Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

რჩევები სოფო კევლიშვილისგან - კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი სრული დაფინანსებით

25/12/2018

 
სიამაყით გიზიარებთ, რომ LEAF-ის მოსწავლე სოფო კევლიშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ის ფაკულტეტზე კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, თანაც 83 000 $ დაფინანსებით! კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ი ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში და სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა წლიურად და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათას დო­ლარია. სოფოს კი მგზავ­რო­ბას, ჯი­ბის ფულს, სა­ცხოვ­რებ­ლის ხარ­ჯე­ბსა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვასაც უნაზღაურებენ.
Picture
 ვიდეოში სოფო და ჩვენი College Counseling-ის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ჩავლეიშვილი საუბრობენ იმ განმაპირობებელ საკითხებზე რომელმაც სოფოს წარმატება უზრუნველყო. მოისმინეთ რჩევები თუ რა უნდა გაითვალისწინოთ და როდის.

2016-2017 წელს 50-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა საზღვარგარეთ

4/7/2017

 
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და დროა შევაჯამოთ ჩვენი მუშაობის შედეგები.
​
2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის დახმარებით, 50-ზე მეტი მოსწავლე ჩაირიცხა ამერიკისა და ევროპის 77 სასწავლებელში. მათ შორის: მოსწავლეთა 60%-მა მოიპოვა ნაწილობრივი და სრული დაფინანსება, რომლის საერთო რაოდენობამაც შეადგინა 277 000 აშშ დოლარზე მეტი. ორმა მოსწავლემ მიიღო 100% დაფინანსება, რომელიც სწავლის ხარჯებთან ერთად ცხოვრების ხარჯების დაფარვასაც ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე 7 სტუდენტი ჯერ კიდევ ელოდება პასუხს უნივერსიტეტებისგან და გვჯერა, რომ ისინიც გააგრძელებენ სწავლას სასურველ ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში. 

წარმატებული სტუდენტი - გიგა ზუხურბაია

14/3/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიგა ზუხუბაიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას. იგი ერთდროულად ჩაირიცხა ამერიკის ორ უნივერსიტეტში - ბაკალავრიატზე - Hofstra University-სა და Marist College-ში, სადაც ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო. 

დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ:

http://www.hofstra.edu
https://www.marist.edu

წარმატებული სტუდენტი ალექსანდრე თუთბერიძე

7/3/2017

 
მოხარულები ვართ გაცნობოთ კიდევ ერთი სტუდენტის - ალექსანდრე თუთბერიძის წარმატება. ალექსანდრე ერთდროულად ჩაირიცხა აშშ-ის სამ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატზე, ნაწილობრივი დაფინანსებით:
University at Buffalo,  ​Pace University, Ithaca College.

ვულოცავთ ალექსანდრეს ამ სასიხარულო ამბავს და წარმატებებს ვუსურვებთ. 


დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ:
www.buffalo.edu
www.pace.edu
​www.ithaca.edu


ყოველწლიური სამაგისტრო პროგრამების გამოფენა

17/2/2017

 
Access Masters-ის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სამაგისტრო პროგრამებს თბილისში ბრუნდება.
Access Masters Tour მომავალ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამების მისაღები კომისიების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს. დარეგისტრირდით 17 ოქტომბრის ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში.
თარიღი: 17 ოქტომბერი, 2015
დრო: 12:30-დან 5:45-მდე
ადგილი: ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედნის 4
მეტროსადგური, თავისუფლების მოედანი.

 სამაგისტრო პროგრამას შუეძლია, ახალგაზრდა პროფესიონალებს მისცეს მრავალი გზა პირადი, აკადემიური და კარიერული განვითარებისათვის. პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელთა შეძენაც არის შესაძლებელი საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელში არის ძალიან ღირებული პოტენციური დამსაქმებლებისათვის. საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებამ კი შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სამაგისტრო პროგრამის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.
Access Masters-ის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა 
​
ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობით:
  • ერთად თავმოყრილი ბევრი წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბიზნეს სკოლა.
  • ინდივიდუალური შეხვედრები მიმღები კომისიების წარმომადგენლებთან.
  • საკონსულტაციო სესიები სამაგისტრო პროგრამების მრჩეველებთან, რათა განიხილოთ თქვენი სამაგისტრო პროექტი.
  • ღია საგამოფენო სესიები და ინტერაქტიული სამაგისტრო კონფერენციები.
  • სპეციალიზირებული სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საერთაშორისო ურთიერთობები, ბუღალტერია, საინჟინრო მეცნიერებები და სხვა.
  • სტიპენდიის მიღების შესაძლებლობები.
ადგილები შეზღუდულია და ადრეული რეგისტრაცია რეკომენდირებულია. უფასო მოსაწვევის მისაღებად დღესვე დარეგისტრირდით შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.accessmasterstour.com/tbilisi/index.html?ui=IPKUQW1441721947

​

ლევან მარგელაშვილი Yale-ში

17/2/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლევან მარგველაშვილი სრული დაფინანსებით ჩაირიცხა იელის უნივერსიტეტში (Yale University).
ლევანმა წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. გარდა იელისა, ლევანი ასევე დაფინანსებით ჩაირიცხა ლაფაეტ კოლეჯში (Lafayette College), ბაქნელ უნივერსიტეტსა (Bucknell University) და ვილიამს კოლეჯში (Williams College). LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას.
უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ-გვერდებს:
Yale University
Bucknell University
Lafayette College
Williams College
​

ლაშა ბეჟაშვილის წარმატება

17/2/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლაშა ბეჟაშვილი 90%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა დევიდსონ კოლეჯში (davidson college).
ლაშამ წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას.
უნივერსიტეტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ-გვერდს:
Davidson College

ლიზა თალაკვაძის წარმატება

17/2/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლიზა თალაკვაძე ჩაირიცხა მანჰეტენ კოლეჯში (Manhattan College), მანჰეტენვილ კოლეჯში (Manhattanville College), ლონგ აილენდის უნივერსიტეტში (Long Island University – Post), ნიუ ჰეივენის უნივერსიტეტსა (University of New Haven) და ფრანკლინის უნივერსიტეტში შვეიცარიაში (Franklin University Switzerland).
ლიზამ წარმატებით გაიარა College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას.
უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებ-გვერდებს:
Manhattan College
Manhattanville College
Long Island University – Post
University of New Haven
Franklin University Switzerland

სანდრო ხეთაგურის წარმატება

16/2/2017

 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ სანდრო ხეთაგური ჩაირიცხა ვირჯინიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Virginia Tech), ბუფალოს უნივერსიტეტსა (University at Buffalo) და ნიუ ჯერზის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (NJIT).
სანდრომ წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. აღნიშნული უნივერსიტეტებიდან იგი Virginia Tech-ში გააგრძელებს სწავლას. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას.
უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებ-გვერდებს:
New Jersey Institute of Technology
University at Buffalo
Virginia Tech
​

MBA პროგრამების გამოფენა თბილისში

16/2/2017

 
თბილისში იგეგმება Acces MBA-ს ღონისძიება, რომელიც Access Masters-ის პარალელურად ჩაივლის და მიეძღვნება MBA პროგრამებს.
ორშაბათი, 20 ოქტომბერი 2014
სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი”
თბილისი, თელავის ქ. 20
16:00-21:30

ექსკლუზიურად ამ შეხვედრაზე:
ათობით საერთაშორისო ტოპ ბიზნესის სკოლა თავმოყრილი ერთ ადგილას.
ინდივიდუალური შეხვედრები მიმღები კომისიის დირექტორებთან, რომლებიც პასუხს გასცემენ თქვენს შეკითხვებს.
ინტერაქტიული MBA კონფერენციები.
საკონსულტაციო სესიები Access MBA კონსულტანტებთან თქვენს გეგმებზე სადისკუსიოდ.
GMAT-ის გამოცდასთან და სტიპენდიებთან დაკავშირებული კონსულტაციები.
სტიპენდიების მიღების შესაძლებლობა (ჯამში 1 მილიონ ევროზე მეტი)
მონაწილეობა უფასოა. სავალდებულოა წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე რეგისტრაცია

რატომ MBA?
ამჟამინდელ MBA კურსდამთავრებულთა 93% აქვთ მათთვის საოცნებო სამსახური (GMAC 2013 Survey); მათი საშუალო ხელფასი გლობალური მასშტაბით შეადგენს 128,569 USD (GMAC 2013 Survey); ხელფასის ზრდის 100% მაჩვენებელი (Financial Times 2013).
დაისახე მიზანი და მიიღე MBA ხარისხი!

მონაწილე სკოლები: Copenhagen Business School, ESCP Europe, ESSEC Mannheim EMBA, ESADE Business School, ESMT, HEC Paris, Hult International Business School, IE Business School, IESE Business School, IESE Global Executive MBA, INSEAD Executive, Kedge Business School, Manchester Business School, NEOMA Business School, NUS Singapore University, SDA Bocconi, University of Chicago-Booth, Vlerick Business School და მრავალი სხვა!

აგრეთვე წარმოგიდგენთ Access Masters event!
თუ ხარ სტუდენტი და არ გაქვს 3 წლიანი მუშაობის (სრული განაკვეთი) გამოცდილება, შენთვის განსაკუთრებით საინტერესოა Access Masters event , სადაც იმავე დღეს წარმოდგენილი იქნება სპეციალური სამაგისტრო პროგრამები ფინანსებში, მარკეტინგში, ეკონომიკაში, საერთაშორისო ვაჭრობაში და სხვა.

თბილისში იგეგმება Acces Masters-ის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სამაგისტრო პროგრამებს.
ორშაბათი, 20 ოქტომბერი 2014
სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი”
თბილისი, თელავის ქ.20
15:30- 20:45

სწორად დაგეგმე მომავალი. სწორად შეარჩიე სამაგისტრო პროგრამა!
ექსკლუზიურად ამ შეხვედრაზე:
მრავალი წამყვანი საერთაშორისო ბიზნესის სკოლა თავმოყრილი ერთ ადგილას.
სპეციალიზირებული სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საერთაშორისო ურთიერთობები, ბუღალტერია, საინჟინრო მეცნიერებები და სხვა.
ინდივიდუალური შეხვედრები და ვორკშოპები მიმღები კომისიის დირექტორებთან, საკონსულტაციო სესიები სამაგისტრო კონსულტანტებთან თქვენს გეგმებზე სადისკუსიოდ.
ღია საგამოფენო სესიები და ინტერაქტიული სამაგისტრო კონფერენციები.
სტიპენდიის მიღების შესაძლებლობები.
საბუთების წარდგენის საფასურის გადახდისას საშეღავათო პირობების მიღების შესაძლებლობა.
მონაწილეობა უფასოა. სავალდებულოა წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლა ბმულზე: რეგისტრაცია
გაეცანი საუკეთესო ბიზნესის სკოლებს:
სამჯერადი აკრედიტაციის მქონე IE Business School მადრიდში, რომელიც Financial Times რეიტინგების მიხედვით მიჩნეულია ევროპის საუკეთესო ბიზნესის სკოლად. მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილების მქონე IE Business School გთავაზობთ 25 -ზე მეტ სამაგისტრო პროგრამას ინგლისურ ენაზე, სწავლების სხვადასხვა ფორმატით (დღის full-time, შერეული და ონლაინ). IE Business School ცნობილია როგორც ინოვაციური, მაღალ ხარისხზე ორიენტირებული და სამეწარმეო საქმიანობაზე ფოკუსირებული ბიზნესის სკოლა. დარეგისტრირდი დღესვე IE Business School -ის წარმომადგენლებთან შესახვედრად!
მონაწილე სკოლები: Hult International Business School, Politecnico di Milano, EDHEC Business School, Duisenberg School of Finance, University of St. Andrews, Vlerick Business School და მრავალი სხვა.

<<Previous

    LEAF News

    სიახლეების გვერდი

    Archives

    May 2020
    December 2018
    November 2018
    July 2017
    June 2017
    May 2017
    April 2017
    March 2017
    February 2017

    Categories

    All
    Business School
    College Counseling
    IELTS
    Jacobs University
    Liberal Arts
    Manhattanville College
    MBA
    Oxford
    SAT
    SAT Subject
    Summer School
    TOEFL
    Yale University
    ამერიკულ ქართული განათლების ცენტრი
    ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი
    ბიზნესის სწავლა გერმანიაში
    ბიზნეს სკოლა
    ბიზნეს სკოლა
    გრანტი
    დაფინანსება
    დებრეცენის უნივერსიტეტი
    დებრეცენის უნივერსიტეტი
    ერთიანი ეროვნული გამოცდები
    ინგლისურად სწავლა გერმანიაში
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის საზაფხულო კურსები
    ინგლისური ენის საზაფხულო კურსები
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    კერძო სკოლა
    კოლუმბიის უნივერსიტეტი
    კონკურსი
    მაგისტრატურა
    მაგისტრატურა საზღვარგარეთ
    მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის
    საატესტატო გამოცდები
    საზაფხულო ბანაკი
    საზაფხულო ბანაკი
    საზაფხულო სკოლა
    საზაფხულო სკოლა
    საზაფხულო სკოლა ბრიტანეთში
    საზაფხულო სკოლა ინგლისში
    საზაფხულო სკოლა ოქსფორდში
    სასაუბრო ინგლისური ენის კურსი
    სასწავლო გრანტი
    სასწავლო გრანტი
    სკოლა ჰამილტონი
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ბრიტანეთში
    სწავლა ბრიტანეთში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საფრანგეთში
    სწავლა საფრანგეთში
    სწავლა უნგრეთში
    სწავლა უნგრეთში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    სწავლის დაფინანსება
    ფასდაკლება
    ფასდაკლება

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG