ქეთი ბაცანკალაშვილი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა, არის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი. ქეთი მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მეცნიერების განვითარების ფონდთან არსებულ ბავშვთა დახმარების ცენტრში თანასწორი განათლების პროგრამების კოორდინატორად, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას გურამ რამიშვილის საავტორო სკოლაში. ქეთი სწავლობდა და მუშაობდა შვეიცარიის საერთაშორისო სკოლა-პანსიონში Ecole d’Humanite, აქვს ახალგაზრდების ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამებზე მუშაობის დიდი გამოცდილება.