თუ ხარ დაინტერესებული კომპიუტერული მეცნიერებებითა და ბიოტექნოლოგიების შესწავლით LEAF გთავაზობს Constructor (Jacobs) University-ს გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით. ჯეიკობსის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ახალი სახელწოდებით, როგორც კონსტრუქტორ უნივერსიტეტი. სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ პირველივე კურსიდან. სასწავლო ჯგუფები არის მცირერიცხოვანი, რაც სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს მიმდინარე აქტივობებში. განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით 2023 წლის 8 აპრილს გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნება პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. შემოთავაზებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:
ასევე, შესაძლებელია დოქტორანტურის ხარისხის მოპოვება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინჟინერიის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. უნივერსიტეტი გაძლევს შანსს მიიღო სხვადასხვა რაოდენობის დაფინანსება. ასევე შეგიძლია, ისარგებლო სტუდენტური სესხით და დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად დასაქმდე კამპუსზე სხვადასხვა პოზიციაზე.
განათლების ცენტრი LEAF, Jacobs University-თან პარტნიორობის ფარგლებში, სააპლიკაციო პროცესში დახმარებას სრულიად უფასოდ გაგიწევს. გამოიყენე შესაძლებლობა პირადად შეხვდე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში. რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: logos.edu.ge/leaf/ განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute - TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University. LEAF-ის პარტნიორია ბრიტანული კომპანია QS (Quacquarelli Symonds), რომელიც ცნობილია საუნივერსიტეტო რეიტინგების კვლევებითა და განაცხადების პლატფორმით, რაც საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა SchoolBook, სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi, ყავის და ჩაის კაფსულის მწარმოებელი კომპანია მეამა, კანტის აკადემია, საერთაშორისო აკადემია ლოგოსი, გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|