ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ დენვერის უნივერსიტეტში (University of Denver), საფოლკის უნივერსიტეტსა(Suffolk University) და მასაჩუსეთსის უნივერსიტეტში (University of Massachusets) ჩაირიცხა ალექსანდრე ჩხაიძე.
მან წარმატებით გაიარა College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. University of Denver მდებარეობს აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში. Suffolk University მდებარეობს აშშ-ში, მასაჩუსეთსის შტატის ქალაქ ბოსტონში. University of Massachusets ასევე მდებარეობს აშშ-ში მასაჩუსეთსის შტატში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ უნივერსიტეტების ვებ-გვერდებს: www.du.edu www.suffolk.edu www.massachusetts.edu ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF მოხარულია, გაცნობოთ, რომ ბაზელის დიზაინის სკოლაში (The Basel School of Design) ჩაირიცხა ანი გველესიანი. სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ილინოისის უნივერსიტეტისა (UIC – University of Illinois, Chicago) და ვიზუალური კომუნიკაციების ინსტიტუტის (FHNW/HGK Visual Communication Institute) თანამშრომლობით.
ანიმ წარმატებით გაიარა TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: thebaselschoolofdesign.ch/mfa ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ თაკო გოლეჯაშვილი ჩაირიცხა ერასმუსის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში (Erasmus School of Law). უნივერსიტეტი მდებარეობს როტერდამში, ჰოლანდიაში.
თაკომ წარმატებით გაიარა TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.esl.eur.nl ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF-ისა და კერძო სკოლა “ლოგოსის” თანამშრომლობის შედეგად, 8 სკოლის მოსწავლე გაემგზავრა ამერიკაში St. Anne’s-Belfield School-ის, იგივე STAB-ის საზაფხულო კურსზე. ესენი არიან: ნინი ხვედელიანი, თათა თავდიშვილი, სარა ცარციძე, კახა ცინცაბაძე, ნიკოლოზ შენგელია, გუჯა ნოზაძე, ავთო პატარიძე, ლუკა მოდებაძე.
ნინი ხვედელიანი სატელევიზიო პროექტ “სპიკერის” გამარჯვებული გახლავთ და აღნიშნული კურსი მას სრულად უფინანსდება. საზაფხულო კურსი მოიცავს გაძლიერებული ინგლისურისა და მათემატიკის გაკვეთილებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა SAT-ისათვის მომზადებას. აკადემიური საგნების გარდა, ისინი მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. შეგიძლიათ, თვალი გადაავლოთ STAB-ის საზაფხულო პროგრამის ბროშურას. STAB მდიდარი ტრადიციების მქონე სკოლაა, რომელიც მდებარეობს ვირჯინიის უნივერსიტეტის მახლობლად. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ სკოლის ვებგვერდს: www.stab.org ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ანი შეყილაძე ჩაირიცხა 5 უნივერსიტეტში: ამერიკულ უნივერსიტეტში პარიზში (American University in Paris), ამერიკულ უნივერსიტეტში რომში (American University in Rome), იაკობსში (Jacobs University), სეინტ ლუისის უნივერსიტეტსა (Saint Louis University) და ერასმუსში (Erasmus University Rotterdam).
მან წარმატებით გაიარა TOEFL-ისა და SAT-ის მოსამზადებელი კურსები და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდებს: www.aup.edu www.aur.edu www.jacobs-university.de www.slu.edu www.eur.nl/english ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ თინა ომიაძე ჩაირიცხა 3 უნივერსიტეტში: ბრენდაისში (Brandeis University), კალამაზუსა (Kalamazoo College) და ვაშინგტონ ენდ ლიში (Washington and Lee University).
მან წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდებს: www.brandeis.edu www.kzoo.edu www.wlu.edu ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ მარიამ ლობჟანიძე ჩაირიცხა 3 უნივერსიტეტში: საფოლკში (Suffolk University), ქინგს კოლეჯში (The King’s College) და სეინტ ლუისის უნივერსიტეტში (Saint Louis University).
მან წარმატებით გაიარა TOEFL-ისა და SAT-ის მოსამზადებელი კურსები და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდებს: www.suffolk.edu www.tkc.edu www.slu.edu ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ფრანკლინ ენდ მარშალში (Franklin & Marshall College) სრული დაფინანსებით ჩაირიცხა ილია კევლიშვილი.
მან წარმატებით გაიარა College Counseling-ის პროგრამა, რაც მოიცავდა უნივერსიტეტებთან დაკავშირებას, მათი სააპლიკაციო ფორმების შევსება-გადაგზავნასა და თემებზე მუშაობას 3 თვის განმავლობაში. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. ფრანკლინ ენდ მარშალი არის 4 წლიანი liberal arts-ის პრინციპებზე დაფუძნებული უნივერსიტეტი პენსილვანიაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.fandm.edu ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ იაკობსის უნივერსიტეტში (Jacobs University) 90% დაფინანსებით ჩაირიცხა გიორგი ლიკლიკაძე.
მან წარმატებით გაიარა TOEFL-ისა, SAT-ისა და SAT Subject Test-ების მოსამზადებელი კურსები და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. იაკობსის უნივერსიტეტი არის ინგლისურენოვანი კერძო უნივერსიტეტი გერმანიაში, კერძოდ – ბრემენში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.jacobs-university.de ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში (HULT International Business School) 30% დაფინანსებით ჩაირიცხა გიორგი გველესიანი.
მან წარმატებით გაიარა TOEFL-ისა და SAT-ის მოსამზადებელი კურსები და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. ჰალტის ბიზნეს სკოლას აქვს ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში: ბოსტონში, სან ფრანცისკოში, ლონდონში, დუბაისა და შანხაიში. უნივერსიტეტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.hult.edu |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|