Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

ჰოლანდიაში სწავლა ყველასთვის შესაძლებელი ხდება 

2/2/2017

 

ამ სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლით დავიწყეთ ახალი წელი, მნიშნელოვანი, თუმცა მწირი ინფორმაციით. ახლა უკვე მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გიამბოთ ამ სიახლის შესახებ. 

study in Netherlands
ნიდერლანდებში სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტები გამუდმებით აწყდებოდნენ ერთ პროლემას. უმაღლესი კვლევითი უნივერსიტეტები არ აღიარებენ ქართულ ატესტატს.  ჰოლანდიის უნივერსიტეტები მისდევენ NUFFIC-ის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ქართული ატესტატი არ უთანაბრდება ჰოლანდიის ატესტატს.
ქართველი სტუდენტებისთვის ჰოლანდიის უნივერსიტეტის კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებოდა, თუ პირველ კურსს საქართველოში დახურავდნენ, ხოლო შემდეგ ჰოლანდიაში მაინც პირველ კურსიდან დაიწყებდნენ სწავლას. ალტერნატიულ ვარიანტს კი ჰოლანდიაში 1 წლიანი მოსამზადებელი კურსის გავლა წარმოადგენდა, თუმცა ამ შემთხვევაში არანაირი გარანტია, ან უპირატესობა ქართველ სტუდენტებს არ ენიჭებოდათ.

მოკლედ რომ ვთქვათ,  ორივე შემთხვევაში მოსწავლეს უწევდა 1 წლის დაკარგვა და დამატებითი დანახაჯრების გაწევა.

ამ საკითხის მოსაგვარებლად ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრისა და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის წარმომდგენლები ეწვივნენ ჰოლანდიის 11 წამყვან კვლევით უნივერსიტეტსა და კოლეჯს.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ლაიდენის უნივერსიტეტ-კოლეჯში ელიზაბეთ ზელერთან შევხვდრა, რომელსაც Jacobs University-სა და Webster University-ში მუშაობისას ჰქონდა შეხება LEAF-ისა და „ლოგოსის“ დახმარებით ევროპაში სასწავლებლად წასულ ქართველ მოსწავლეებთან. იგი ძალიან კეთილგანწყობილი იყო  როგორც ცენტრის, ასევე ქართველი სტუდენტების მიმართ, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის.

შედეგად, პირადი კონტაქტებისა და კომპანიის მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, შევეცადეთ გამოგვენახა ისეთი გზები, რომლებიც ქართველ მოსწავლეებს ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს მოუხსნიდა.

პირველ ასეთ ვარიანტად განიხილება სკოლის ატესტატთან ერთად საატესტატო ნიშნების გამოთხოვა და გაგზავნა. ვინაიდან საქართველოში ყველა მოსწავლე იღებს ერთნაირ ატესტატს, მიუხედავად  აკადემიური ნიშნებისა, საატესტატო ნიშნების ფურცელი იქნება მოსწავლის მაღალი კვალიფიკაციის დამადასტურებელი.

მეორე შესაძლო ვარიანტად შეგვიძლია განვიხილოთ -ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება საქართველოში. ასეთ შემთხვევაში ნიდერლანდების უნივერსიტეტი საბოლოოდ გადაწყვეტილებას ქართველი მოსწავლის შესახებ მიიღებს მას შემდეგ, რაც მოსწავლე ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და გადალახავს წინასწარ განსაზღვრულ ბარიერს.

მესამე მეთოდი, რომელიც 1 სასწავლო წლის დაკარგვას აარიდებს მოსწავლეებს, არის SAT-ის გამოცდის ჩაბარება. აქაც ეროვნული გამოცდის მსგავსად, მოსწავლემ უნდა გადალახოს წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ქულა. თუმცა SAT-ის შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რაც უფრო მაღალია ქულა, მით მეტია სასწავლებელში მოხვედრის  შანსი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არიან ამერიკელი სტუდენტებიც, რომელთა სასკოლო ატესტატი ასევე არ უთანაბრდება ჰოლანდიის ატესტატს. ამერიკელი მოსწავლეები დამატებით აბარებენ 4AP გამოცდას. ამ გამოცდის ჩაბარება ქართველი სტუდენტებისთვისაც მოუხსნიდა ბარიერს. თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოში აღნიშნული გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები არ არსებობს.

აქვე გვსურს დავაზუსტოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დამატებითი გამოცდები ქართველ მოსწავლეს საშუალებას მისცემს იყოს თანაბარ პირობებში სხვა ევროპელ აპლიკანტებთან ერთად დამატებითი ერთი სასწავლო წლისა და დანახარჯების გარეშე.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტებთან შევთანხმდით საპილოტე პროგრამაზე. ნიდერლანდებში სწავლის მსურველი მოსწავლეების მონაცემებს პირადად გავუგზავნით უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომელსაც შეისწავლიან და გვეტყვიან, განიხილავენ თუ არა მათ სხვა აპლიკანტებთან ერთად თანაბარ პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მონაცემები არის მათთვის საინტერესო, მოხდება აპლიკაციის, ესსეებისა და სხვა მოთხოვნილი საბუთების გაგზავნა. ასეთ შემთხვევაში მოსწავლე თავიდან აიცილებს სააპლიკაციო ხარჯს, თუ ის არ აკმაყოფილებს კონკრეტულ უნივერსიტეტის მოთხოვნებს.

Tilburg-ის უნივერსიტეტმა ცენტრს შესთავაზა, მოსწავლეების პირველი ეტაპის გაფილტვრა მოახდინოს ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა და შერჩეული აპლიკაციები მეორე ეტაპისთვის გადაეცეს უნივერსიტეტს.

იმ შემთხვევაში, თუ საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაგზავნილი ქართველი სტუდენტები კარგად წარმოაჩენენ თავს, შემდეგ ეტაპზე ნიდერლანდების უნივერსიტეტებთან საუბარი გვექნება დამატებითი გამოცდების საერთოდ მოხსნაზე.

ქვემოთ კი გთავაზობთ იმ უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ჩამონათვალს, სად სწავლასაც გთავაზობთ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი:
 
1 – Amsterdam University College - http://www.auc.nl/
2 – Free University (VU) - http://www.vu.nl/en/
3 – Leiden University - https://www.universiteitleiden.nl/
4 – Leiden University College - https://goo.gl/UTzsqG
5 – Erasmus University Rotterdam - https://www.eur.nl/
6 – Erasmus University College - https://www.eur.nl/euc/
7 – Maastricht University College - https://goo.gl/w5qD41 
8 – Tilburg University - https://www.tilburguniversity.edu/ 
9 - University College Tilburg - https://goo.gl/qhzxdq
10 – University College Groningen -  http://www.rug.nl/ucg/
11 –University College Utrecht - https://goo.gl/DrR1Ka

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG