ქართველი სტუდენტი - მარიამ ბეგიაშვილი ერთდროულად ევროპის 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მან წარმატებით გაიარა ამერიკულ-ქართულ განათლების ცენტრში TOEFL-ის კურსი და გამოცდაში 100 ქულა მიიღო. ხოლო College Counseling-ის დახმარებით ერთდროულად მაგისტრის ხარისხის მისაღებად 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა: ნიდერლანდებში: 1 - Leiden Unversity 2 - Erasmus University Rotterdam 3 - Maastricht University 4 - Utrecht University 5 - University of Groningen საფრანგეთი: 6 - Pantheon-Assas University დიდი ბრიტანეთი: 7 - Queen Mary University of London მარიამმა არჩევანი Leiden University-ზე შეაჩერა და სწავლას ნიდერლანდებში განაგრძობს. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს მარიამს ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით ინფორმაციას უნივერსიტეტების შესახებ გაეცანით ვებ-გვერდებზე. https://www.universiteitleiden.nl/en https://www.eur.nl/english/ https://www.maastrichtuniversity.nl/ https://www.uu.nl/en http://www.rug.nl/ https://www.u-paris2.fr/fr http://www.qmul.ac.uk/ ჩვენი კიდევ ერთი სტუდენტის წარმატება გვსურს გახაროთ.
ჯემალ ელიავა ჩაირიცხა Tilburg University-ში და სწავლას განაგრძობს ჰოლანდიაში, ბაკალავრიატზე, ნაწილობრივი დაფინანსებით. ჯემალმა წარმატებით გაიარა ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრში IELTS-ის და College Counseling-ის კურსები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს წარმატებას უსურვებს ჯემალს. დამატებით ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.tilburguniversity.edu/ კიდევ ერთი სტუდენტის - შორენა ცინდელიანის წარმატება გვსურს გაცნობოთ.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის დახმარებით, შორენა ჩაირიცხა Karolinska University-ში, მაგისტრატურაზე - ჯანდაცვის ეკონომიკის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის პროგრამაზე. Karolinska University მდებარეობს შვედეთში, სტოკჰოლმში და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და პრესტიჟულ სამედიცინო სასწავლებელს. შორენამ ასევე მიიღო სტიპენდია, რომელიც ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს შორენას ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ გაეცანით ვებგვერდზე: http://ki.se/en/startpage გთავაზობთ საზაფხულო სკოლას SBC Oxford-ში (Dragon School, Oxford, England)
ასაკი: 8-12 წელი პერიოდი: 17 ივლისი 14 აგვისტო კურსის ხანგრძლივობა: 2 ან 4 კვირა 1 კვირის ღირებულება: 1350 ფუნტი SBC Oxford წარმოადგენს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკს ინგლისში, სადაც სულ მცირე 50 ქვეყნიდან ჩადიან მონაწილეები. პროგრამა: კვირაში 15 საათი ეთმობა ინგლისური ენის სწავლებას, 2 დღე ექსკურსიებს, შუადღისით და საღამოს აქვთ სხვადასხვა სახის აქტივობები. აქტივობები: აქტივობები მოიცავს მოკლე ფილმების გადაღებას, ფოტოგრაფიას, გამოფენას, შეჯიბრებებს. შუადღის აქტივობები: შედის ცურვა, ფეხბურთი, კალათბურთი, წყლის თამაშები, პარაშუტი, იოგა, ვიზიტი მუზეუმებში, ვორქშოფი. საღამოს აქტივობები: დისკო, ნიჭიერის შოუ, ,,სულელური ოლიმპიადა“, ფილმების საღამო, დროშის დაჭერა, მუსიკალური ვიდეოს შექმნა და ა.შ. გამოცდილი ინსტრუქტორები სურვილის შემთხვევაში ბავშვებს შეასწავლიან ცხენზე ჯირითსა და მის მოვლას. თავგადასავლების მოყვარულებს საშუალება ექნებათ გამოსცადონ კაიკინგი, მაღალ თოკებზე ხტომა, ჯომარდი, კლდეზე ცოცვა და ა.შ. საცხოვრებელი: მოიცავს საცურაო აუზს, თეატრს, თანამედროვედ აღჭურვილ საკლასო ოთახებს, ტენისის კორტებს, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ცეკვის სტუდიას, განათებულ და ფერად საერთო საცხოვრებელს, სკოლის მაღაზიასა და ინტერნეტ კაბინეტს. მგზავრობა: აეროპორტიდან და უკან ტრანსფერს ორგანიზატორები განახორციელებენ. ერთი გზის ღირებულებაა 90 ფუნტი. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიგა ზუხუბაიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას. იგი ერთდროულად ჩაირიცხა ამერიკის ორ უნივერსიტეტში - ბაკალავრიატზე - Hofstra University-სა და Marist College-ში, სადაც ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო.
დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: http://www.hofstra.edu https://www.marist.edu მოხარულები ვართ გაცნობოთ კიდევ ერთი სტუდენტის - ალექსანდრე თუთბერიძის წარმატება. ალექსანდრე ერთდროულად ჩაირიცხა აშშ-ის სამ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატზე, ნაწილობრივი დაფინანსებით:
University at Buffalo, Pace University, Ithaca College. ვულოცავთ ალექსანდრეს ამ სასიხარულო ამბავს და წარმატებებს ვუსურვებთ. დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: www.buffalo.edu www.pace.edu www.ithaca.edu კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე ჩვენი ცენტრის მოსწავლის შესახებ. ნატო რუბანოვა ჩაირიცხა ნიდერლანდებში, University of Groningen-ში, სადაც სწავლას მაგისტრატურაზე, სრული დაფინანსებით განაგრძობს.
წარმატებებს ვუსურვებთ ნატოს. დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: http://www.rug.nl/ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობით, რომ ნათია ქურდევანიძე ჩაირიცხა Jacobs University-ში. ცენტრი ულოცავს ნათიას და წარმატებებს უსურვებს.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.jacobs-university.de/ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ საზაფხულო კურსს უცხოელ პედაგოგთან ინგლისურ ენაში, რომელიც მიეძღვნება სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარებასა და აკადემიურ წერას.
პროგრამაზე მიღება ხდება დიაგნოსტიკური ტესტის საფუძველზე. კურსი მიზნად ისახავს სხვადასხვა სიტუაციასა და საზოგადოებაში კომუნიკაციისათვის აუცილებელი მოსმენისა და საუბრის უნარების განვითარებას. ლექსიკის გამდიდრებასა და გამოთქმის გაუმჯობესებას. აკადემიური წერის ნაწილი მოიცავს: § მართლწერა § ესსეს წერა § სამოტივაციო წერილის წერა § საქმიანი მიმოწერის წარმოება § კვლევის, ნაშრომის წერა § შეთავაზების წერა კურსს გაუძღვებიან: § პოლ მაკ მაჰონი – ირლანდია § გები მაკფოლ-გერიერ – აშშ კურსის ხანგრძლივობა – 16 გაკვეთილი თითოეული გაკვეთილი გრძელდება 90 წუთი გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 4 საათის შემდეგ. სრული კურსის ღირებულება – 250 ლარი ცენტრში მიღების საათებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11-დან 4 საათამდე და შაბათს 11-დან 2 საათამდე. დებრეცენის უნივერსიტეტის (University of Debrecen) მოწვევით ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში, სადაც შედგა უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამების პრეზენტაციები და დაიდო ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
LEAF არის დებრეცენის უნივერსიტეტის პარტნიორი და აწარმოებს მათ სასწავლო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო პროცედურების ადმინისტრირებას. საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ. |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|