Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

ვებსტერის უნივერსიტეტი - განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე

18/4/2021

 
Picture
​ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 29 უნივერსიტეტს 16 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
​მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.
განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com
Picture
ვებსტერის უნივერსიტეტი ჟენევაში, შვეიცარიული კამპუსია, რომლის მთავარი კამპუსი ამერიკაში, მისურის შტატის, ქალაქ სეინტ ლუისშია. 1978 წლიდან უნივერსიტეტი მასპინძლობს ათასობით საერთაშორისო სტუდენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უნივერსიტეტი გამოირჩევა პატარა ჯგუფებით, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ყურადღებას პროფესორებისგან და სტუდენტის მხრიდან მაქსიმალურ ჩართულობას საკლასო აქტივობებში. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს მაღალი ხარისხის განათლებას ინგლისურ ენაზე როგორც ბაკალავრის, ასევე სამაგისტრო საფეხურზე.
ბაკალავრიატის საფეხურზე შეთავაზებული პროგრამებია: ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, მენეჯმენტი, ფოტოგრაფია, ფსიქოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები, ფსიქოლოგია და სხვა.
სამაგისტრო საფეხურზე ხელოვნებისა და მეცნიერებათა სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციის პროგრამებს. ჯორჯ ჰერბერტ ვოკერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლას აქვს შემდეგი პროგრამები: მენეჯმენტი, ბიზსნესის ადმინისტრირება, ციფრული მარკეტინგის მენეჯმენტი. მედია-კომუნიკაციების სკოლა სტუდენტებს სთავაზობს კომუნიკაციის მენეჯმენტის პროგრამას, ხოლო განათლების სკოლას აქვს სასერთიფიკატო პროგრამა კრეატივისა და ინოვაციის მიმართულებით. სწავლება სრულად მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, თუმცა უნივერსიტეტში მსურველთათვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრატურის ფრანგულენოვანი პროგრამას.
საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გადასახადი $36 400-ია წელიწადში, ხოლო ცხოვრების საფასური მერყეობს $10000-13000-ის ფარგლებში. სამაგისტრო საფეხურზე საფასური დამოკიდებულია პროგრამაზე და მერყეობს $24 000-$55 000-ის ფარგლებში. სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა რაოდენობის დაფინანსების მიღება სწავლების ყველა საფეხურზე.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ვებსტერის ჟენევის უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/


ორიგინალი სტატიის ბმული


Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG