SAT
იმისათვის, რომ შეძლოთ სწავლა საზღვარგარეთ, კერძოდ ამერიკაში ან ევროპაში ამერიკულ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა, დაგჭირდებათ SAT -ის გამოცდის ჩაბარება.
SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად. SAT-ის უმაღლესი ქულაა 1600 (ტესტის 2016 წლის განახლებამდე მაქსიმალური ქულა უყო 2400. განახლების შემდგომ წერის სექცია აღარ არის სავალდებულო). SAT მოიცავს:
SAT-ის კურსი ღირს 480 ლარი თვეში (12 გაკვეთილი) მხოლოდ ვერბალი და 640 ლარი თვეში ვერბალიცა და მათემატიკაც (16 გაკვეთილი მთლიანობაში). არანაკლებ 3 თვიანი კურსის შემთხვევაში ერთიანი გადახდის დროს გათვალისწინებულია 10%-იანი ფასდაკლება. ერთი ინდივიდუალური გაკვეთილის ღირებულებაა 60 ლარი. კურსზე მიღება წარმოებს დიაგნოსტიკური ტესტირების საფუძველზე. ჯგუფში მაქსიმუმ 6 მოსწავლეა. გაკვეთილის ხანგრძლივობაა ორი აკადემიური საათი. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოსწავლის მიერ დიაგნოსტიკურ ტესტში მიღებულ შედეგებზე. დამწყებს სხვადასხვა ინტენსივობით 12-დან 18-თვემდე მომზადება დაჭირდება. დიაგნოსტიკური ტესტის დაწერის საათებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 17 -დან 19 საათამდე და შაბათს 11-დან 13 საათამდე. SAT-ის კურსი მოიცავს ტესტებზე მუშაობის უნარების განვითარებას. სწავლების პერიოდში ყურადღება გამახვილდება SAT-ის სტრუქტურაზე და ფუნდამენტურ სტრატეგიებზე. აპლიკანტთა უმრავლესობა, განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტები, SAT-ში ვერ იღებენ მაღალ ქულებს და, შესაბამისად, ვერ აგრძელებენ სწავლას პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. SAT – ში მაღალი ქულების მიღება აპლიკანტებს ამერიკის მაღალი აკადემიური დონის უნივერსიტეტში მოხვედრის დიდ შანსს აძლევს. ბევრი პრესტიჟული უნივერსიტეტი დამატებით ითხოვს SAT-ის Subject Test-ების ჩაბარებას: მათემატიკა (Level 1 და Level 2), ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, მსოფლიო ისტორია, ამერიკის ისტორია და ამერიკის ლიტერატურა. ასეთი 2 ან 3 ტესტი უნდა ჩაბარდეს დამატებით. კონკრეტულად საგანს თავად მოსწავლე ირჩევს. Subject Test-ებში უმაღლესი ქულაა 800. |
Vertical Divider
|