გთავაზობთ საზაფხულო სკოლას SBC Oxford-ში (Dragon School, Oxford, England)
ასაკი: 8-12 წელი პერიოდი: 17 ივლისი 14 აგვისტო კურსის ხანგრძლივობა: 2 ან 4 კვირა 1 კვირის ღირებულება: 1350 ფუნტი SBC Oxford წარმოადგენს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკს ინგლისში, სადაც სულ მცირე 50 ქვეყნიდან ჩადიან მონაწილეები. პროგრამა: კვირაში 15 საათი ეთმობა ინგლისური ენის სწავლებას, 2 დღე ექსკურსიებს, შუადღისით და საღამოს აქვთ სხვადასხვა სახის აქტივობები. აქტივობები: აქტივობები მოიცავს მოკლე ფილმების გადაღებას, ფოტოგრაფიას, გამოფენას, შეჯიბრებებს. შუადღის აქტივობები: შედის ცურვა, ფეხბურთი, კალათბურთი, წყლის თამაშები, პარაშუტი, იოგა, ვიზიტი მუზეუმებში, ვორქშოფი. საღამოს აქტივობები: დისკო, ნიჭიერის შოუ, ,,სულელური ოლიმპიადა“, ფილმების საღამო, დროშის დაჭერა, მუსიკალური ვიდეოს შექმნა და ა.შ. გამოცდილი ინსტრუქტორები სურვილის შემთხვევაში ბავშვებს შეასწავლიან ცხენზე ჯირითსა და მის მოვლას. თავგადასავლების მოყვარულებს საშუალება ექნებათ გამოსცადონ კაიკინგი, მაღალ თოკებზე ხტომა, ჯომარდი, კლდეზე ცოცვა და ა.შ. საცხოვრებელი: მოიცავს საცურაო აუზს, თეატრს, თანამედროვედ აღჭურვილ საკლასო ოთახებს, ტენისის კორტებს, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ცეკვის სტუდიას, განათებულ და ფერად საერთო საცხოვრებელს, სკოლის მაღაზიასა და ინტერნეტ კაბინეტს. მგზავრობა: აეროპორტიდან და უკან ტრანსფერს ორგანიზატორები განახორციელებენ. ერთი გზის ღირებულებაა 90 ფუნტი. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიგა ზუხუბაიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას. იგი ერთდროულად ჩაირიცხა ამერიკის ორ უნივერსიტეტში - ბაკალავრიატზე - Hofstra University-სა და Marist College-ში, სადაც ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო.
დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: http://www.hofstra.edu https://www.marist.edu მოხარულები ვართ გაცნობოთ კიდევ ერთი სტუდენტის - ალექსანდრე თუთბერიძის წარმატება. ალექსანდრე ერთდროულად ჩაირიცხა აშშ-ის სამ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატზე, ნაწილობრივი დაფინანსებით:
University at Buffalo, Pace University, Ithaca College. ვულოცავთ ალექსანდრეს ამ სასიხარულო ამბავს და წარმატებებს ვუსურვებთ. დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: www.buffalo.edu www.pace.edu www.ithaca.edu კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე ჩვენი ცენტრის მოსწავლის შესახებ. ნატო რუბანოვა ჩაირიცხა ნიდერლანდებში, University of Groningen-ში, სადაც სწავლას მაგისტრატურაზე, სრული დაფინანსებით განაგრძობს.
წარმატებებს ვუსურვებთ ნატოს. დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: http://www.rug.nl/ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობით, რომ ნათია ქურდევანიძე ჩაირიცხა Jacobs University-ში. ცენტრი ულოცავს ნათიას და წარმატებებს უსურვებს.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.jacobs-university.de/ |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|