გერმანულის სწავლით დაინტერესებულთათვის ფანტასტიური სიახლე გვაქვს! თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ 2 კვირიანი ინტენსიური გერმნაული ენის შესასწავლი კურსი გერმნაიაში, Humboldt-institut-ში.
კონკურსი ეხებათ შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებს: პირველი ადგილი: 2 კვირიანი ინტენსიური გერმანული ენის შემსწავლელი კურსი გერმანიის ქალაქებში. სრულწლოვანი (18+) მსურველებისთვის 2 კვირიანი კურსი ჩატარდება ბერლინში, Humboldt-Institut-ში. თუ ხარ 10-17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, შეგიძლია 2 კვირით გაემგზავრო Humboldt-Institut-ის ერთ-ერთ ფილიალში გერმანიის ქალაქ Bad Schussenried-ში. 13-17 წლამდე კატეგორია Lindenberg-ის ფილიალში წავა. პრიზში შედის:
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და დროა შევაჯამოთ ჩვენი მუშაობის შედეგები.
2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის დახმარებით, 50-ზე მეტი მოსწავლე ჩაირიცხა ამერიკისა და ევროპის 77 სასწავლებელში. მათ შორის: მოსწავლეთა 60%-მა მოიპოვა ნაწილობრივი და სრული დაფინანსება, რომლის საერთო რაოდენობამაც შეადგინა 277 000 აშშ დოლარზე მეტი. ორმა მოსწავლემ მიიღო 100% დაფინანსება, რომელიც სწავლის ხარჯებთან ერთად ცხოვრების ხარჯების დაფარვასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპზე 7 სტუდენტი ჯერ კიდევ ელოდება პასუხს უნივერსიტეტებისგან და გვჯერა, რომ ისინიც გააგრძელებენ სწავლას სასურველ ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის კიდევ ორი სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ევროპაში.
აკო სვანიძე და საბა კაციაშვილი ჰოლანდიაში, Erasmus University College-ში ჩაირიცხნენ, ბაკალავრის ხარისხზე, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. საბა კაციაშვილმა მოიპოვა ნაწილობრივი დაფინანსება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს აკოს და საბას ჩარიცხვას და წარმატებებს უსურვებს ახალ სასწავლო ასპარეზზე. დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.eur.nl/euc ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის სტუდენტი - გიორგი ბრუნჯაძე ერთდროულად ორ ევროპულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა:
ესპანეთში - Madrid International Business School-ში, სადაც ასევე ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო - 11 400 ევროს ოდენობით, და ნიდერლანდებში Maastricht University-ში. გიორგიმ არჩევანი Maastricht University-ზე შეაჩერა და სწავლას ჰოლანდიაში განაგრძობს, ბაკალავრის ხარისხზე. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიორგის ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: https://www.maastrichtuniversity.nl/ http://www.madrid.uibs.org/ ქართველი სტუდენტი - მარიამ ბეგიაშვილი ერთდროულად ევროპის 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მან წარმატებით გაიარა ამერიკულ-ქართულ განათლების ცენტრში TOEFL-ის კურსი და გამოცდაში 100 ქულა მიიღო. ხოლო College Counseling-ის დახმარებით ერთდროულად მაგისტრის ხარისხის მისაღებად 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა: ნიდერლანდებში: 1 - Leiden Unversity 2 - Erasmus University Rotterdam 3 - Maastricht University 4 - Utrecht University 5 - University of Groningen საფრანგეთი: 6 - Pantheon-Assas University დიდი ბრიტანეთი: 7 - Queen Mary University of London მარიამმა არჩევანი Leiden University-ზე შეაჩერა და სწავლას ნიდერლანდებში განაგრძობს. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს მარიამს ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით ინფორმაციას უნივერსიტეტების შესახებ გაეცანით ვებ-გვერდებზე. https://www.universiteitleiden.nl/en https://www.eur.nl/english/ https://www.maastrichtuniversity.nl/ https://www.uu.nl/en http://www.rug.nl/ https://www.u-paris2.fr/fr http://www.qmul.ac.uk/ კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე ჩვენი ცენტრის მოსწავლის შესახებ. ნატო რუბანოვა ჩაირიცხა ნიდერლანდებში, University of Groningen-ში, სადაც სწავლას მაგისტრატურაზე, სრული დაფინანსებით განაგრძობს.
წარმატებებს ვუსურვებთ ნატოს. დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: http://www.rug.nl/ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობით, რომ ნათია ქურდევანიძე ჩაირიცხა Jacobs University-ში. ცენტრი ულოცავს ნათიას და წარმატებებს უსურვებს.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.jacobs-university.de/ დებრეცენის უნივერსიტეტის (University of Debrecen) მოწვევით ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში, სადაც შედგა უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამების პრეზენტაციები და დაიდო ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
LEAF არის დებრეცენის უნივერსიტეტის პარტნიორი და აწარმოებს მათ სასწავლო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო პროცედურების ადმინისტრირებას. საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლაშა ბეჟაშვილი 90%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა დევიდსონ კოლეჯში (davidson college).
ლაშამ წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: Davidson College ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლიზა თალაკვაძე ჩაირიცხა მანჰეტენ კოლეჯში (Manhattan College), მანჰეტენვილ კოლეჯში (Manhattanville College), ლონგ აილენდის უნივერსიტეტში (Long Island University – Post), ნიუ ჰეივენის უნივერსიტეტსა (University of New Haven) და ფრანკლინის უნივერსიტეტში შვეიცარიაში (Franklin University Switzerland).
ლიზამ წარმატებით გაიარა College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებ-გვერდებს: Manhattan College Manhattanville College Long Island University – Post University of New Haven Franklin University Switzerland |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|