American-Georgian Education Center
  • შესახებ
    • ცენტრი
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო სკოლები
    • კურიკულუმი
    • კალენდარი
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • Virtual Fair 2021
  • კონტაქტი
  • ENG

ცენტრის მისია​​

ცენტრის მისიაა, საქართველოში ახალგაზრდებს ჰქონდეთ განვითარებისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. 
გივი გუნცაძე
გვსურს, ყველა მსურველს დავეხმაროთ ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლაში, აკადემიურ და პროფესიულ ზრდაში. გვინდა, რომ საზღვარგარეთ სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოების ინფორმირებულობა და სწორი მიმართულების ჩვენება. ხელმისაწვდომი და სწორი ინფორმაცია არის გზა, რომელიც თითოეულ ახალგზარდას მიზნამდე მიიყვანს.

ცენტრის შექმნის ისტორია

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი დაარსდა 2008 წელს. ცენტრის გახსნის იდეა ეკუთვნის გიორგი ჩავლეიშვილს, რომელმაც განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. მან დაამთავრა ვირჯინიის Saint Anne’s Belfild – ის უმაღლესი სკოლა და ჰამილტონის (Hamilton) “Liberal Arts” უნივერსიტეტი. ცენტრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღეს ნიკოლას გროჰმა და ქეთევან ბაცანკალაშვილმა. ნიკოლას გროჰმა დაამთავრა ამერიკის სვართმორის (Swarthmore) “Liberal Arts” უნივერსიტეტი და დართმუთის (Dartmouth) უნივერსიტეტის ბიზნესის კურსი. ქეთევან ბაცანკალაშვილი არის ფილოლოგი და სოცალურ მეცნიერებათა მაგისტრი. ის სწავლობდა და მუშაობდა შვეიცარიის საერთაშორისო სკოლა-პანსიონში Eecole d’Humanite, აქვს ახალგაზრდების ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამებზე მუშაობის დიდი გამოცდილება.

ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და სწავლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპების განსაზღვრაში დიდი დახმარება გაგვიწიეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: სკოლა "ჰამილტონის" დირექტორმა გია მურღულიამ; ფსიქოლგიურ მეცნერებათა მაგისტრმა ნინო გოგიჩაძემ; ჰამილტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტოდ ფრენკლინმა და ბარბარა ჰაისელმა; ჰამილტონის უნივერსიტეტის ფინანსური დეპარტამენტის ერთ-ერთმა დირექტორმა ჯონ ჰაისელმა და HEOP – ის ნიუ-ორკის შტატის ფილიალის დირექტორმა ფილის ბრელანდმა.

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ცენტრი
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო სკოლები
    • კურიკულუმი
    • კალენდარი
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • Virtual Fair 2021
  • კონტაქტი
  • ENG