ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ თაკო გოლეჯაშვილი ჩაირიცხა ერასმუსის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში (Erasmus School of Law). უნივერსიტეტი მდებარეობს როტერდამში, ჰოლანდიაში.
თაკომ წარმატებით გაიარა TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.esl.eur.nl ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF-ისა და კერძო სკოლა “ლოგოსის” თანამშრომლობის შედეგად, 8 სკოლის მოსწავლე გაემგზავრა ამერიკაში St. Anne’s-Belfield School-ის, იგივე STAB-ის საზაფხულო კურსზე. ესენი არიან: ნინი ხვედელიანი, თათა თავდიშვილი, სარა ცარციძე, კახა ცინცაბაძე, ნიკოლოზ შენგელია, გუჯა ნოზაძე, ავთო პატარიძე, ლუკა მოდებაძე.
ნინი ხვედელიანი სატელევიზიო პროექტ “სპიკერის” გამარჯვებული გახლავთ და აღნიშნული კურსი მას სრულად უფინანსდება. საზაფხულო კურსი მოიცავს გაძლიერებული ინგლისურისა და მათემატიკის გაკვეთილებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა SAT-ისათვის მომზადებას. აკადემიური საგნების გარდა, ისინი მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. შეგიძლიათ, თვალი გადაავლოთ STAB-ის საზაფხულო პროგრამის ბროშურას. STAB მდიდარი ტრადიციების მქონე სკოლაა, რომელიც მდებარეობს ვირჯინიის უნივერსიტეტის მახლობლად. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ სკოლის ვებგვერდს: www.stab.org |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|