Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG
Picture

AUBG Summer Camp - Bulgaria

American University in Bulgaria (AUBG) გახლავთ კერძო უნივერსიტეტი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში. უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს და დღესდღეისობით მასში წლიურად 1000 სტუდენტი სწავლობს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. სტუდენტთა 50% უცხოელია.

AUBG არის პირველი ამერიკული სტილის, ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში. უნივერსიტეტი დაარსდა ამერიკისა და ბულგარეთის სახელმწიფოების, ფონდ ღია საზოგადოებისა და მეინის უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლობის შედეგად.

უნივერსიტეტი 14 - დან 18 წლამდე მოზარდებს ორი სახის საზაფხულო პროგრამას სთავაზობს, AUBG International Educational Summer Camp და SUMMER SCI-TECH ACADEMY. საზაფხულო ბანაკი ივლისის თვეში ჩატარდება. 

AUBG International Educational Summer Camp - კონკრეტული პროგრამის არჩევის შემთხვევაში, მოზარდებს საშუალება აქვთ გაეცნონ სხვადასხვა სფოეროებს და მიიღონ საუნივერსიტეტო გამოცდილება საგნებში, როგორებიცაა:
  • Business
  • Career orientation
  • Computer skills
  • Creative writing
  • Drama
  • Journalism
  • Leadership skills
სწავლის ხანგრძლივობა 3 ივლისიდან 16 ივლისამდეა. ბანაკის ღირებულება 950 ევროს შეადგენს. 

SUMMER SCI-TECH ACADEMY - კონკრეტული პროგრამის არჩევის შემთხვევაში, მოზარდებს საშუალება აქვთ გაეცნონ ტექნიკურ და მეცნიერულ პროგრამებს და  მიიღონ საუნივერსიტეტო დონის გამოცდილება. საზაფხულო ბანაკის პირველი კვირა დაეთმობა ელექტროობასა და რობოტიკას, ხოლო მეორე კვირა კი ქიმიასა და ფიზიკას. ბანაკის ხანგრძლივობა 2 კვირაა, 17 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით (ასაკი 14-17 წელი). ბანაკის საფასურია 1299 ევრო. 

ორივე სახის საზაფხულო ბანაკის საფასურში შედის:
  • ინგლისური ენის კურსი
  • სპორტული და სხვა აქტივობები
  • სწავლისთვის საჭირო მასალები
  • უნივერსიტეტის კომპიუტერული ლაბორატორიის გამოყენება
  • საცხოვრებელი კამპუსზე
  • სამჯერადი კვება
  • სხვადასხვა ექსკურსია კვირის განმავლობაში
  • სხვადასხვა კულტურული და სპორტული დაწესებულებების აბონიმენტი

დღის განრიგი:
  • საუზმე
  • გაკვეთილები
  • ლანჩი
  • შუა დღის აქტივობები (outdoor science experiments   and demonstrations, sports, arts & crafts, bowling, swimming, etc.)
  • თავისუფალი დრო
  • ვახშამი
  • საღამოს აქტივობები ( team building, team competitions, International Night, Movie night, Talent Night, Camp Fire Night, etc.)
  • თავისუფალი დრო
  • დღის დასასრული

AUBG International Educational Summer Camp - ის რეგისტრაციისთვის საჭიროა  ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი სერტიფიკატი ან ინგლისური ენის მასწავლების მიერ შევსებული სპეციალური ფორმა, რომელიც ასახავს აპლიკანტის ენის ცოდნის დონეს. 

SUMMER SCI-TECH ACADEMY - ის რეგისტრაციისთვის საჭიროა 

  • სამოტივაციო წერილი, სადაც აპლიკანტი აღწერს თუ რატომ უნდა კონკრეტული პროგრამის გავლა
  • 1 სარეკომენდაციო წერილი მათემატიკის ან ფიზიკის მასწავლებისგან, სადაც მკაფიოდ იქნება აღწერილი, რომ აპლიკანტს აქვს ინტერესი ტექნიკური საგნებისადმი. 
  • ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი სერტიფიკატი ან ინგლისური ენის მასწავლების მიერ შევსებული სპეციალური ფორმა, რომელიც ასახავს აპლიკანტის ენის ცოდნის დონეს

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით განათლების ცენტრ LEAF-ს, American University in Bulgaria-ს პარტნიორს საქართველოში.

Visit Website

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG