ალბათ ერთხელ მაინც ყველას გვიფიქრია საზღვარგარეთ განათლების მიღებაზე, თუმცა გარშემო უამრავი ფაქტორია, რის გამოც შეიძლება გვერდით გადავდოთ ჩვენი ოცნებებები და მიზნები. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მიზეზი ბიუჯეტია. დღემდე ბევრს მსჯელობენ მითია თუ რეალობა, რომ საზღვარგარეთ სწავლა ერთეულების ხვედრია და ძალიან დიდ ფინანსებს უკავშირდება. რეალურად, კი საზღვარგარეთ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიღება ასეთი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა, დღეს არაერთი შესაძლებლობა არსებობს, რომ ძალიან მცირე ბიუჯეტითაც კი ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ. ევროპაში ბევრი ისეთი უნივერსიტეტია, რომლებიც ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისა თუ ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერით ძალიან ბიუჯეტურად გთავაზობენ სასწავლო პროგრამებს და ანაზღაურებად სტაჟირებებს პარტნიორ კომპანიებში. სწავლის ფასის ბიუჯეტურობის მიუხედავად, ევროპული უნივერსიტეტები ინარჩუნებენ მაღალ აკადემიურ სტანდარტებს და ხარისხიან განათლებას. მთავრობის დაფინანსება საშუალებას აძლევს მათ ინვესტიციები განახორციელონ ინფრასტრუქტურაში, კვლევით დაწესებულებებსა და სხვა ისეთ რესურსებში, რომლებიც აუცილებელია სტუდენტებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისა და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებისთვის. ამ შესაძლებლობით განათლება ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის მათი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ევროპის უნივერსიტეტები გთავაზობენ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კამპუსებს, მრავალფეროვან პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით და სტაჟირებებს მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. უნივერსიტეტებს აქვთ თანამშრომლობა სხვადასხვა ინდუსტრიებთან და ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სტაჟირებები გაიარონ პარტნიორ კომპანიებში შემდგომი დასაქმების პერსპექტივებით. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია თეორიისა და პრაქტიკული ცოდნის შერწყმით გაზარდოს კვალიფიციური კადრები საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებისთვის. სწორედ ეს უნივერსიტეტები ახლა თბილისში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდების რეალური გზები დაანახონ მათი ოცნებების ასასრულებლად.
6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, სადაც მთელი მსოფლიოდან იქნებიან უნივერსიტეტები. თუ კიდევ ფიქრობ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე, გამოიყენე ეს შესაძლებლობა, რომ ერთ სივრცეში შეხვდე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია ფასების, პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/ The Biltmore Tbilisi Hotel-ში 12 საათიდან წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ბიუჯეტური უნივერსიტეტები მრავალფეროვანი პროგრამებით:
განსაკუთრებით ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი მაღალი ხარისხის განათლების მიღება. ვილნიუსის უნივერსიტეტი გთავაზობთ აკადემიური პროგრამების ფართო სპექტრს სხვადასხვა დარგში. უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებთან. საუკუნეების განმავლობაში ვილნიუსის უნივერსიტეტმა გამოუშვა მრავალი ცნობილი კურსდამთავრებული, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები, მეცნიერები, პოლიტიკური ლიდერები და კულტურის მოღვაწეები.
გამოფენაზე განათლების ცენტრ LEAF-ის განათლების კონსულტანტები დაგხვდებიან, რომლებიც შენს მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში ჩაბარებაში დაგეხმარებიან და სრულ სააპლიკაციო პროცესს შენთან ერთად გაივლიან. ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: 6 აპრილი, 12:00 - 17:00 სთ თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/
Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი |