (University of Debrecen) მოწვევით ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში, სადაც შედგა უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამების პრეზენტაციები და დაიდო ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
LEAF არის დებრეცენის უნივერსიტეტის პარტნიორი და აწარმოებს მათ სასწავლო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო პროცედურების ადმინისტრირებას. საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ.

კურსი ადამიანური რესურსების მართვაში

17/2/2017

 
კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას და წვლილი შეიტანოს მათ პიროვნულ განვითარებაში. სწორედ ამიტომ,  გადავწყიტეთ, ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო მეტი არჩევანი შეგვეთავაზებინა და ცენტრში დაგვენერგა სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
წელს პირველად ,,ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი’’ გთავაზობთ ინოვაციურ, სასერთიფიკატო პროგრამას ადამიანური  რესურსების მართვაში.
აქტუალურობა
ბიზნესის ტრანსფორმაციის პირობებში,  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების ხარისხს და მართვის ეფექტურობას. რაც არ უნდა მომგებიანი, საინტერესო იდეა, რაც არ უნდა მაღალხარისიხანი მანქანა-დანადგარები, რაც არ უნდა დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნნდეს ორგანიზაციას, მაღალპროფესიონალი, მოტივირებული თანამშრომლების გარეშე ძალიან გაუჭირდება დასახული მიზნების განხორციელება. ძვირადღირებული, თანამედროვე ტექნიკა, თუ დიდძალი  ფინანასური შესაძლებლობები ნამდვილად დაბალეფექტიანი იქნება შესაბამის ადგილზე, შესაბამის დროს, შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ორგანიზაციისათვის უაღრესად აქტუალურია თანამშრომელთა მართვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას, დასაქმებულთა ოპტიმალური რაოდენობით და მინიმალური დანახარჯებით, მიაღწიოს დასახული მიზნებს. ეს მხოლოდ  ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებით და ხარისხიანი მართვით მიიღწევა.
პერსონალის შეფასების და მართვის სისტემები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, სოციალურ-კულტურული თავისებურებების გამო, ქართული ორგანიზაციების პერსონალისთვის ხშირად შეუსაბამო ან ნაკლებად ეფექტიანია. დასავლური კულტურის გავლენით, სადაც პერსონალის მართვის და შეფასების ინვენტარი მრავალფეროვანია, ქართულ პოპულაციასთან არაადაპტირებული და პირდაპირ კოპირებული მასალის გამოყენება – უკუეფექტს იძლევა და იწვევს სკეპტიციზმს კომპანიების ხელმძღვანელობაში. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ამცირებს და ხელს უშლის, პერსონალის მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალის წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.
მოცემული კურსი მიზნად ისახავს მიზანზე ორიენტირებულ, გამარტივებულ, მაგრამ ეტაპობრივად განვითარებადი მართვის სისტემების შექმნას და დანერგვას. დანერგვის პროცესში გასათვალისწინებელ გარემოებების განხილვას. საქართველოში უკვე დანერგილი და წარმატებით ამუშავებული, პრაქტიკული მაგალითების ანალიზის საფუძველზე იმ უნარების გავარჯიშებას, რაც ხელისშემშლელი ფაქტორების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კურსის გვერდს: HR მენეჯმენტი
<<Previous
Forward>>

    LEAF News

    სიახლეების გვერდი

    Archives

    December 2018
    November 2018
    July 2017
    June 2017
    May 2017
    April 2017
    March 2017
    February 2017

    Categories

    All
    Business School
    College Counseling
    IELTS
    Jacobs University
    Liberal Arts
    Manhattanville College
    MBA
    Oxford
    SAT
    SAT Subject
    Summer School
    TOEFL
    Yale University
    ამერიკულ ქართული განათლების ცენტრი
    ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი
    ბიზნესის სწავლა გერმანიაში
    ბიზნეს სკოლა
    ბიზნეს სკოლა
    გრანტი
    დაფინანსება
    დებრეცენის უნივერსიტეტი
    დებრეცენის უნივერსიტეტი
    ერთიანი ეროვნული გამოცდები
    ინგლისურად სწავლა გერმანიაში
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის საზაფხულო კურსები
    ინგლისური ენის საზაფხულო კურსები
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    კერძო სკოლა
    კოლუმბიის უნივერსიტეტი
    კონკურსი
    მაგისტრატურა
    მაგისტრატურა საზღვარგარეთ
    მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის
    საატესტატო გამოცდები
    საზაფხულო ბანაკი
    საზაფხულო ბანაკი
    საზაფხულო სკოლა
    საზაფხულო სკოლა
    საზაფხულო სკოლა ბრიტანეთში
    საზაფხულო სკოლა ინგლისში
    საზაფხულო სკოლა ოქსფორდში
    სასაუბრო ინგლისური ენის კურსი
    სასწავლო გრანტი
    სასწავლო გრანტი
    სკოლა ჰამილტონი
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ბრიტანეთში
    სწავლა ბრიტანეთში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საფრანგეთში
    სწავლა საფრანგეთში
    სწავლა უნგრეთში
    სწავლა უნგრეთში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    სწავლის დაფინანსება
    ფასდაკლება
    ფასდაკლება

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

2 94 61 74

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ცენტრი
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • საზაფხულო სკოლები
    • კურიკულუმი
    • კალენდარი
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG