საზღვარგარეთ სწავლა თუ გსურთ, შესაძლოა მოგთხოვონ SAT ტესტის ჩაბარება. რა არის SAT და რა შემთხვევაში ბარდება გამოცდა, გაეცანით სტატიაში.SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.
GPA არის აბრივიატურა, რომელიც იშიფრება - Grade Point Average და წარმოადგენს თქვენი ნიშნების საშუალო მაჩვენებელს. 🔴 რისთვის არის საჭირო GPA?
GPA ესაჭიროებათ მათ, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა აქვთ გადაწყვეტილი, როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურაზე. მათ, ვისაც ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელება სურთ - ესაჭიროებათ სკოლის GPA, ანუ სკოლის ნიშნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო მაგისტრატურაზე - ბაკალავრიატის GPA - ანუ ბაკალავრიატის ნიშნების საშუალო მაჩვენებელს. Speak Like a Native Speakerგსურთ ისაუბროთ ინგლისურ ენაზე, ისე როგორც Native Speaker-მა?
მაშინ გთავაზობთ 5 წესს, გაითვალისწინეთ შემოთავაზებული რჩევები და შედეგს მალე იგრძნობთ. 1. ბევრს ნუ იფიქრებთ გრამატიკაზე. თუ გამოცდის ჩაბარება გსურთ, გრამატიკის ცოდნა აუცილებელია. ხოლო გამართულად საუბარისთვის ეცადეთ, ბევრი არ იფიქროთ გრამატიკაზე. ასეთ შემთხვევაში ინგლისურად საუბრისას დაიწყებთ ფიქრს, წინადადება გრამატიკულად გამართულია თუ არა. ეს კი თქვენს მეტყველებას შეაფერხებს. გახსოვდეთ, რომ ინგლისური ენის გრამატიკა მათაც არ იციან ზედმიწევნით, ვისთვისაც ის მშობლიური ენაა. ხშირად უცხოელები უფრო დაწვრილებით ერკვევიან გრამატიკის წესებში, ვიდრე ინგლისურენოვანები. ამიტომ გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: აუცილებლად სწორ ფორმაში ჩასვათ ზმნა, თუ თავისუფლად ისაუბროთ. ინგლისური ენის კურსები სჯობს თუ რეპეტიტორი? სად უფრო ვითარდება ბავშვი? კითხვა, რომელიც ყველა მშობელს უჩნდება.ინგლისური ენის შესწავლის აუცილებლობაზე დღეს აღარავინ დაობს, სადავო დარჩა შესწავლის მეთოდები. ეს საკითხი განსაკუთრებით საფრთხილო არის ბავშვებისთვის.
ნებისმიერი მშობლის სურვილია, მისმა შვილმა ინგლისური ენა ხარისხიანად და საფუძვლიანად შეისწავლოს. შესაბამისად, იწყებენ არა ინგლისური ენის კურსების, არამედ საუკეთესო მასწავლებლის მოძიებას. ბავშვის რეპეტიტორთან, ინდივიდუალურად მომზადება ძალიან გავრცელებული სწავლის მეთოდია ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მშობლის მიზანია, რომ მის შვილს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მასწავლებელმა, უფრო მეტად აკონტროლოს და უკეთ ასწავლოს. სწორია თუ არა მშობლის გადაწყვეტილება? არის თუ არა ეს კეთილი განზრახვა გამართლებული? სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ არა. დაპირებისამებრ, გთავაზობთ საინტერესო და მარტივი წიგნების ხუთეულს, რომელიც შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე წაიკითხოთ![]() 1. Charlotte’s Web – E.B. White ეს არის წიგნი, რომელიც ერთნაირად საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. წიგნი დაწერილია ინგლისურენოვანი ბავშვებისთვის და ბევრი სკოლის პროგრამაშიც შედის. თუმცა იგი დღემდე რჩება არაერთი ზრდასრული ადამიანის საყვარელ ნაწარმოებად. რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები ინგლისურად?
ინგლისური ენის კურსები ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად ყველაზე სწორი გამოსავალია, თუმცა დამატებითი ხერხები მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ. მაგალითად, ინგლისურ ენაზე წიგნების კითხვა. ის, რომ კითხვა ხსნის გონებას და გვეხმარება სამყაროს ახალი ფერებით აღქმაში, უდავო ჭეშმარიტებაა. ინგლისურ ენაზე კითხვა კი გვიუმჯობესებს ლექსიკურ მარაგს და ენის ზოგად ცოდნას. |
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|