განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/ დებრეცენის უნივერსიტეტი მდებარეობს უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში. დებრეცენის უნივერსიტეტი დაარსდა 1538 წელს; იგი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია უნგრეთში. უნივერსიტეტში სწავლობს 30 000-მდე სტუდენტი, აქედან 4000 საერთაშორისო სტუდენტია. უნივერსიტეტი გამოირჩევა მასშტაბური საუნივერსიტეტო Campus-ით და დარგობრივი ინფრასტრუქტურით. დებრეცენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა მთელი ქვეყნის მაშტაბით და იგი მიიჩნევა უნგრეთის ეროვნულ ბიბლიოთეკად. უნივერსიტეტის მთავარი მიმართულება არის სამედიცინო სფერო. ამ სფეროში Debrecen-ი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას. არაერთი სამედიცინო პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
March 2023
|