პოდკასტი შენთვის ბრუნდება აბიტურიენტებისა და ესპანეთში სწავლით დაინტერესებულთათვის მნიშვნელოვანი თემით!
IE University ევროპაში ერთ-ერთი წამყავნი უნივერსიტეტია ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანით. მათი პროგრამა განსაკუთრებულია იმით, რომ პასუხობს სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს. მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილმა მდგომარეობამ დიდი გავლენა იქონია განათლების სექტორზე. სულ უფრო მეტი სკოლა და უნივერსიტეტი გადადის მუშაობისა და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან ერთად, არსებობს უნივერსიტეტები, რომლებსაც დისტანციური სწავლებისა და online საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ოპერირების დიდი გამოცდილება აქვთ.
EU Business School-მა (იუ ბიზნეს სკოლა) 28 ოქტომბერს გამართა შეხვედრა კურსდამთავრებულებთან. ასეთ შეხვედრებს იუს კურსდამთავრებულთა ასოციაცია უკვე 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რეგულარულად მართავს. წელიწადში 10-15 ასეთი შეხვედრა ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში ევროპასა და მის გარეთ.
ჰოლიდეი ინში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა LEAF რიგით მეორე განათლების გამოფენას უმასპინძლა. პირველი გამოფენა 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართა და მასში მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტების სააპლიკაციო პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს.
ესპანეთი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის წევრია, ისევე როგორც საქართველო. რაც იმას ნიშნავს რომ, საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება, ასევე მობილობის გაკეთება ჩვენი მოქალაქეებისთვის მარტივია. ვიდეოში შეიტყობთ, ესპანეთის უნივერსიტეტების საშუალო ფასებს, რა საბუთები და რომელი ტესტების ჩაბარება არის საჭირო ესპანეთში სწავლის გასაგრძელებლად.
გივი გუნცაძე გვიამბობს განათლების სამინისტროს ორგანიზაციაზე, რომლის ძირითადი მოვალეობა არის საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაცია (www.sepie.es). |
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|