თუ პროფესიის შერჩევის დროს, ჩვენი ცხოვრების სტილს გავითვალისწინებთ, მომავალი საქმიანობა სასიამოვნო და საინტერესო იქნება. თუ მოგწონს მოგზაურობა, გხიბლავს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, წვეულებებისა და დიდი ღონისძიებების ორგანიზება, Luxury ბრენდებთან ურთიერთობა და გინდა ეს ყველაფერი შენი ცხოვრების სტილი იყოს, Hospitality იგივე სტუმარმასპინძლობის მიმართულება სწორედ ის ინდუსტრიაა, რომელსაც შენი სამომავლო კარიერა უნდა დაუკავშირო. ამ სფეროში განათლების მიღება დაგეხმარება შენთვის საინტერესო მომავლისკენ მიმავალ გზაზე. რას მოიცავს ეს სფერო, სად შეძლებ დასაქმებას და რა უპირატესობა აქვს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლას? Hospitality განსაკუთრებით მზარდი ინდუსტრიაა, გამოირჩევა მრავალფეროვანი მიმართულებებით და სხვადასხვა სამუშაო შესაძლებლობას გთავაზობს, სადაც სულ მოთხოვნადია კვალიფიციური კადრები, არა მარტო მსოფლიო მასშტაბით, არამედ საქართველოშიც. მით უმეტეს, რომ სწავლის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ პრაქტიკები და სტაჟირებები მსოფლიოს ლიდერ კომპანიებში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. აქ დიდი შანსია იპოვო შენთვის საინტერესო მიმართულება, რაც პროფესიასთან ერთად საყვარელ საქმიანობადაც იქცევა. Hospitality მოიცავს ინდუსტრიების ფართო სპექტრს, მათ შორის სასტუმროებს, რესტორნებს, ღონისძიებების მენეჯმენტს, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მომსახურებას. ეს მრავალფეროვნება მოგცემს საშუალებას ჯერ კიდევ სწავლის პროცესში დაეუფლო სხვადასხვა საქმიანობას და იპოვო შენს ინტერესებზე მორგებული მიმართულება. პრაქტიკები და ანაზღაურებადი სტაჟირებები უზრუნველყოფს შენს მომზადებას სამუშაო ბაზრისთვის. კურსდამთავრებულებს უადვილდებათ საზღვარგარეთ დასაქმება, რადგან უნივერსიტეტებს მსოფლიო მასშტაბით ჰყავთ ინდუსტრიის ლიდერი საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები. ასე, რომ შანსი გაქვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვდე და იმუშაო მრავალფეროვან გარემოსა და განსხვავებულ კულტურებში. სასწავლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ სტუდენტებს საშუალებას აძლევს პრაქტიკულ, მენეჯერულ და სამეწარმეო უნარებს დაეუფლონ. უნივერსიტეტების სწავლების სისტემა დაფუძნებულია ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების განხილვაზე, რაც მოიცავს საქმიან ექსკურსიებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებში, მოწვეული ექსპერტების ლექციებს, პროფესიულ სტაჟირებებს და ბიზნეს პროექტებზე მუშაობას, სადაც სტუდენტს აქვს შანსი იმუშაოს რეალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებზე. 6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ. გამოიყენე ეს შანსი, რომ პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/ მანამდე გაეცანი უნივერსიტეტებს, სადაც შეგიძლია Hospitality მიმართულებით მიიღო განათლება, და დაგეგმე მათთან პირისპირ შეხვედრა:
სწავლების სისტემა დაფუძნებულია ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების განხილვაზე, მოიცავს საქმიან ექსკურსიებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებში, მოწვეული ექსპერტების ლექციებს, პროფესიულ სტაჟირებებს და ბიზნეს პროექტებზე მუშაობას.
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი:
6 აპრილი, 12:00 - 17:00 სთ თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/ გისურვებთ წარმატებებს!
Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი |