ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ამერიკულ უნივერსიტეტში ბულგარეთში (American University in Bulgaria) 95% დაფინანსებით ჩაირიცხა სალომე მინდიაშვილი.
მან წარმატებით გაიარა TOEFL-ისა და SAT-ის მოსამზადებელი კურსები და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.aubg.bg ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ მანჩო ჯანაშია ჩაირიცხა 2 უნივერსიტეტში: ამერიკულ უნივერსიტეტში რომში (American University of Rome) და სეინტ ლუისის უნივერსიტეტში (Saint Louis University).
მან წარმატებით გაიარა TOEFL-ისა და SAT-ის მოსამზადებელი კურსები და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდებს: www.aur.edu www.slu.edu ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF მოხარულია, გაცნობოთ, რომ ემაითიში (MIT – Massachusetts Institute of Technology) სრული დაფინანსებით ჩაირიცხა ცოტნე ტაბიძე.
მან წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. MIT შედის საუკეთესო უნივერსიტეტების სამეულში და ერთერთი პირველია ტექნოლოგიურ დარგებში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: web.mit.edu ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ვებსტერში (Webster University) ჩაირიცხა ირინკა მირიანაშვილი.
მან წარმატებით გაიარა TOEFL-ისა და SAT-ის მოსამზადებელი კურსები და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. ვებსტერი არის ამერიკული უნივერსიტეტი ავსტრიაში, კერძოდ – ვენაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.webster.ac.at ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ უესთ ვირჯინიის უნივერსიტეტში (west virginia university) სრული დაფინანსებით ჩაირიცხა ირინკა თოიძე.
მან წარმატებით გაიარა TOEFL-ისა და SAT-ის მოსამზადებელი კურსები და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.wvu.edu 2011 წლის სატელევიზიო სეზონში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს ახალი შოუ შესთავაზა: BBC-ის სატელევიზიო პროექტი “სპიკერი”. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF ამ პროექტის მთავარი სპონსორია და გამარჯვებულს ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 კვირით საზაფხულო სკოლაში გაუშვებს სასწავლებლად.
პროექტ “სპიკერის” ფარგლებში ქართველ თინეიჯერებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ ორატორული შესაძლებლობები და საჯაროდ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. მათ შორის საუკეთესო კი, საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი გახდა. პროექტის ფინალში 3 მონაწილე გავიდა: რეზი გენგაშვილი, გიორგი ჭილაია და ნინი ხვედელიანი. ფინალისტებმა სიტყვა ბავშვთა უფლებების შესახებ მოამზადეს. რეზიმ ისაუბრა ბავშვის უფლებაზე მიიღოს განათლება, გიორგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებებს შეეხო, ხოლო ნინიმ ილაპარაკა ბავშვის უფლებაზე ყავდეს ოჯახი. გამარჯვებული 25 დეკემბერს გამოვლინდა. საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი ნინი ხვედელიანი გახდა. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს მას ამ გამარჯვებას. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ სიახლეს: 2011 წლის 15 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრის ჩათვლით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ TOEFL-ის, IELTS-ისა და SAT-ის კურსებზე და მიიღოთ 15%-იანი ფასდაკლება.
ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდებისათვის მზადების დროულად დაწყება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ ფასდაკლებას სრულ კურსზე. იმისათვის, რომ მსურველმა მიიღოს ფასდაკლება, საკმარისია, ეწვიოს ცენტრს, დაწეროს დიაგნოსტიკური ტესტი და დარეგისტრირდეს. შესაბამისი ჯგუფის შედგენისას, დაიწყება მეცადინეობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 2377008 ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF შენი გზა უმაღლესი განათლებისაკენ! ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ პრეზენტაციებს საზღვარგარეთ სწავლის, SAT-ის, TOEFL-ის, IELTS-ის, GMAT-ისა და GRE-ის ტესტირებების შესახებ.
ყოველი პრეზენტაციის შემდეგ თქვენ საშუალება გექნებათ უფასოდ დაწეროთ სასურველი ტესტი, რათა გაეცნოთ მის სპეციფიკას, დაადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემდგომ გაიაროთ კონსულტაცია პედაგოგებთან. დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 377 008 და დარეგისტრირდით, შეგვატყობინეთ, რომელ სესიაზე გსურთ დასწრება, რათა მოგაწოდოთ შესაბამისი ტესტი. ადგილები შეზღუდულია. სესიების განრიგი: § 24 ოქტომბერი, 18:30 – TOEFL/IELTS § 27 ოქტომბერი, 18:30 – SAT § 29 ოქტომბერი, 13:00 – GMAT/GRE მისამართი: ჩერქეზიშვილის ქ. 4 |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|