კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას და წვლილი შეიტანოს მათ პიროვნულ განვითარებაში. სწორედ ამიტომ, გადავწყიტეთ, ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო მეტი არჩევანი შეგვეთავაზებინა და ცენტრში დაგვენერგა სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
წელს პირველად ,,ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი’’ გთავაზობთ ინოვაციურ, სასერთიფიკატო პროგრამას ადამიანური რესურსების მართვაში. აქტუალურობა ბიზნესის ტრანსფორმაციის პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების ხარისხს და მართვის ეფექტურობას. რაც არ უნდა მომგებიანი, საინტერესო იდეა, რაც არ უნდა მაღალხარისიხანი მანქანა-დანადგარები, რაც არ უნდა დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნნდეს ორგანიზაციას, მაღალპროფესიონალი, მოტივირებული თანამშრომლების გარეშე ძალიან გაუჭირდება დასახული მიზნების განხორციელება. ძვირადღირებული, თანამედროვე ტექნიკა, თუ დიდძალი ფინანასური შესაძლებლობები ნამდვილად დაბალეფექტიანი იქნება შესაბამის ადგილზე, შესაბამის დროს, შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ორგანიზაციისათვის უაღრესად აქტუალურია თანამშრომელთა მართვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას, დასაქმებულთა ოპტიმალური რაოდენობით და მინიმალური დანახარჯებით, მიაღწიოს დასახული მიზნებს. ეს მხოლოდ ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებით და ხარისხიანი მართვით მიიღწევა. პერსონალის შეფასების და მართვის სისტემები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, სოციალურ-კულტურული თავისებურებების გამო, ქართული ორგანიზაციების პერსონალისთვის ხშირად შეუსაბამო ან ნაკლებად ეფექტიანია. დასავლური კულტურის გავლენით, სადაც პერსონალის მართვის და შეფასების ინვენტარი მრავალფეროვანია, ქართულ პოპულაციასთან არაადაპტირებული და პირდაპირ კოპირებული მასალის გამოყენება – უკუეფექტს იძლევა და იწვევს სკეპტიციზმს კომპანიების ხელმძღვანელობაში. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ამცირებს და ხელს უშლის, პერსონალის მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალის წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. მოცემული კურსი მიზნად ისახავს მიზანზე ორიენტირებულ, გამარტივებულ, მაგრამ ეტაპობრივად განვითარებადი მართვის სისტემების შექმნას და დანერგვას. დანერგვის პროცესში გასათვალისწინებელ გარემოებების განხილვას. საქართველოში უკვე დანერგილი და წარმატებით ამუშავებული, პრაქტიკული მაგალითების ანალიზის საფუძველზე იმ უნარების გავარჯიშებას, რაც ხელისშემშლელი ფაქტორების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კურსის გვერდს: HR მენეჯმენტი 2016 წლის მარტის ბოლოს იწურება საბუთების მიღების ვადა საქართველოში არსებული სამაგისტრო პროგრამებს შორის ყველაზე გამორჩეულ და ხელსაყრელს – გრენობლის ბიზნესის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ორმაგი MBA-ს პროგრამას.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორმაგი MBA-ს ხარისხი კავკასიის ბიზნესის სკოლისა და გრენობლის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამით (Grenoble Graduate School of Business – GGSB). ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში. გრენობლის ბიზნესის სკოლა არის სამმაგი აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტი: AMBA, AACSB და EQUIS. პროგრამის ძალზედ მოქნილი განრიგი საშუალებას აძლევს სტუდენტებს წარმატებით შეათავსონ საკუთარი სამსახური და სამაგისტრო განათლების მიღება. GGSB საფრნაგეთში ბიზნეს სკოლების ხუთეულში შედის, ხოლო ევროპის მასშტაბით – ოცეულში. GGSB ასევე შედის Financial Times-ის 2016 წლის საუკეთესო MBA პროგრამების ასეულში. ის ასევე იკავებს მე-17 ადგილს, როგორც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მომცემი უნივერსიტეტი. სპეციალობების ჩამონათვალისა და ფასის სანახავად ეწვიეთ ბმულს: ორმაგი MBA თბილისში ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა წამოიწყო ახალი პროექტი – სკოლა ჰამილტონი.
ჰამილტონი არის დაწყებითი სკოლა I-დან VI კლასის ჩათვლით და ასევე მოიცავს სკოლამდელი აღზრდის მრავალფუნქციურ პროგრამას. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა ჰამილტონის მისიაა აღზარდოს თანამედროვე ზოგადი განათლებისა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე, თავისუფალი პიროვნება, რომელიც აცნობიერებს ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ფასეულობებს. პროგრამა მოიცავს: პროგრამა მოიცავს:
მსოფლიო ლიდერი „ერთი-ერთზე“ MBA ღონისძიებებისა 2015 წლის 17 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის. ახლა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლები თქვენთვის ხემისაწვდომია.
თარიღი: 17 ოქტომბერი, 2015 დრო: 9:30-დან 3:30-მდე ადგილი: ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედნის 4 მეტროსადგური, თავისუფლების მოედანი. თითოეულ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს შემდეგით:
„ერთი-ერთზე“ MBA-ზე დარეგისტრირების შემდგომ თქვენი პროფილი თქვენი აკადემიური მოლოდინების მიხედვით დაჯგუფდება სხვადასხვა ბიზნეს სკოლასთან, რათა გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაციები მათ წარმომადგენლებთან. *ინდივიდუალური ერთი-ერთზე შეხვედრები თქვენი MBA პროექტის განსახილველად. რატომ MBA?
დაწინაურდით MBA-ს მეშვეობით. მონაწილე პრესტიჟული სასწავლებლები: London Business School, INSEAD, IESE Business School , University of Chicago-Booth, HEC Paris, IE Business School, Georgetown University, Cambridge Judge Business School, University of Hong Kong , Copenhagen Business School, Esade Business School , Kellogg – WHU, Hult International Business School, Manchester Business School, SDA Bocconi, Rotterdam School of Management და სხვა! ადგილები შეზღუდულია და ადრეული რეგისტრაცია რეკომენდირებულია. უფასო მოსაწვევის მისაღებად დღესვე დარეგისტრირდით შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.accessmba.com/tbilisi/index.html?ui=4XOE5X1441722680 Access Masters-ის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სამაგისტრო პროგრამებს თბილისში ბრუნდება.
Access Masters Tour მომავალ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამების მისაღები კომისიების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს. დარეგისტრირდით 17 ოქტომბრის ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. თარიღი: 17 ოქტომბერი, 2015 დრო: 12:30-დან 5:45-მდე ადგილი: ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედნის 4 მეტროსადგური, თავისუფლების მოედანი. სამაგისტრო პროგრამას შუეძლია, ახალგაზრდა პროფესიონალებს მისცეს მრავალი გზა პირადი, აკადემიური და კარიერული განვითარებისათვის. პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელთა შეძენაც არის შესაძლებელი საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელში არის ძალიან ღირებული პოტენციური დამსაქმებლებისათვის. საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებამ კი შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სამაგისტრო პროგრამის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. Access Masters-ის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობით:
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გთავაზობთ 10 %-იან ფასდაკლებას ნებისმიერ კურსზე ერთიანი გადახდის შემთხვევაში.
კურსის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 თვისა. ინგლისური ენის კურსის შემთხვევაში კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლევან მარგველაშვილი სრული დაფინანსებით ჩაირიცხა იელის უნივერსიტეტში (Yale University).
ლევანმა წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. გარდა იელისა, ლევანი ასევე დაფინანსებით ჩაირიცხა ლაფაეტ კოლეჯში (Lafayette College), ბაქნელ უნივერსიტეტსა (Bucknell University) და ვილიამს კოლეჯში (Williams College). LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ-გვერდებს: Yale University Bucknell University Lafayette College Williams College ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლაშა ბეჟაშვილი 90%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა დევიდსონ კოლეჯში (davidson college).
ლაშამ წარმატებით გაიარა SAT-ის მოსამზადებელი კურსი და College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: Davidson College ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლიზა თალაკვაძე ჩაირიცხა მანჰეტენ კოლეჯში (Manhattan College), მანჰეტენვილ კოლეჯში (Manhattanville College), ლონგ აილენდის უნივერსიტეტში (Long Island University – Post), ნიუ ჰეივენის უნივერსიტეტსა (University of New Haven) და ფრანკლინის უნივერსიტეტში შვეიცარიაში (Franklin University Switzerland).
ლიზამ წარმატებით გაიარა College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებ-გვერდებს: Manhattan College Manhattanville College Long Island University – Post University of New Haven Franklin University Switzerland ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ მარიამ გეგენავა ჩაირიცხა ამერიკის უნივერსიტეტში პარიზში (The American University of Paris – AUP).
მარიამმა წარმატებით გაიარა College Counseling-ის პროგრამა. LEAF-ის სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას. უნივერსიტეტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: The American University of Paris |
LEAF Newsსიახლეების გვერდი Archives
May 2020
Categories
All
|