Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე EU ბიზნეს სკოლასაც შეხვდებით

16/3/2022

 
Picture
​ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით, ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით, 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, რომელიც 13 ქვეყნიდან 15 უნივერსიტეტს უმასპინძლებს. დაინტერესებულ პირებს გამოფენაზე საშუალება ექნებათ, წარმოდგენილი უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან კონსულტანტები LEAF-დან, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრიდან, რომელიც საქართველოში 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელია.
Picture
​განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf/
EU ბიზნეს სკოლა, წარსულში ცნობილი, როგორც ევროპის უნივერსიტეტი, შვეიცარული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ჟენევაში დაარსდა. უნივერსიტეტს კამპუსები აქვს კამპუსები მონტროში (შვეიცარია), ბარსელონასა (ესპანეთი) და მიუნხენშიც (გერმანია). უნივერსიტეტს ასევე აქვს დისტანციური (ონლაინ) სწავლების პროგრამები როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე. სტუდენტი დიპლომს დისტანციური სწავლის შემთხვევაშიც იღებს
სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. უნივერსიტეტის ყველა პროგრამა ოთხივე კამპუსში ისწავლება, რაც ბაკალავრიატის სტუდენტებს 3 წლის მანძილზე ერთ უნივერსიტეტში სწავლის საშუალებას ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში აძლევს.
მაგისტრატურისა და MBA პროგრამის ხანგრძლივობა ერთი წელია. სწავლის დაწყება ოქტომბერში, იანვარში, ან მარტშია შესაძლებელი. ბაკალავრიატის შემთხვევაში, სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია, სწავლის დაწყება კი სტუდენტებს ოქტომბერში ან იანვარში შეუძლიათ. EU ბიზნეს სკოლას ასევე აქვს საბაზისო, ე.წ. Foundation კურსი მათთვის, ვისაც სადიპლომო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე ინგლისურის ან სხვა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება სურს.
უნივერსიტეტში შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამებია:● ბიზნეს ადმინისტრირება
● კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა
● ტურიზმის მართვა
● საერთაშორისო ურთიერთობები
● სპორტის მართვა
● ციფრული ბიზნესი, დიზაინი და ინოვაცია
● ბიზნეს ფინანსები.
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:● მართვა
● მარკეტინგი
● ფინანსები
● ტურიზმის მართვა
● ციფრული ბიზნესი
● მოდის ბიზნესი
● ბიზნეს ანალიტიკა და მონაცემთა ანალიზი
ბაკალავრიატის საფეხურზე გერმანიასა და ესპანეთში სწავლის საფასური წელიწადში 12 900 ევროა, შვეიცარიაში — 27 600 შვეიცარული ფრანკი. რაც შეეხება მაგისტრატურას, ესპანეთსა და გერმანიაში სწავლის გადასახადი წელიწადში 13 800 ევროა, შვეიცარიაში კი — 28 800 შვეიცარული ფრანკი.
უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა თეორიული ცოდნის სტუდენტებისათვის გაზიარებას, მაგრამ ნებისმიერ პროგრამაში ხაზგასმულია სწავლის პრაქტიკული ასპექტიც. სტუდენტები ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობენ რეალურ ბიზნეს ქეისებზე, დადიან სხვადასხვა კომპანიაში და ეცნობიან მათ საქმიანობას. მათი პროფესორები დასაქმებულები არიან სხვადასხვა ინდუსტრიაში და აქვთ შესაძლებლობა, დააკავშირონ თეორიული ცოდნა სამუშაო გამოცდილებასთან. ბიზნეს სამყაროში ინფორმაცია უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და გამოყენებადი.
ღონისძიებაზე გექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ მას. განათლების საერთაშორისო გამოფენა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2 აპრილს, შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე ჩატარდება. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://logos.edu.ge/leaf/

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2023
    February 2023
    January 2023
    December 2022
    November 2022
    October 2022
    September 2022
    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs ში
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG