Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

ინგლისური სასაუბრო და აკადემიური წერის კურსი

17/2/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ საზაფხულო კურსს უცხოელ პედაგოგთან ინგლისურ ენაში, რომელიც მიეძღვნება სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარებასა და აკადემიურ წერას.
პროგრამაზე მიღება ხდება დიაგნოსტიკური ტესტის საფუძველზე.

კურსი მიზნად ისახავს სხვადასხვა სიტუაციასა და საზოგადოებაში კომუნიკაციისათვის აუცილებელი მოსმენისა და საუბრის უნარების განვითარებას. ლექსიკის გამდიდრებასა და გამოთქმის გაუმჯობესებას.
აკადემიური წერის ნაწილი მოიცავს:
§  მართლწერა
§  ესსეს წერა
§  სამოტივაციო წერილის წერა
§  საქმიანი მიმოწერის წარმოება
§  კვლევის, ნაშრომის წერა
§  შეთავაზების წერა
კურსს გაუძღვებიან:
§  პოლ მაკ მაჰონი – ირლანდია
§  გები მაკფოლ-გერიერ – აშშ
კურსის ხანგრძლივობა – 16 გაკვეთილი
თითოეული გაკვეთილი გრძელდება 90 წუთი
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 4 საათის შემდეგ.
სრული კურსის ღირებულება – 250 ლარი
ცენტრში მიღების საათებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11-დან 4 საათამდე და შაბათს 11-დან 2 საათამდე.


ვიზიტი დებრეცენის უნივერსიტეტში

17/2/2017

 
დებრეცენის უნივერსიტეტის (University of Debrecen) მოწვევით ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში, სადაც შედგა უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამების პრეზენტაციები და დაიდო ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
LEAF არის დებრეცენის უნივერსიტეტის პარტნიორი და აწარმოებს მათ სასწავლო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო პროცედურების ადმინისტრირებას. საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ.

კურსი ადამიანური რესურსების მართვაში

17/2/2017

 
კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას და წვლილი შეიტანოს მათ პიროვნულ განვითარებაში. სწორედ ამიტომ,  გადავწყიტეთ, ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო მეტი არჩევანი შეგვეთავაზებინა და ცენტრში დაგვენერგა სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
წელს პირველად ,,ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი’’ გთავაზობთ ინოვაციურ, სასერთიფიკატო პროგრამას ადამიანური  რესურსების მართვაში.
აქტუალურობა
ბიზნესის ტრანსფორმაციის პირობებში,  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების ხარისხს და მართვის ეფექტურობას. რაც არ უნდა მომგებიანი, საინტერესო იდეა, რაც არ უნდა მაღალხარისიხანი მანქანა-დანადგარები, რაც არ უნდა დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნნდეს ორგანიზაციას, მაღალპროფესიონალი, მოტივირებული თანამშრომლების გარეშე ძალიან გაუჭირდება დასახული მიზნების განხორციელება. ძვირადღირებული, თანამედროვე ტექნიკა, თუ დიდძალი  ფინანასური შესაძლებლობები ნამდვილად დაბალეფექტიანი იქნება შესაბამის ადგილზე, შესაბამის დროს, შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ორგანიზაციისათვის უაღრესად აქტუალურია თანამშრომელთა მართვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას, დასაქმებულთა ოპტიმალური რაოდენობით და მინიმალური დანახარჯებით, მიაღწიოს დასახული მიზნებს. ეს მხოლოდ  ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებით და ხარისხიანი მართვით მიიღწევა.
პერსონალის შეფასების და მართვის სისტემები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, სოციალურ-კულტურული თავისებურებების გამო, ქართული ორგანიზაციების პერსონალისთვის ხშირად შეუსაბამო ან ნაკლებად ეფექტიანია. დასავლური კულტურის გავლენით, სადაც პერსონალის მართვის და შეფასების ინვენტარი მრავალფეროვანია, ქართულ პოპულაციასთან არაადაპტირებული და პირდაპირ კოპირებული მასალის გამოყენება – უკუეფექტს იძლევა და იწვევს სკეპტიციზმს კომპანიების ხელმძღვანელობაში. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ამცირებს და ხელს უშლის, პერსონალის მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალის წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.
მოცემული კურსი მიზნად ისახავს მიზანზე ორიენტირებულ, გამარტივებულ, მაგრამ ეტაპობრივად განვითარებადი მართვის სისტემების შექმნას და დანერგვას. დანერგვის პროცესში გასათვალისწინებელ გარემოებების განხილვას. საქართველოში უკვე დანერგილი და წარმატებით ამუშავებული, პრაქტიკული მაგალითების ანალიზის საფუძველზე იმ უნარების გავარჯიშებას, რაც ხელისშემშლელი ფაქტორების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კურსის გვერდს: HR მენეჯმენტი

საუკეთესო შეთავაზება – ორმაგი MBA თბილისში

17/2/2017

 
2016 წლის მარტის ბოლოს იწურება საბუთების მიღების ვადა საქართველოში არსებული სამაგისტრო პროგრამებს შორის ყველაზე გამორჩეულ და ხელსაყრელს – გრენობლის ბიზნესის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ორმაგი MBA-ს პროგრამას.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორმაგი MBA-ს ხარისხი კავკასიის ბიზნესის სკოლისა და გრენობლის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამით (Grenoble Graduate School of Business – GGSB).
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.
გრენობლის ბიზნესის სკოლა არის სამმაგი აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტი: AMBA, AACSB და EQUIS.
პროგრამის ძალზედ მოქნილი განრიგი საშუალებას აძლევს სტუდენტებს წარმატებით შეათავსონ საკუთარი სამსახური და სამაგისტრო განათლების მიღება.
GGSB საფრნაგეთში ბიზნეს სკოლების ხუთეულში შედის, ხოლო ევროპის მასშტაბით – ოცეულში.
GGSB ასევე შედის Financial Times-ის 2016 წლის საუკეთესო MBA პროგრამების ასეულში. ის ასევე იკავებს მე-17 ადგილს, როგორც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მომცემი უნივერსიტეტი.
სპეციალობების ჩამონათვალისა და ფასის სანახავად ეწვიეთ ბმულს: ორმაგი MBA თბილისში
​

სკოლა ჰამილტონი აცხადებს მიღებას

17/2/2017

 
ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა წამოიწყო ახალი პროექტი – სკოლა ჰამილტონი.
ჰამილტონი არის დაწყებითი სკოლა I-დან VI კლასის ჩათვლით და ასევე მოიცავს სკოლამდელი აღზრდის მრავალფუნქციურ პროგრამას.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა ჰამილტონის მისიაა აღზარდოს თანამედროვე ზოგადი განათლებისა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე, თავისუფალი პიროვნება, რომელიც აცნობიერებს ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ფასეულობებს.
პროგრამა მოიცავს:
პროგრამა მოიცავს:
  • გაძლიერებულ სწავლებას ყველა საგანში
  • გახანგრძლივებულ სასწავლო პროგრამას
  • შემეცნებით-გასართობ აქტივობებს
  • სპორტულ აქტივობებს
  • ცხოვრებისეული უნარების განმავითარებელ პრაქტიკულ სავარჯიშოებს
  • კვებას
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჰამილტონის ვებ-გვერდს: hamilton.edu.ge

ყოველწლიური MBA პროგრამების გამოფენა

17/2/2017

 
მსოფლიო ლიდერი „ერთი-ერთზე“ MBA ღონისძიებებისა 2015 წლის 17 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის. ახლა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლები თქვენთვის ხემისაწვდომია.
თარიღი: 17 ოქტომბერი, 2015
დრო: 9:30-დან 3:30-მდე
ადგილი: ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედნის 4
მეტროსადგური, თავისუფლების მოედანი.
 
თითოეულ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს შემდეგით:
  • ერთი-ერთზე* და მცირე ჯგუფური შეხვედრები MBA პროგრამების მიმღები კომისიების ხელმძღვანელებთან.
  • თემატური დისკუსიები ბიზნეს სკოლებისა და მათი კურსდამთავრებულების მონაწილეობით.
  • ინდივიდუალური საკონსულტაციო სესიები GMAT-ის ტესტირებისათვის მომზადებასთან დაკავშირებით.
  • სტიპენდიის მიღების შესაძლებლობები.
 
„ერთი-ერთზე“ MBA-ზე დარეგისტრირების შემდგომ თქვენი პროფილი თქვენი აკადემიური მოლოდინების მიხედვით დაჯგუფდება სხვადასხვა ბიზნეს სკოლასთან, რათა გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაციები მათ წარმომადგენლებთან.
 
*ინდივიდუალური ერთი-ერთზე შეხვედრები თქვენი MBA პროექტის განსახილველად.
 
რატომ MBA?
  • 10-დან  9 დამსაქმებელი აპირებს, რომ შეინარჩუნოს ან გაზარდოს MBA ხარისხის მქონეთა დასაქმება. (GMAC 2014 წლის გამოკითხვა)
  • აშშ-ში საწყისი ხელფასი MBA ხარისხის მფლობელთათვის 2015 წელს შეადგენს $100 000-ს. (Financial Times 2015)
  • დამსაქმებელთა ნახევარზე მეტი გაზრდის MBA ხარისხის მფლობელთა საწყის ხელფასს 2015 წელს. (GMAC 2014 გამოკითხვა)
 
დაწინაურდით MBA-ს მეშვეობით.
 
მონაწილე პრესტიჟული სასწავლებლები:
London Business School, INSEAD, IESE Business School , University of Chicago-Booth, HEC Paris, IE Business School, Georgetown University, Cambridge Judge Business School, University of Hong Kong , Copenhagen Business School, Esade Business School , Kellogg – WHU, Hult International Business School, Manchester Business School, SDA Bocconi, Rotterdam School of Management და სხვა!
 
ადგილები შეზღუდულია და ადრეული რეგისტრაცია რეკომენდირებულია. უფასო მოსაწვევის მისაღებად დღესვე დარეგისტრირდით შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.accessmba.com/tbilisi/index.html?ui=4XOE5X1441722680

ყოველწლიური სამაგისტრო პროგრამების გამოფენა

17/2/2017

 
Access Masters-ის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სამაგისტრო პროგრამებს თბილისში ბრუნდება.
Access Masters Tour მომავალ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამების მისაღები კომისიების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს. დარეგისტრირდით 17 ოქტომბრის ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში.
თარიღი: 17 ოქტომბერი, 2015
დრო: 12:30-დან 5:45-მდე
ადგილი: ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედნის 4
მეტროსადგური, თავისუფლების მოედანი.

 სამაგისტრო პროგრამას შუეძლია, ახალგაზრდა პროფესიონალებს მისცეს მრავალი გზა პირადი, აკადემიური და კარიერული განვითარებისათვის. პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელთა შეძენაც არის შესაძლებელი საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელში არის ძალიან ღირებული პოტენციური დამსაქმებლებისათვის. საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებამ კი შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სამაგისტრო პროგრამის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.
Access Masters-ის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა 
​
ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობით:
  • ერთად თავმოყრილი ბევრი წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბიზნეს სკოლა.
  • ინდივიდუალური შეხვედრები მიმღები კომისიების წარმომადგენლებთან.
  • საკონსულტაციო სესიები სამაგისტრო პროგრამების მრჩეველებთან, რათა განიხილოთ თქვენი სამაგისტრო პროექტი.
  • ღია საგამოფენო სესიები და ინტერაქტიული სამაგისტრო კონფერენციები.
  • სპეციალიზირებული სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საერთაშორისო ურთიერთობები, ბუღალტერია, საინჟინრო მეცნიერებები და სხვა.
  • სტიპენდიის მიღების შესაძლებლობები.
ადგილები შეზღუდულია და ადრეული რეგისტრაცია რეკომენდირებულია. უფასო მოსაწვევის მისაღებად დღესვე დარეგისტრირდით შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.accessmasterstour.com/tbilisi/index.html?ui=IPKUQW1441721947

​

ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში

17/2/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ 10 %-იან ფასდაკლებას ნებისმიერ კურსზე ერთიანი გადახდის შემთხვევაში.
კურსის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 თვისა.
ინგლისური ენის კურსის შემთხვევაში კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.

ლევან მარგელაშვილი Yale-ში

17/2/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლევან მარგველაშვილი სრული დაფინანსებით ჩაირიცხა იელის უნივერსიტეტში (Yale University).
ლევანმა წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. გარდა იელისა, ლევანი ასევე დაფინანსებით ჩაირიცხა ლაფაეტ კოლეჯში (Lafayette College), ბაქნელ უნივერსიტეტსა (Bucknell University) და ვილიამს კოლეჯში (Williams College). LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას.
უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ-გვერდებს:
Yale University
Bucknell University
Lafayette College
Williams College
​

ლაშა ბეჟაშვილის წარმატება

17/2/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლაშა ბეჟაშვილი 90%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა დევიდსონ კოლეჯში (davidson college).
ლაშამ წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას.
უნივერსიტეტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ-გვერდს:
Davidson College
<<Previous

    LEAF News

    სიახლეების გვერდი

    Archives

    May 2020
    December 2018
    November 2018
    July 2017
    June 2017
    May 2017
    April 2017
    March 2017
    February 2017

    Categories

    All
    Business School
    College Counseling
    IELTS
    Jacobs University
    Liberal Arts
    Manhattanville College
    MBA
    Oxford
    SAT
    SAT Subject
    Summer School
    TOEFL
    Yale University
    ამერიკულ ქართული განათლების ცენტრი
    ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი
    ბიზნესის სწავლა გერმანიაში
    ბიზნეს სკოლა
    ბიზნეს სკოლა
    გრანტი
    დაფინანსება
    დებრეცენის უნივერსიტეტი
    დებრეცენის უნივერსიტეტი
    ერთიანი ეროვნული გამოცდები
    ინგლისურად სწავლა გერმანიაში
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის საზაფხულო კურსები
    ინგლისური ენის საზაფხულო კურსები
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    კერძო სკოლა
    კოლუმბიის უნივერსიტეტი
    კონკურსი
    მაგისტრატურა
    მაგისტრატურა საზღვარგარეთ
    მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის
    საატესტატო გამოცდები
    საზაფხულო ბანაკი
    საზაფხულო ბანაკი
    საზაფხულო სკოლა
    საზაფხულო სკოლა
    საზაფხულო სკოლა ბრიტანეთში
    საზაფხულო სკოლა ინგლისში
    საზაფხულო სკოლა ოქსფორდში
    სასაუბრო ინგლისური ენის კურსი
    სასწავლო გრანტი
    სასწავლო გრანტი
    სკოლა ჰამილტონი
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ბრიტანეთში
    სწავლა ბრიტანეთში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საფრანგეთში
    სწავლა საფრანგეთში
    სწავლა უნგრეთში
    სწავლა უნგრეთში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    სწავლის დაფინანსება
    ფასდაკლება
    ფასდაკლება

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG