Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG
Picture

Anglo-American University (AAU)

მათ ვისაც სურს სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს, განათლების ცენტრი LEAF  გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.

ჩეხეთში სწავლის მსურველებს, LEAF წარმოგიდგენთ ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტს /Anglo-American University.
LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

პრაღის ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტი  არის კერძო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტი ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში მდებარეობს. სასწავლო კურსები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

AAU 1990 წელს კომუნიზმის დაშლის შემდგომ დაარსდა. იმ პერიოდის ჩეხეთში, AAU პირველი კერძო ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი იყო.

მისი დაარსების მთავარ მიზანს საუკეთესო უმაღლესი განათლების სივრცის შექმნა წარმოადგენდა. 

უნივერსიტეტში ცენტრალური ევროპული საუნივერსიტეტო ტრადიციები ამერიკულ და ბრიტანულ აკადემიურ პრინციპებთან არის კომბინირებული.

AAU პირველი უნივერსიტეტია, რომელიც 2010 წელს შტატების სკოლებისა და კოლეჯების ასოციაციის აკრედიტაციაზე (WASC) მიიწვიეს.

 2016 წელს ევროპის უნივერსიტეტებს შორის, AAU-მ პირველმა მოიპოვა WASC-ის აკრედიტაცია.

AAU სტუდენტებს ბიზნესის, ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის, ჟურნალისტიკის და სამართლის სკოლებს სთავაზობს.

უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთო საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს. 

კამპუსი Turn-Taxis-ის სასახლეში მდებარეობს. ეს კულტურული ძეგლი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში აშენდა გერმანელი დიდებულების მიერ. კამპუსის ნაგებობა 16 საკლასო ოთახს, კომპიუტერულ ლაბორატორიასა და ვიზუალური ხელოვნების სტუდიას მოიცავს. უნივერსიტეტის შიდა ბაღი განთქმულია თავისი სილამაზით, აქვეა კაფეტერია და მოსასვენებელი ოთახი სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებს სთავაზობს 19,000 ინგლისურენოვან წიგნს.

უნივერსიტეტს 9 საბაკალავრო პროგრამა აქვს:
  • Humanities
  • Society and Culture
  • Politics and Society
  • Journalism and Communications
  • Visual art Studies
  • Bachelor of Laws (LLB)
  • Computer Sciences (B.A. or B.S.)
  • B.B.A. Computer Information Systems
  • B.S. Emerging Media and Technology

უნივერსიტეტს აქვს 12 სამაგსიტრო პროგრამა შემდეგი მიმართულებით:
  • Humanities
  • International Relations and Diplomacy
  • Master of Law (LLM)
  • International Intellectual Property Law
  • Law and Development
  • Master of Business Administration (MBA)

ჩეხეთის კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულთათვის, უნივერსიტეტს კურსების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს:
  • ჩეხეთისა და სლოვაკეთის პოლიტიკა
  • ცენტრალური ევროპის ქალაქები: პრაღა, ვენა და ბუდაპეშტი
  • პრაღის ლიტერატურა
  • პრაღის ხელოვნება და არქიტექტურა
  • ჩეხური ენა საერთაშორისო სტუდენტებითვის

ერთი სასწავლო წლის  საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის დაახლოებით 5 190 ევროს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ უნივერსიტეტის ბმულს:
https://international.uni-bge.hu/programmes/
Picture
Picture

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG