სიამაყით გიზიარებთ, რომ LEAF-ის მოსწავლე სოფო კევლიშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბიო-სამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, თანაც 83 000 $ დაფინანსებით! კოლუმბიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში და სწავლის ღირებულება წლიურად დაახლოებით 60 ათას დოლარია. სოფოს კი მგზავრობას, ჯიბის ფულს, საცხოვრებლის ხარჯებსა და ჯანმრთელობის დაზღვევასაც უნაზღაურებენ. ვიდეოში სოფო და ჩვენი College Counseling-ის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ჩავლეიშვილი საუბრობენ იმ განმაპირობებელ საკითხებზე რომელმაც სოფოს წარმატება უზრუნველყო. მოისმინეთ რჩევები თუ რა უნდა გაითვალისწინოთ და როდის. ეს სამაგისტრო პროგრამა იდეალურია თქვენი კარიერული მიზნების განხორციელებისთვის! კურსი აკრიდიტირებულია ცნობილი კინგსტონის უნივერსიტეტის მიერ და ჩვენგან ახლოს, ჰენოვერში, გერმნაიაში Gisma Business School-ში ტარდება.
დიდი სიახლე გერმანიაში ინგლისურად სწავლის მსურველთათვის! გისმას ბიზნესის სკოლამ (უნივერსიტეტი) ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალური შეღავათი დააწესა, სწავლის საფასური 7000 ევროდან იწყება წელიწადში! კიდევ უფრო ამშვენებს ამ ყველაფერს ის, რომ LEAF უ ფ ა ს ო დ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში! სააპლიკაციო პროცესი გულისხმობს უნივერსიტეტში ჩაბარების პროცედურისთვის საჭირო ყველა ეტაპს. დრო ცოტა რჩება, დარეგისტრირდი ახლავე! GISMA დაარსდა 1999 წელს გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის მიერ. ბიზნეს სკოლა შედგება ორი კამპუსისგან ბერლინსა და ჰანოვერში. მისი მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს, მიიღონ უმაღლესი განათლება მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებით, ისეთ სფეროებში როგორიცაა მენეჯმენტი და ბიზნეს ადმინისტრირება.
Bachelor's Degrees:
Master’s Degrees:
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.gisma.com ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის კიდევ ორი სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ევროპაში.
აკო სვანიძე და საბა კაციაშვილი ჰოლანდიაში, Erasmus University College-ში ჩაირიცხნენ, ბაკალავრის ხარისხზე, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. საბა კაციაშვილმა მოიპოვა ნაწილობრივი დაფინანსება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს აკოს და საბას ჩარიცხვას და წარმატებებს უსურვებს ახალ სასწავლო ასპარეზზე. დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.eur.nl/euc ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის სტუდენტი - გიორგი ბრუნჯაძე ერთდროულად ორ ევროპულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა:
ესპანეთში - Madrid International Business School-ში, სადაც ასევე ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო - 11 400 ევროს ოდენობით, და ნიდერლანდებში Maastricht University-ში. გიორგიმ არჩევანი Maastricht University-ზე შეაჩერა და სწავლას ჰოლანდიაში განაგრძობს, ბაკალავრის ხარისხზე. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიორგის ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: https://www.maastrichtuniversity.nl/ http://www.madrid.uibs.org/ ქართველი სტუდენტი - მარიამ ბეგიაშვილი ერთდროულად ევროპის 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მან წარმატებით გაიარა ამერიკულ-ქართულ განათლების ცენტრში TOEFL-ის კურსი და გამოცდაში 100 ქულა მიიღო. ხოლო College Counseling-ის დახმარებით ერთდროულად მაგისტრის ხარისხის მისაღებად 7 უნივერსიტეტში ჩაირიცხა: ნიდერლანდებში: 1 - Leiden Unversity 2 - Erasmus University Rotterdam 3 - Maastricht University 4 - Utrecht University 5 - University of Groningen საფრანგეთი: 6 - Pantheon-Assas University დიდი ბრიტანეთი: 7 - Queen Mary University of London მარიამმა არჩევანი Leiden University-ზე შეაჩერა და სწავლას ნიდერლანდებში განაგრძობს. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს მარიამს ამ დიდ წარმატებას. დაწვრილებით ინფორმაციას უნივერსიტეტების შესახებ გაეცანით ვებ-გვერდებზე. https://www.universiteitleiden.nl/en https://www.eur.nl/english/ https://www.maastrichtuniversity.nl/ https://www.uu.nl/en http://www.rug.nl/ https://www.u-paris2.fr/fr http://www.qmul.ac.uk/ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ულოცავს გიგა ზუხუბაიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას. იგი ერთდროულად ჩაირიცხა ამერიკის ორ უნივერსიტეტში - ბაკალავრიატზე - Hofstra University-სა და Marist College-ში, სადაც ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო.
დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ: http://www.hofstra.edu https://www.marist.edu კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე ჩვენი ცენტრის მოსწავლის შესახებ. ნატო რუბანოვა ჩაირიცხა ნიდერლანდებში, University of Groningen-ში, სადაც სწავლას მაგისტრატურაზე, სრული დაფინანსებით განაგრძობს.
წარმატებებს ვუსურვებთ ნატოს. დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: http://www.rug.nl/ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობით, რომ ნათია ქურდევანიძე ჩაირიცხა Jacobs University-ში. ცენტრი ულოცავს ნათიას და წარმატებებს უსურვებს.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.jacobs-university.de/ მსოფლიო ლიდერი „ერთი-ერთზე“ MBA ღონისძიებებისა 2015 წლის 17 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის. ახლა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლები თქვენთვის ხემისაწვდომია.
თარიღი: 17 ოქტომბერი, 2015 დრო: 9:30-დან 3:30-მდე ადგილი: ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედნის 4 მეტროსადგური, თავისუფლების მოედანი. თითოეულ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს შემდეგით:
„ერთი-ერთზე“ MBA-ზე დარეგისტრირების შემდგომ თქვენი პროფილი თქვენი აკადემიური მოლოდინების მიხედვით დაჯგუფდება სხვადასხვა ბიზნეს სკოლასთან, რათა გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაციები მათ წარმომადგენლებთან. *ინდივიდუალური ერთი-ერთზე შეხვედრები თქვენი MBA პროექტის განსახილველად. რატომ MBA?
დაწინაურდით MBA-ს მეშვეობით. მონაწილე პრესტიჟული სასწავლებლები: London Business School, INSEAD, IESE Business School , University of Chicago-Booth, HEC Paris, IE Business School, Georgetown University, Cambridge Judge Business School, University of Hong Kong , Copenhagen Business School, Esade Business School , Kellogg – WHU, Hult International Business School, Manchester Business School, SDA Bocconi, Rotterdam School of Management და სხვა! ადგილები შეზღუდულია და ადრეული რეგისტრაცია რეკომენდირებულია. უფასო მოსაწვევის მისაღებად დღესვე დარეგისტრირდით შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.accessmba.com/tbilisi/index.html?ui=4XOE5X1441722680 |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|