ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა LEAF და სკოლა “ლოგოსმა” (Logos) 2011 წლის ზაფხულში წამოიწყეს ახალი პროექტი; საზაფხულო ბანაკი Liberal Arts.
პროექტის პარტნიორები არიან ჰამილტონის უნივერსიტეტი და სკაუტური მოძრაობა. პროექტი განხორციელდა რაჭაში, უწერაში. ბანაკი მონაწილეებს სთავაზობს აკადემიურ საგნებში ინტენსიურ მომზადებას, საინტერესო პროფესიონალებთან შეხვედრა-სემინარებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამას. ბანაკის მონაწილეებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პედაგოგები ყოველდღიურად უტარდებდნენ გაკვეთილებსა და საინფორმაციო სესიებს სხვადასხვა საგანში: § SAT- სტანდარტული მისაღები გამოცდები ამერიკის უნივერსიტეტებისათვის § TOEFL, IELTS – აკადემიური ტესტი ინგლისურ ენაში § ინგლისური ენა § მშობლიური ენა და ლიტერატურა გია მურღულიასთან ერთად § მათემატიკა ბესო კევლიშვილთან ერთად § „აზრონების ლაბორატორია“ – ლოგიკა და უნარები სკაუტები ყოველდღიურად გეგმავდნენ და აწყობდნენ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებსა და თამაშებს. ჩატარდა ლაშქრობები რაჭის დასათვალიერებლად. ბანაკი ასევე მოიცავს პროექტს “ამერიკის დღეები”, რომლის ფარგლებშიც მოწვეული ამერიკელი ლექტორები ატარებენ ლექციებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე. წელს ბანაკს სტუმრად ეწვია თოდ ფრენკლინი ჰამილტონის უნივერსიტეტის პროფესორი. ბანაკში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2012 წლის მაის-ივნისში. |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|