1. მოიძიეთ დაფინანსებები უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. მოიძიეთ ზოგადი ინფორმაცია ნებისმიერი დაფინანსების შესახებ, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო. მაგალითად, თუ თქვენ სასწავლებლად მიდიხართ გერმანიაში, ნახავდით რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაა გამოცხადებული. ასევე შესაძლებელია ცალკე ოლქი ან ქალაქი სთავაზობდეს სტიპენდიებს უცხოელ სტუდენტებს. ადგილობრივი კომპანიები, ორგანიზაციები, კორპორაციები ხშირად აცხადებენ დაფინანსების პროგრამებს, რომლებიც სამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით კონკრეტულ სფეროებს აფინანსებენ. სახელმწიფო გრანტების შემთხვევაში, აპლიკაციის შევსებისას ყურადღებით წაიკითხეთ მოთხოვნები. ზოგი მათგანი მხოლოდ თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასცემს დაფინანსებას. თუმცა არსებობს ისეთებიც, სადაც ეს შეზღუდვა არ არსებობს.
შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი განაცხადი დაფინანსებაზე, ეს თქვენს შანსებს ბევრად ზრდის. როგორც წესი, სააპლიკაციო გადასახადი ან საერთოდ არ არის ან ძალიან დაბალია, ასე რომ გირჩევთ დაფინანსების მოპოვების ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. უნივერსიტეტების ხარისხი თანდათან იზრდება, ამიტომ ბევრი მაღალი დონის უნივერსიტეტი არსებობს ამჟამად, რაც უფრო რთულს ხდის მათ შორის არჩევნის გაკეთებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის საფასური, რაც ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებს შორის მკვეთრად განსხვავდება (ევროპაში დაახლოებით 15 000 $ ხოლო ამერიკაში საშუალოდ 60 000 $), მიუხედავად ამისა, ევროპის უნივერსიტეტების განათლების ხარისხი კონკურენტუნციას უწევს ამერიკის უნივერსიტეტებს. გიორგი ჩავლეიშვილი გვაცნობს ასევე Applied Science უნივერსიტეტებს, რომელთა ფასიც სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა. საზღვარგარეთ სწავლა თუ გსურთ, შესაძლოა მოგთხოვონ SAT ტესტის ჩაბარება. რა არის SAT და რა შემთხვევაში ბარდება გამოცდა, გაეცანით სტატიაში.SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.
GPA არის აბრივიატურა, რომელიც იშიფრება - Grade Point Average და წარმოადგენს თქვენი ნიშნების საშუალო მაჩვენებელს. 🔴 რისთვის არის საჭირო GPA?
GPA ესაჭიროებათ მათ, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა აქვთ გადაწყვეტილი, როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურაზე. მათ, ვისაც ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელება სურთ - ესაჭიროებათ სკოლის GPA, ანუ სკოლის ნიშნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო მაგისტრატურაზე - ბაკალავრიატის GPA - ანუ ბაკალავრიატის ნიშნების საშუალო მაჩვენებელს. |
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი |