პარასკევს, 5 ივნისს, 18:00-20:00 ჰოლანდიური კვლევითი უნივერსიტეტების კონსორციუმი გამართავს ონლაინ ღია კარის დღეს.
ღია კარის დღე ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი დაეთმობა Study in Holland-ის პრეზენტაციას და ზოგად კითხვა-პასუხის რეჟიმს; მეორე ნაწილის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაესაბრონ ჰოლანდიური კვლევითი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ცალკეულ ონლაინ შეხვედრის/სასაუბრო სივრცეებში; ყველა დარეგისტრირებული მონაწილე ერთი დღით ადრე მიიღებს ვებინარის სახით ჩაწერილ ვიდეოს თითოეული კვლევითი უნივერსიტეტის შესახებ, რათა უკეთ მოემზადონ სასაუბრო სესიისთვის და დასვან კითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. ჰოლანდიური კვლევითი უნივერსიტეტების კონსორციუმი იწვევს მოსწავლეებს, სტუდენტებს, მშობლებს, განათლების კონსულტანტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღია კარის დღეზე დასასწრებად. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://rsm.clickmeeting.com/dutch-research-universities-consortium-dru-view-online-open-day/register fbclid=IwAR0JdxL0LXKKb1dE1KpGh4tpExkDHTQHyHLDo3HafYU9SdA0iReEQwJUY1k სიამაყით გიზიარებთ, რომ LEAF-ის მოსწავლე სოფო კევლიშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბიო-სამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, თანაც 83 000 $ დაფინანსებით! კოლუმბიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში და სწავლის ღირებულება წლიურად დაახლოებით 60 ათას დოლარია. სოფოს კი მგზავრობას, ჯიბის ფულს, საცხოვრებლის ხარჯებსა და ჯანმრთელობის დაზღვევასაც უნაზღაურებენ. ვიდეოში სოფო და ჩვენი College Counseling-ის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ჩავლეიშვილი საუბრობენ იმ განმაპირობებელ საკითხებზე რომელმაც სოფოს წარმატება უზრუნველყო. მოისმინეთ რჩევები თუ რა უნდა გაითვალისწინოთ და როდის. ეს სამაგისტრო პროგრამა იდეალურია თქვენი კარიერული მიზნების განხორციელებისთვის! კურსი აკრიდიტირებულია ცნობილი კინგსტონის უნივერსიტეტის მიერ და ჩვენგან ახლოს, ჰენოვერში, გერმნაიაში Gisma Business School-ში ტარდება.
დიდი სიახლე გერმანიაში ინგლისურად სწავლის მსურველთათვის! გისმას ბიზნესის სკოლამ (უნივერსიტეტი) ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალური შეღავათი დააწესა, სწავლის საფასური 7000 ევროდან იწყება წელიწადში! კიდევ უფრო ამშვენებს ამ ყველაფერს ის, რომ LEAF უ ფ ა ს ო დ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში! სააპლიკაციო პროცესი გულისხმობს უნივერსიტეტში ჩაბარების პროცედურისთვის საჭირო ყველა ეტაპს. დრო ცოტა რჩება, დარეგისტრირდი ახლავე! GISMA დაარსდა 1999 წელს გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის მიერ. ბიზნეს სკოლა შედგება ორი კამპუსისგან ბერლინსა და ჰანოვერში. მისი მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს, მიიღონ უმაღლესი განათლება მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებით, ისეთ სფეროებში როგორიცაა მენეჯმენტი და ბიზნეს ადმინისტრირება.
Bachelor's Degrees:
Master’s Degrees:
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.gisma.com გერმანულის სწავლით დაინტერესებულთათვის ფანტასტიური სიახლე გვაქვს! თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ 2 კვირიანი ინტენსიური გერმნაული ენის შესასწავლი კურსი გერმნაიაში, Humboldt-institut-ში.
კონკურსი ეხებათ შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებს: პირველი ადგილი: 2 კვირიანი ინტენსიური გერმანული ენის შემსწავლელი კურსი გერმანიის ქალაქებში. სრულწლოვანი (18+) მსურველებისთვის 2 კვირიანი კურსი ჩატარდება ბერლინში, Humboldt-Institut-ში. თუ ხარ 10-17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, შეგიძლია 2 კვირით გაემგზავრო Humboldt-Institut-ის ერთ-ერთ ფილიალში გერმანიის ქალაქ Bad Schussenried-ში. 13-17 წლამდე კატეგორია Lindenberg-ის ფილიალში წავა. პრიზში შედის:
ნუფიკის კიდევ ერთი სასტიპენდიო პროგრამა - ArtEZ scholarship - ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულების სტუდენტებისთვის (გრაფიკული დიზაინი, ფერწერა, მუსიკა, ცეკვა, თეატრი, არქიტექტურა, მოდის დიზაინი და ა.შ.). განაცხადის შეტანა შეუძლია მაღალი აკადემიური მოსწრების ნებისმიერ მოსწავლესა და ბაკალავრიატის სტუდენტს, რომელსაც სურს უმაღლესი განთლების მიღება ჰოლანდიაში. პროგრამის ფარგლებში სტიპენდიანტი ყოველწლიურად მიიღებს 5000-ს ევროს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულზე: https://www.artez.nl/en/study-at-artez/scholarships/artez-scholarship მათ, ვისაც სურს სწავლა ევროპაში, კერძოდ ლატვიაში გააგრძელოს, წარმოგიდგენთ ტურიბას უნივერსიტეტს. LEAF გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში უფასოდ. უნივერსიტეტი დაარსდა 1993 წელს და მას შემდეგ ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ბალტიისპირეთში, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში. უნივერსიტეტი გამორჩეულია თავისი სწავლის მეთოდებით და ფოკუსირებულია სწავლის მაღალ ხარისხზე, რომელიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდების შერწყმით მიიღება. მისი მთავარი კამპუსი მდებარეობს რიგაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს შეღავათი და სწავლის საფასური 2500 ევროდან იწყება წელიწადში. ასევე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მოიპოვოთ ნაწილობრივი დაფინანსება. ბაკალავრიატი:
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და დროა შევაჯამოთ ჩვენი მუშაობის შედეგები.
2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის დახმარებით, 50-ზე მეტი მოსწავლე ჩაირიცხა ამერიკისა და ევროპის 77 სასწავლებელში. მათ შორის: მოსწავლეთა 60%-მა მოიპოვა ნაწილობრივი და სრული დაფინანსება, რომლის საერთო რაოდენობამაც შეადგინა 277 000 აშშ დოლარზე მეტი. ორმა მოსწავლემ მიიღო 100% დაფინანსება, რომელიც სწავლის ხარჯებთან ერთად ცხოვრების ხარჯების დაფარვასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპზე 7 სტუდენტი ჯერ კიდევ ელოდება პასუხს უნივერსიტეტებისგან და გვჯერა, რომ ისინიც გააგრძელებენ სწავლას სასურველ ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის კიდევ ორი სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ევროპაში.
აკო სვანიძე და საბა კაციაშვილი ჰოლანდიაში, Erasmus University College-ში ჩაირიცხნენ, ბაკალავრის ხარისხზე, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. საბა კაციაშვილმა მოიპოვა ნაწილობრივი დაფინანსება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს აკოს და საბას ჩარიცხვას და წარმატებებს უსურვებს ახალ სასწავლო ასპარეზზე. დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.eur.nl/euc ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის სტუდენტი - გიორგი ბრუნჯაძე ერთდროულად ორ ევროპულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა:
ესპანეთში - Madrid International Business School-ში, სადაც ასევე ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო - 11 400 ევროს ოდენობით, და ნიდერლანდებში Maastricht University-ში. გიორგიმ არჩევანი Maastricht University-ზე შეაჩერა და სწავლას ჰოლანდიაში განაგრძობს, ბაკალავრის ხარისხზე. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიორგის ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: https://www.maastrichtuniversity.nl/ http://www.madrid.uibs.org/ |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|