Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG
Picture

The University of North Carolina at Greensboro (UNCG)

მათ, ვისაც სურს, სწავლა საზღვარგარეთ, კერძოდ აშშ -ი გააგრძელოს, განათლების ცენტრი გთავაზობთ The University of North Carolina at Greensboro (UNCG) -ს.

LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

The University of North Carolina at Greensboro (UNCG) არის საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი აშშ-ში, ქალაქ გრინსბოროში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. ის არის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (UNC) სისტემის ნაწილი და როგორც ქსელის სხვა წევრები არის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი საკუთარი სადიპლომო პროგრამებით.

უნივერსიტეტი US World & News Report-ის მიერ სახელდება ნომერ პირველ უნივერსიტეტად სოციალურ მობილობაში. UNCG ამავე რეიტინგში უკვე 29 წლის განმავლობაში სახელდება საუკეთესო კოლეჯებს შორის. Princeton Review-ს რეიტინგში უკვე 22 წლის განმავლობაში სახელდება საუკეთესო კოლეჯებს შორის. Money-ს 2020-2021 წლის რეიტინგში UNCG ასევე საუკეთესო კოლეჯებს შორის არის.

უნივერსიტეტი დაარსდა 1891 წელს, როგორც ქალების კოლეჯი. UNCG-მ მამაკაცების მიღება დაიწყო 1963 წლიდან.
გრინსბოროს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი შედგება რამდენიმე სკოლისა და კოლეჯისგან, რომელებშიც ისწავლება როგორც საბაკალავრო კურსები (ძირითადი სპეციალობებითა და მეორადი სპეციალობებით) ისე სამაგისტრო და სადოქტორო კურსები:
​
  • ხელოვნებისა და მეცნიერებების კოლეჯი - აერთიანებს ისეთ სპეციალობებს, როგორიცაა არქეოლოგია, ბილოგია, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა და ასტრონომია, ისტორია, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები და ა.შ.
  • ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯი აერთიანებს სპეციალობებს ხელოვნების, ცეკვის, მუსიკისა და თეატრის დარგებში
  • ჯოზეფ ემ ბრაიანის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა: ფინანსები და ფინანსური აღრიცხვა, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA), მარკეტინგი, მეწარმებოა და ა.შ.
  • განათლების სკოლა - მასწავლებელთა განათლება, საგანამანათლებლო კვლევები და მეთოდოლოგია, საგანმანათლებლო განვითარება და ა.შ.
  • ჯანდაცვის სკოლა - ინტეგრირებული პროფესიული სწავლება, კვება, მშვიდობისა და კონფლიქტების შესწავლა და სხვა
  • ნანომეცნიერებებისა და ნანოინჟინერიის სკოლა - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ნანომეცნიერებაში.
  • საექთნო სკოლა - ექთნების მომზადების სხვადასხვა პროგრამა ბაკალავრიატიდან დოქტურანტურამდე.
  • ინტერდისციპლინარული კოლეჯი - ინფორმატიკა და ანალიზი, ჯანდაცვის მენეჯმენტი, გამოყენებითი მეცნიერებები.

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://www.uncg.edu/



Picture
Picture

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG