ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ საზაფხულო კურსს უცხოელ პედაგოგთან ინგლისურ ენაში, რომელიც მიეძღვნება სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარებასა და აკადემიურ წერას.
პროგრამაზე მიღება ხდება დიაგნოსტიკური ტესტის საფუძველზე. კურსი მიზნად ისახავს სხვადასხვა სიტუაციასა და საზოგადოებაში კომუნიკაციისათვის აუცილებელი მოსმენისა და საუბრის უნარების განვითარებას. ლექსიკის გამდიდრებასა და გამოთქმის გაუმჯობესებას. აკადემიური წერის ნაწილი მოიცავს: § მართლწერა § ესსეს წერა § სამოტივაციო წერილის წერა § საქმიანი მიმოწერის წარმოება § კვლევის, ნაშრომის წერა § შეთავაზების წერა კურსს გაუძღვებიან: § პოლ მაკ მაჰონი – ირლანდია § გები მაკფოლ-გერიერ – აშშ კურსის ხანგრძლივობა – 16 გაკვეთილი თითოეული გაკვეთილი გრძელდება 90 წუთი გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 4 საათის შემდეგ. სრული კურსის ღირებულება – 250 ლარი ცენტრში მიღების საათებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11-დან 4 საათამდე და შაბათს 11-დან 2 საათამდე. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ 10 %-იან ფასდაკლებას ნებისმიერ კურსზე ერთიანი გადახდის შემთხვევაში.
კურსის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 თვისა. ინგლისური ენის კურსის შემთხვევაში კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი აცხადებს 13 წლიდან 17 წლამდე მოსწავლეთა მიღებას პარტნიორი ოგანიზაციის St. Anne’s Belfield School (STAB)-ის (სეინთ ენს ბელფილდის სკოლა) საზაფხულო პროგრამაზე შარლოთსვილში, ვირჯინიის შტატი. აშშ. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად არაერთი მოსწავლე გამხდარა ამ პროგრამის მონაწილე საქართველოდან. აღნიშნული კურსი ჩატარდება 2015 წლის 3 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით. საზაფხულო პროგრამა მოიცავს აკადემიურ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნას და სასწავლო მასალა გაწერილი იქნება მათი შესაძლებლობის ფარგლებში. მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ხელოვნებისა და კომპიუტერული მეცნიერების გაკვეთილები. აკადემიური ნაწილის თანმდევია ყოველდღიური სპორტული აქტივობები და ექსკურსიები შაბათ-კვირას. სპორტული ღონისძიებები ტარდება როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა ადგილას შარლოთსვილში და მოიცავს ცურვას, ბეხბურთს, ჩოგბურთსა და სხვა გუნდურ სპორტულ თამაშებს.
მონაწილეები მოინახულებენ სხვადასხვა ღირშესანიშნაობას შარლოთსვილში, მათ შორის თომას ჯეფერსონის სახლს. ისინი ასევე ეწვევიან აშშ-ს დედაქალაქს – ვაშინგტონს.მოსწავლეები იცხოვრებენ STAB-ის საერთო საცხოვრებელში. საზაფხულო პროგრამის ღირებულებაა $4500, ხოლო ცენტრის მომსახურების ღირებულება – $500 (ცენტრის მომსახურება მოიცავს სააპლიკაციო პროცესში დახმარებასა და წარმომადგენლის თანხლებას პროგრამის მსვლელობისას) ფასი არ მოიცავს ვიზასა და ავიაბილეთებს. პროექტი ხორციელდება კერძო სკოლა “ლოგოსთან” თანამშრომლობის ფარგლებში. St. Anne’s Belfield School დაარსდა 1910 წელს და არის ძალიან მდიდარი ისტორიისა და გამოცდილების მქონე აკადემიური დაწესებულება. ეწვიეთ ვებ- გვერდს: www.stab.org ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი აგრძელებს მიღებას სხვადასხვა კურსზე: ინგლისური ენა, TOEFL, IELTS და SAT.
თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა ჩაეწეროთ პირველად კონსულტაციებზე საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით. თუ გსურთ ისარგებლოთ ჩვენი College Counseling-ის მომსახურებით, ეს პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება. სააბიტურიენტო და მე-11 კლასელთა მოსამზადებელ კურსებზე მიღება დასრულებულია. კურსებისა და College Counseling-ის სერვისის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მათ საინფორმაციო გვერდებს: ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF მოხარულია, გაცნობოთ, რომ ემაითიში (MIT – Massachusetts Institute of Technology) სრული დაფინანსებით ჩაირიცხა ცოტნე ტაბიძე.
მან წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. MIT შედის საუკეთესო უნივერსიტეტების სამეულში და ერთერთი პირველია ტექნოლოგიურ დარგებში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: web.mit.edu ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ცენტრალ პიედმონტ კოლეჯში (Central Piedmont Community College) ჩაირიცხა თამარ მარღია.
მან წარმატებით გაიარა ინგლისურისა და TOEFL-ის მოსამზადებელი კურსები და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. Central Piedmont Community College არის 2 წლიანი კოლეჯი. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს:www.cpcc.edu 2011 წლის სატელევიზიო სეზონში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს ახალი შოუ შესთავაზა: BBC-ის სატელევიზიო პროექტი “სპიკერი”. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF ამ პროექტის მთავარი სპონსორია და გამარჯვებულს ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 კვირით საზაფხულო სკოლაში გაუშვებს სასწავლებლად.
პროექტ “სპიკერის” ფარგლებში ქართველ თინეიჯერებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ ორატორული შესაძლებლობები და საჯაროდ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. მათ შორის საუკეთესო კი, საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი გახდა. პროექტის ფინალში 3 მონაწილე გავიდა: რეზი გენგაშვილი, გიორგი ჭილაია და ნინი ხვედელიანი. ფინალისტებმა სიტყვა ბავშვთა უფლებების შესახებ მოამზადეს. რეზიმ ისაუბრა ბავშვის უფლებაზე მიიღოს განათლება, გიორგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებებს შეეხო, ხოლო ნინიმ ილაპარაკა ბავშვის უფლებაზე ყავდეს ოჯახი. გამარჯვებული 25 დეკემბერს გამოვლინდა. საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი ნინი ხვედელიანი გახდა. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს მას ამ გამარჯვებას. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ სიახლეს: 2011 წლის 15 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრის ჩათვლით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ TOEFL-ის, IELTS-ისა და SAT-ის კურსებზე და მიიღოთ 15%-იანი ფასდაკლება.
ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდებისათვის მზადების დროულად დაწყება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ ფასდაკლებას სრულ კურსზე. იმისათვის, რომ მსურველმა მიიღოს ფასდაკლება, საკმარისია, ეწვიოს ცენტრს, დაწეროს დიაგნოსტიკური ტესტი და დარეგისტრირდეს. შესაბამისი ჯგუფის შედგენისას, დაიწყება მეცადინეობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 2377008 ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF შენი გზა უმაღლესი განათლებისაკენ! ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ პრეზენტაციებს საზღვარგარეთ სწავლის, SAT-ის, TOEFL-ის, IELTS-ის, GMAT-ისა და GRE-ის ტესტირებების შესახებ.
ყოველი პრეზენტაციის შემდეგ თქვენ საშუალება გექნებათ უფასოდ დაწეროთ სასურველი ტესტი, რათა გაეცნოთ მის სპეციფიკას, დაადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემდგომ გაიაროთ კონსულტაცია პედაგოგებთან. დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 377 008 და დარეგისტრირდით, შეგვატყობინეთ, რომელ სესიაზე გსურთ დასწრება, რათა მოგაწოდოთ შესაბამისი ტესტი. ადგილები შეზღუდულია. სესიების განრიგი: § 24 ოქტომბერი, 18:30 – TOEFL/IELTS § 27 ოქტომბერი, 18:30 – SAT § 29 ოქტომბერი, 13:00 – GMAT/GRE მისამართი: ჩერქეზიშვილის ქ. 4 |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|