ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF 2008 წელს დაარსდა და იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც Liberal Arts-ზე დაფუძნებული სწავლების პრინციპი დანერგა.
დღეს ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი არის ორგანიზაცია დიდი გამოცდილებით, რომელმაც თავისი მოღვაწეობის 12 წლის მანძილზე 850 - ზე მეტ მოსწავლესა და სტუდენტს მისცა საშუალება, გაეგრძელებინათ სწავლა საზღვარგარეთ, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში. ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერას, ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში, სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში და საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად საჭირო აპლიკაციებისა და ესსეების მომზადებაში. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არაერთი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტის პარტნიორია. ცენტრის მომსახურება მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევს საშუალებას გააგრძელონ სწავლა მსოფლიოს ნებირმიერ ინგლისურენოვან ან გერმანულენოვან სასწავლებელში. |
|