ქართველი სტუდენტი - მარიამ ბეგიაშვილი ერთდროულად ევროპის 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მან წარმატებით გაიარა ამერიკულ-ქართულ განათლების ცენტრში TOEFL-ის კურსი და გამოცდაში 100 ქულა მიიღო. ხოლო College Counseling-ის დახმარებით ერთდროულად მაგისტრის ხარისხის მისაღებად 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა: ნიდერლანდებში: 1 - Leiden Unversity 2 - Erasmus University Rotterdam 3 - Maastricht University 4 - Utrecht University 5 - University of Groningen საფრანგეთი: 6 - Pantheon-Assas University დიდი ბრიტანეთი: 7 - Queen Mary University of London მარიამმა არჩევანი Leiden University-ზე შეაჩერა და სწავლას ნიდერლანდებში განაგრძობს. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს მარიამს ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით ინფორმაციას უნივერსიტეტების შესახებ გაეცანით ვებ-გვერდებზე. https://www.universiteitleiden.nl/en https://www.eur.nl/english/ https://www.maastrichtuniversity.nl/ https://www.uu.nl/en http://www.rug.nl/ https://www.u-paris2.fr/fr http://www.qmul.ac.uk/ თბილისში იგეგმება Acces MBA-ს ღონისძიება, რომელიც Access Masters-ის პარალელურად ჩაივლის და მიეძღვნება MBA პროგრამებს.
ორშაბათი, 20 ოქტომბერი 2014 სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” თბილისი, თელავის ქ. 20 16:00-21:30 ექსკლუზიურად ამ შეხვედრაზე: ათობით საერთაშორისო ტოპ ბიზნესის სკოლა თავმოყრილი ერთ ადგილას. ინდივიდუალური შეხვედრები მიმღები კომისიის დირექტორებთან, რომლებიც პასუხს გასცემენ თქვენს შეკითხვებს. ინტერაქტიული MBA კონფერენციები. საკონსულტაციო სესიები Access MBA კონსულტანტებთან თქვენს გეგმებზე სადისკუსიოდ. GMAT-ის გამოცდასთან და სტიპენდიებთან დაკავშირებული კონსულტაციები. სტიპენდიების მიღების შესაძლებლობა (ჯამში 1 მილიონ ევროზე მეტი) მონაწილეობა უფასოა. სავალდებულოა წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე რეგისტრაცია რატომ MBA? ამჟამინდელ MBA კურსდამთავრებულთა 93% აქვთ მათთვის საოცნებო სამსახური (GMAC 2013 Survey); მათი საშუალო ხელფასი გლობალური მასშტაბით შეადგენს 128,569 USD (GMAC 2013 Survey); ხელფასის ზრდის 100% მაჩვენებელი (Financial Times 2013). დაისახე მიზანი და მიიღე MBA ხარისხი! მონაწილე სკოლები: Copenhagen Business School, ESCP Europe, ESSEC Mannheim EMBA, ESADE Business School, ESMT, HEC Paris, Hult International Business School, IE Business School, IESE Business School, IESE Global Executive MBA, INSEAD Executive, Kedge Business School, Manchester Business School, NEOMA Business School, NUS Singapore University, SDA Bocconi, University of Chicago-Booth, Vlerick Business School და მრავალი სხვა! აგრეთვე წარმოგიდგენთ Access Masters event! თუ ხარ სტუდენტი და არ გაქვს 3 წლიანი მუშაობის (სრული განაკვეთი) გამოცდილება, შენთვის განსაკუთრებით საინტერესოა Access Masters event , სადაც იმავე დღეს წარმოდგენილი იქნება სპეციალური სამაგისტრო პროგრამები ფინანსებში, მარკეტინგში, ეკონომიკაში, საერთაშორისო ვაჭრობაში და სხვა. თბილისში იგეგმება Acces Masters-ის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სამაგისტრო პროგრამებს. ორშაბათი, 20 ოქტომბერი 2014 სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” თბილისი, თელავის ქ.20 15:30- 20:45 სწორად დაგეგმე მომავალი. სწორად შეარჩიე სამაგისტრო პროგრამა! ექსკლუზიურად ამ შეხვედრაზე: მრავალი წამყვანი საერთაშორისო ბიზნესის სკოლა თავმოყრილი ერთ ადგილას. სპეციალიზირებული სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საერთაშორისო ურთიერთობები, ბუღალტერია, საინჟინრო მეცნიერებები და სხვა. ინდივიდუალური შეხვედრები და ვორკშოპები მიმღები კომისიის დირექტორებთან, საკონსულტაციო სესიები სამაგისტრო კონსულტანტებთან თქვენს გეგმებზე სადისკუსიოდ. ღია საგამოფენო სესიები და ინტერაქტიული სამაგისტრო კონფერენციები. სტიპენდიის მიღების შესაძლებლობები. საბუთების წარდგენის საფასურის გადახდისას საშეღავათო პირობების მიღების შესაძლებლობა. მონაწილეობა უფასოა. სავალდებულოა წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლა ბმულზე: რეგისტრაცია გაეცანი საუკეთესო ბიზნესის სკოლებს: სამჯერადი აკრედიტაციის მქონე IE Business School მადრიდში, რომელიც Financial Times რეიტინგების მიხედვით მიჩნეულია ევროპის საუკეთესო ბიზნესის სკოლად. მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილების მქონე IE Business School გთავაზობთ 25 -ზე მეტ სამაგისტრო პროგრამას ინგლისურ ენაზე, სწავლების სხვადასხვა ფორმატით (დღის full-time, შერეული და ონლაინ). IE Business School ცნობილია როგორც ინოვაციური, მაღალ ხარისხზე ორიენტირებული და სამეწარმეო საქმიანობაზე ფოკუსირებული ბიზნესის სკოლა. დარეგისტრირდი დღესვე IE Business School -ის წარმომადგენლებთან შესახვედრად! მონაწილე სკოლები: Hult International Business School, Politecnico di Milano, EDHEC Business School, Duisenberg School of Finance, University of St. Andrews, Vlerick Business School და მრავალი სხვა. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF მოხარულია გაცნობოთ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში (University of Oxford) ჩაირიცხა ლიანა ჯაფარიძე. ლიანა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის (Magister Juris) სტუდენტია.
ის კონკურენციის სამართლის შესწავლას აპირებს. პროგრამა განკუთვნილია კონტინენტური ევროპის ქვეყნების სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურთ ანგლო–ამერიკული სამართლის შესწავლა. ლიანა ოქსფორდში სრული დაფინანსებით ისწავლის. მან მოიპოვა სტიპენდია სოროსის ფონდისგან (Open Society Foundation Oxford Scholarships). სტიპენდია ითვალისწინებს ყველა ხარჯის 100%–იან დაფინანსებას და 1 თვიან საზაფხულო საორიენტაციო სესიებს სტამბოლში. ლიანა ჯაფარიძე უღრმეს მადლობას უხდის LEAF-ს და მის დირექტორს გიორგი ჩავლეიშვილს აღნიშნული წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გაწეული უდიდესი დახმარებისათვის. LEAF-ის სახელით საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ მას. ლიანა ასევე ჩაირიცხა ნიუ-იორკის უნივერსიტეტსა (New-York University) და ინდიანის უნივერსიტეტში (Indiana University). ოქსფორდის უნივერსიტეტი მდებარეობს ინგლისში, ქალაქ ოქსფორდში. www.ox.ac.uk ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ 3 უნივერსიტეტში: American University of Paris (საფრანგეთი), American University of Rome (იტალია) და Saint Louis University – Madrid (ესპანეთი) ჩაირიცხა თათუნა ასათიანი.
თათუნამ წარმატებით გაიარა College Counseling-ის პროგრამა და აქვს მოპოვებული თანადაფინანსება. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებ-გვერდებს: American University of Paris American University of Rome Saint Louis University |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|