პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია გარემო და საზოგადოება სადაც მოგიწევს მუშაობა, სადაც მუდმივად განვითარებასა და ინოვაციებზე იქნები ორიენტირებული და შენი დროის უმეტეს ნაწილს გაატარებ. რა არის ის საქმე, რისი კეთებაც გესიამოვნება და ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც საინტერესო იქნება შენთვის? გიფიქრია სად და რომელ კომპანიაში გსურს სამომავლოდ დასაქმება? იქნებ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებ? მაშინ დაგჭირდება იცოდე როგორ მართო, როგორ გააპიარო და როგორ გაყიდო შექმნილი პროდუქტი თუ მომსახურება. ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მიმართულებები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, მეწარმეობა იგივე ენტერპრენერობა, მოგცემს ისეთ ცოდნას და უნარებს, რაც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოგადგება. სწორედ ეს განაპირობებს, რომ ბიზნესის კურსდამთავრებულებს ბევრ სხვადასხვა სექტორში შეუძლიათ დასაქმება. ეს არის პროფესია, რომელიც მრავალფეროვან არჩევანს მოგცემს ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად. წარმატებულ მწვერვალზე ასასვლელად საჭიროა შესაბამისი განათლების მიღება და უნივერსიტეტის სწორად შერჩევა. სწავლის პერიოდში უნივერსიტეტები გეხმარებიან სტაჟირება გაიარო ისეთ კომპანიებში, სადაც რეალურ გარემოში შეისწავლი ბიზნესის თავისებურებებს და იმუშავებ რეალურ ქეისებზე. ისწავლი ბაზრის დინამიკას, მომხმარებელთა ქცევას, ეკონომიკურ ტენდენციებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურებს, რაც საშუალებას მოგცემს მიიღო სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებები და ეფექტურად იმოქმედო საქმიან გარემოში. ეს სასწავლო მიდგომა მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოგცემს შენი სამომავლო კარიერისკენ, დასაქმდე მსოფლიოს ლიდერ კომპანიებში, ან შექმნა საკუთარი ბიზნესი. თუმცა, როგორ შეარჩიო ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც კარიერის გზაზე შენს რეზიუმეში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მოგცემს უახლეს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას? ამ პროცესის გასამარტივებლად, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბიზნესის უნივერსიტეტები ახლა საქართველოში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს თავიან სასწავლო პროგრამებსა და დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრონ.
6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. შენ გექნება შანსი, რომ პირადად შეხვდე მათ და მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/ მანამდე კი გაიცანი ის უნივერსიტეტები, სადაც ბიზნესის მიმართულებით შეგიძლია ისწავლო და ვისთან შეხვედრასაც შეძლებ გამოფენაზე, შეარჩიე შენთვის საუკეთესო:
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: 6 აპრილი, 12:00 - 17:00 სთ თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/ გისურვებთ წარმატებებს!
Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი |