საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამისა და უნივერსიტეტის შერჩევისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიო ლოკაცია. რომელ ქვეყანაში ისწავლი, რა გარემოში იცხოვრებ და სად დასაქმდები დამოკიდებულია შენს ინდივიდუალურ მიზნებსა და გარემოებებზე. საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი სწავლის გასაგრძელებლად და სამომავლო კარიერის შესაქმნელად ამერიკას განიხილავს. რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ამერიკა მაინც უკონკურენტო პოზიციაზე? ამერიკული რეპუტაციააშშ არის მრავალი პრესტიჟული უნივერსიტეტის სახლი, რომლებიც ცნობილია მაღალი აკადემიური სტანდარტებით და დასაქმების მნიშვნელოვანი შესაძლებლობებით.რეპუტაციის მქონე ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად დაფასებული საერთაშორისო დონეზე და არაერთი წარმატების კარი გააღოს უკეთესი სამუშაო შესაძლებლობებისა და კარიერული წინსვლისთვის. აშშ-ში ცხოვრება და სწავლა სტუდენტებს აძლევს შანსს ჩაეფლონ ამერიკულ კულტურაში, გაითავისონ ამ ქვეყნის განსხვავებული ცხოვრების სტილი, რისი დათმობაც ხშირად ძალიან უჭირთ. ხშირად აპლიკანტები და მშობლები რეიტინგებსაც აქცევენ ყურადღებას. QS World University Rankings მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შემფასებელი ვებგვერდია, რომელიც შეისწავლის და აფასებს უნივერსიტეტებს. 6 აპრილს მათი წარმომადგენლები ჩამოდიან თბილისში, რათა აღმოაჩინონ ქართველი აპლიკანტები მათი უნივერსიტეტებისთვის. The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. სადაც გექნებათ შანსი, რომ პირადად შეხვდე ამერიკულ უნივერსიტეტებს და მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/ ამერიკული სტაჟირება ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლისას სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკული სტაჟირების კურსები გაიარონ მსოფლიოს წამყვან ამერიკულ კომპანიებში, რომელთა უმეტესობაც სწორედ ამერიკაში აქვთ სათავო ოფისები და ლაბორატორიები: Google, Microsoft, Amazon, Apple, Facebook, Tesla, IBM, Johnson & Johnson და სხვა ძალიან ბევრი გლობალური კომპანია.ამერიკულ უნივერსიტეტებს აქვთ მჭიდრო კავშირები ინდუსტრიებთან და დამსაქმებლებთან. უნივერსიტეტების კარიერული ცენტრები ამზადებენ სტუდენტებს ასეთ გლობალურ კომპანიებთან შესახვედრად, და ეხმარებიან მათ სტაჟირებებსა და დასაქმებაში. დაფინანსების ყველაზე დიდი შესაძლებლობები მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში სწავლა მაღალ ბიუჯეტს მოითხოვს, ბევრი უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს, გრანტებს და ფინანსურ დახმარებას აკადემიური დამსახურების, ნიჭის ან ფინანსური საჭიროების საფუძველზე. როგორ შერაჩიო შენზე მორგებული პროგრამა აშშ-ში? მიუხედავად ყველაფრისა, არის თუ არა აშშ საუკეთესო ვარიანტი სტუდენტებისთვის, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.ასეთი დიდი არჩევანიდან როგორ შეარჩიო შენს ინტერესებსა და ბიუჯეტზე მორგებული უნივერსიტეტი? გამოფენაზე განათლების ცენტრ LEAF-ის განათლების კონსულტანტები დაგხვდებიან, რომლებიც დაგეხმარებიან პროგრამის შერჩევასა და უნივერსიტეტში ჩაბარებაში. ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: 6 აპრილი, 12:00 - 17:00 სთ თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/ გაიცანი ამერიკული უნივერსიტეტები, რომელთაც გამოფენაზე შეხვდები:
Drexel ცნობილია თავისი კოოპერატიული (Co-op) განათლების პროგრამით, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება თავიანთ სასწავლო სფეროში. ეს პროგრამა აერთიანებს საკლასო სწავლებას პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებასთან, რაც პირდაპირ კავშირშია სტუდენტების კვალიფიციურ და მოთხოვნად კადრებად ჩამოყალიბებაში სამუშაო ბაზრისთვის. Drexel კლასიფიცირებულია, როგორც R1 სადოქტორო უნივერსიტეტი მაღალი კვლევითი აქტივობით. უნივერსიტეტი ატარებს მნიშვნელოვან კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინჟინერიაში, მედიცინაში, კომპიუტერული მეცნიერებებში და სხვა. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს სასწავლო სტიპენდიის მიღების შანსს 3.0 GPA-ს ზემოთ. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელს წარმოადგენენ ბიზნეს ლიდერები, მეცნიერები, ინჟინრები, მხატვრები და მეწარმეები. ცნობილი კურსდამთავრებულები არიან H. R. McMaster (ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი), კრის ფერგიუსონი (NASA ასტრონავტი) და ჩაკ ბარისი ("გონგის შოუს" შემქმნელი).
ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობის გათვალისწინებით, ამერიკულ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი როლი აქვს პოლიტიკურ დისკურსსა და ჩართულობაში. ხშირად მასპინძლობს პოლიტიკასთან და მმართველობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, სპიკერებსა და ფორუმებს. AU-ს სტუდენტებს აქვთ წვდომა სტაჟირების ფართო შესაძლებლობებზე მთავრობაში, არაკომერციულ ორგანიზაციებში, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორის ფირმებში, რომლებიც მდებარეობს ვაშინგტონში. ამერიკული უნივერსიტეტი გამოირჩევა თავისი ერთგულებით გლობალური განათლების, საჯარო სამსახურისა და სამოქალაქო ჩართულობისადმი, მისი მდებარეობით ვაშინგტონის ცენტრში სტუდენტებს სთავაზობს პოლიტიკასა და საერთაშორისო აქტივობებში ჩართვის შეუდარებელ შესაძლებლობებს.
უნივერსიტეტში პრაქტიკული გამოცდილების მიღება სტუდენტებს ამზადებს წარმატებული კარიერისთვის, ამიტომ აქ გთავაზობენ სტაჟირების შესაძლებლობებს, კოოპერატიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და კარიერის განვითარების სერვისებს, რათა სტუდენტებს ხელი შეუწყონ რეალურ სამყაროში გამოცდილების მიღებაში. უნივერსიტეტის კამპუსი, რეკრეაციული სივრცეები, სალექციო, საცხოვრებელი თუ სპორტული დარბაზები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. Seton Hall სპორტული გუნდები მონაწილეობენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის კალათბურთი, ფეხბურთი, ბეისბოლი და ფრენბურთი.
კლასიფიცირებულია, როგორც R1 სადოქტორო უნივერსიტეტი ძალიან მაღალი კვლევითი აქტივობით. უნივერსიტეტი ატარებს მნიშვნელოვან კვლევებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მედიცინაში, ინჟინერიაში, სოციალურ მეცნიერებებში და ხელოვნებაში. უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრება განსაკუთრებით მრავალფეროვანია, აქ ყველანაირი ინტერესის მქონე სტუდენტისთვისაა შესაბამისი აქტივობები, რაშიც ხელშემწყობი ფაქტორია ის თანამედროვე გარემო და რესურსები, რაც უნივერსიტეტის ტერიტორიაზეა.
მთავარი კამპუსი მდებარეობს ნიუ ჯერსიში, გადაჰყურებს მდინარე ჰადსონსა და მანჰეტენის ჰორიზონტს. ეს ადგილმდებარეობა სტუდენტებს აძლევს წვდომას ნიუ-იორკში სხვადასხვა კულტურულ აქტივობებსა თუ კარიერულ შესაძლებლობებზე. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მრავალფეროვან კამპუსურ ცხოვრებას სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციებით, კლუბებითა და აქტივობებით.
KGI-ს აქვს ძლიერი პარტნიორობა ინდუსტრიის ლიდერებთან, ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან, ჯანდაცვის ორგანიზაციებთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან. ეს პარტნიორობა სტუდენტებს აძლევს სტაჟირების, კვლევითი თანამშრომლობისა და პროფესიული ქსელის განვითარების შესაძლებლობებს. KGI ხელს უწყობს სამეწარმეო აზროვნებას და ინოვაციებს. სთავაზობს პროგრამებსა და რესურსებს სტუდენტების მხარდასაჭერად სტარტაპების წამოწყებაში, ტექნოლოგიების კომერციალიზაციაში და ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანაში. უნივერსიტეტი აღიარებულია თავისი ინოვაციური მიდგომით, მძლავრი ინდუსტრიული კავშირებითა და სტუდენტების წარმატებული კარიერისთვის მომზადებაში სწრაფად განვითარებად ბიოტექნოლოგიურ და ჯანდაცვის ინდუსტრიებში.
სტუდენტებს აქვთ წვდომა სტაჟირებებზე, კვლევით პროექტებსა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებზე მათი აკადემიური და პროფესიული განვითარების გასაუმჯობესებლად. სტუდენტებს უნივერსიტეტში დასაქმების შესაძლებლობაც კი აქვთ. Ashland -ის კურსდამთავრებულებმა მათი კარიერის გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთ სფეროებში.
გისურვებთ წარმატებებს!
Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი |