Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

საერთაშორისო განვითარების აკადემია — IDA განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე

6/4/2021

 
Picture
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის (LEAF) ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით, 2021 წლის 24 აპრილს, 12-დან საღამოს 5 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 28 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან.
Picture
დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე შეეძლებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ასევე, შეძლებენ, პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.
მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს, მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50-პროცენტიანი და 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.



საერთაშორისო განვითარების აკადემია — IDAსაერთაშორისო განვითარების აკადემიის მისიაა, გახდეს გლობალური ლიდერი, ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე სპორტსმენების განვითარებასა და გზის გაკვლევაში, ან პროფესიულ სამყაროში, ან უმაღლესი განათლების სისტემაში. მომავალი სტუდენტების ოჯახებთან თანამშრომლობით, IDA უზრუნველყოფს, რომ სტუდენტმა იპოვოს ისეთი პროგრამა, რომელიც შეესაბამება თავის მიზნებს, სპორტული კარიერის პროფილსა და ფინანსურ სიტუაციას. IDA-ს კამპუსები მდებარეობს ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ამერიკაში. IDA-ს აღსაზრდელებს ასევე ექნებათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
საზაფხულო ბანაკებიIDA დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს საზაფხულო ბანაკებს ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. ეს ბანაკები განკუთვნილია სპორტსმენებისთვის 13-დან 18 წლამდე. აკადემია სპორტსმენებს სთავაზობს მაღალი დონის მომსახურებას, რითაც მათ აძლევს საშუალებას, გააუმჯობესონ საკუთარი თამაშის ხარისხი მსოფლიო დონის მწვრთნელებთან თანამშრომლობით.
საზაფხულო ბანაკის შეთავაზებებს შორისაა, როგორც ერთკვირიანი, ასევე მრავალკვირიან პროგრამა. ბანაკი მონაწილეებს მასპინძლობს ივნისსა და ივლისში. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი თარიღების დანიშვნაც. მონაწილეები გაივლიან ყოველდღიურ სპეციალიზირებულ ფიზიკურ წვრთნას UEFA-ს ლიცენზირებულ მწვრთნელებთან. ბანაკის პროგრამა ასევე მოიცავს კულტურულ აქტივობებსა და გასვლით ღონისძიებებს მასპინძელ ქალაქში, სპორტულ კომპლექსებსა და სხვა საინტერესო ლოკაციებზე.
საზაფხულო ბანაკის ერთი კვირის საფასურია $1 750 და მოიცავს სრული პროგრამის ღირებულებას.
საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამებიაკადემიის ყველა კამპუსი სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსებს სხვადასხვა მიმართულებით: ინგლისურ ენაში, სოციალურ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და მსოფლიო ენებში; ასევე შეთავაზებულია სხვადასხვა არჩევითი საგანი.
IDA-ს საზაფხულო ბანაკების გარდა ასევე აქვს აკადემიური და სპორტული პროგრამები.
კამპუსები
  • ესპანეთის კამპუსი მდებარეობს ქალაქ ვალენსიის ცენტრში. ის განკუთვნილია 15-დან 21 წლამდე უცხოელი სტუდენტებისათვის, რომლებიც მზად არიან განვითარდნენ, როგორც პროფესიულ სპორტულ კარიერაში, ასევე იყვნენ წარმატებულები აკადემიური მოსწრებით.
  • გაერთიანებული სამეფოს კამპუსი განკუთვნილია მხოლოდ 15-დან 21 წლამდე ასაკის ბიჭებისთვის, რომლებსაც სურთ, გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, ან ითამაშონ ფეხბურთი უნივერსიტეტის დონეზე. აკადემია ასევე უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის.
  • იტალიის აკადემია არის IDA-სა და ფეხბურთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (Soccer Management Institute — SMI) თანამშრომლობის შედეგი. ის მდებარეობს ქალაქ რომში და უმეტესად განკუთვნილია 15-დან 21 წლამდე ნიჭიერი მოთამაშე გოგოებისთვის, რომელთაც სურთ ითამაშონ ფეხბურთი მაღალ დონეზე. იტალიის კამპუსი ასევე საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს სპორტის მართვის სამაგისტრო ხარისხის მოპოვება.
  • აკადემიის კიდევ ერთი კამპუსი არის ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში. ეს აკადემია მდებარეობს ბოსტონის ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო უბანში. გოგოებისა და ბიჭების ელიტარული საფეხბურთო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით. სტუდენტები გაწევრდებიან პრესტიჟულ საფეხბურთო კლუბებში ახალი ინგლისის მასშტაბით. ასევე, შემოდგომის სემესტრის ფარგლებში ითამაშებენ სხვადასხვა სკოლის ნაკრებებთან.

    ბოსტონის კამპუსის კიდევ ერთი მიმართულებაა რაგბი. ელიტარული პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტუდენტისთვის, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით, რომელთაც სჭირდებათ სპეციფიკური აკადემიური მიმართულება, რათა ინტენსიურად შეძლონ მაღალი კლასის რაგბის თამაში. პროგრამა სპორტსმენებს წვრთნასთან ერთად IB პროგრამის კურიკულუმსაც სთავაზობს.
სრული აკადემიური და სპორტული აქტივობების საფასურია $49 500. (1 სემესტრი — $27 000). მხოლოდ სპორტული პროგრამის ნაწილი - $40 000 (1 სემესტრი — $22 000).

ორიგინალი სტატიის ბმული


Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2023
    February 2023
    January 2023
    December 2022
    November 2022
    October 2022
    September 2022
    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs ში
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG