გერმანულის სწავლით დაინტერესებულთათვის ფანტასტიური სიახლე გვაქვს! თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ 2 კვირიანი ინტენსიური გერმნაული ენის შესასწავლი კურსი გერმნაიაში, Humboldt-institut-ში.
კონკურსი ეხებათ შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებს: პირველი ადგილი: 2 კვირიანი ინტენსიური გერმანული ენის შემსწავლელი კურსი გერმანიის ქალაქებში. სრულწლოვანი (18+) მსურველებისთვის 2 კვირიანი კურსი ჩატარდება ბერლინში, Humboldt-Institut-ში. თუ ხარ 10-17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, შეგიძლია 2 კვირით გაემგზავრო Humboldt-Institut-ის ერთ-ერთ ფილიალში გერმანიის ქალაქ Bad Schussenried-ში. 13-17 წლამდე კატეგორია Lindenberg-ის ფილიალში წავა. პრიზში შედის:
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის კიდევ ორი სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ევროპაში.
აკო სვანიძე და საბა კაციაშვილი ჰოლანდიაში, Erasmus University College-ში ჩაირიცხნენ, ბაკალავრის ხარისხზე, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. საბა კაციაშვილმა მოიპოვა ნაწილობრივი დაფინანსება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს აკოს და საბას ჩარიცხვას და წარმატებებს უსურვებს ახალ სასწავლო ასპარეზზე. დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.eur.nl/euc ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის სტუდენტი - გიორგი ბრუნჯაძე ერთდროულად ორ ევროპულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა:
ესპანეთში - Madrid International Business School-ში, სადაც ასევე ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო - 11 400 ევროს ოდენობით, და ნიდერლანდებში Maastricht University-ში. გიორგიმ არჩევანი Maastricht University-ზე შეაჩერა და სწავლას ჰოლანდიაში განაგრძობს, ბაკალავრის ხარისხზე. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიორგის ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: https://www.maastrichtuniversity.nl/ http://www.madrid.uibs.org/ ქართველი სტუდენტი - მარიამ ბეგიაშვილი ერთდროულად ევროპის 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მან წარმატებით გაიარა ამერიკულ-ქართულ განათლების ცენტრში TOEFL-ის კურსი და გამოცდაში 100 ქულა მიიღო. ხოლო College Counseling-ის დახმარებით ერთდროულად მაგისტრის ხარისხის მისაღებად 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა: ნიდერლანდებში: 1 - Leiden Unversity 2 - Erasmus University Rotterdam 3 - Maastricht University 4 - Utrecht University 5 - University of Groningen საფრანგეთი: 6 - Pantheon-Assas University დიდი ბრიტანეთი: 7 - Queen Mary University of London მარიამმა არჩევანი Leiden University-ზე შეაჩერა და სწავლას ნიდერლანდებში განაგრძობს. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს მარიამს ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით ინფორმაციას უნივერსიტეტების შესახებ გაეცანით ვებ-გვერდებზე. https://www.universiteitleiden.nl/en https://www.eur.nl/english/ https://www.maastrichtuniversity.nl/ https://www.uu.nl/en http://www.rug.nl/ https://www.u-paris2.fr/fr http://www.qmul.ac.uk/ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიგა ზუხუბაიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას. იგი ერთდროულად ჩაირიცხა ამერიკის ორ უნივერსიტეტში - ბაკალავრიატზე - Hofstra University-სა და Marist College-ში, სადაც ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო.
დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: http://www.hofstra.edu https://www.marist.edu მოხარულები ვართ გაცნობოთ კიდევ ერთი სტუდენტის - ალექსანდრე თუთბერიძის წარმატება. ალექსანდრე ერთდროულად ჩაირიცხა აშშ-ის სამ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატზე, ნაწილობრივი დაფინანსებით:
University at Buffalo, Pace University, Ithaca College. ვულოცავთ ალექსანდრეს ამ სასიხარულო ამბავს და წარმატებებს ვუსურვებთ. დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: www.buffalo.edu www.pace.edu www.ithaca.edu კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე ჩვენი ცენტრის მოსწავლის შესახებ. ნატო რუბანოვა ჩაირიცხა ნიდერლანდებში, University of Groningen-ში, სადაც სწავლას მაგისტრატურაზე, სრული დაფინანსებით განაგრძობს.
წარმატებებს ვუსურვებთ ნატოს. დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: http://www.rug.nl/ Access Masters-ის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სამაგისტრო პროგრამებს თბილისში ბრუნდება.
Access Masters Tour მომავალ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამების მისაღები კომისიების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს. დარეგისტრირდით 17 ოქტომბრის ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. თარიღი: 17 ოქტომბერი, 2015 დრო: 12:30-დან 5:45-მდე ადგილი: ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედნის 4 მეტროსადგური, თავისუფლების მოედანი. სამაგისტრო პროგრამას შუეძლია, ახალგაზრდა პროფესიონალებს მისცეს მრავალი გზა პირადი, აკადემიური და კარიერული განვითარებისათვის. პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელთა შეძენაც არის შესაძლებელი საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელში არის ძალიან ღირებული პოტენციური დამსაქმებლებისათვის. საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებამ კი შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სამაგისტრო პროგრამის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. Access Masters-ის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობით:
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლევან მარგველაშვილი სრული დაფინანსებით ჩაირიცხა იელის უნივერსიტეტში (Yale University).
ლევანმა წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. გარდა იელისა, ლევანი ასევე დაფინანსებით ჩაირიცხა ლაფაეტ კოლეჯში (Lafayette College), ბაქნელ უნივერსიტეტსა (Bucknell University) და ვილიამს კოლეჯში (Williams College). LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ-გვერდებს: Yale University Bucknell University Lafayette College Williams College ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლაშა ბეჟაშვილი 90%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა დევიდსონ კოლეჯში (davidson college).
ლაშამ წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: Davidson College |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|