Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

EU Business School-მა კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გამართა

29/10/2019

 
Picture
EU Business School-მა (იუ ბიზნეს სკოლა) 28 ოქტომბერს გამართა შეხვედრა კურსდამთავრებულებთან. ასეთ შეხვედრებს იუს კურსდამთავრებულთა ასოციაცია უკვე 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რეგულარულად მართავს. წელიწადში 10-15 ასეთი შეხვედრა ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში ევროპასა და მის გარეთ.
შეხვედრის მიზანია ადგილობრივი ალუმნების ანუ კურსდამთავრებულების ურთიერთობის გაძლიერება. უნივერსიტეტი მათ აძლევს ახალი კონტაქტების დამყარების საშუალებას და ხელს უწყობს იდეების, შესაძლებლობებისა და ექსპერტიზის გაცვლას ალუმნებს შორის.
​
ლევან ბრელიძე, დაამთავრა მაგისტრატურა 2016 წელს: "ყოველ წელს ტარდება ეს ადგილობრივი შეხვედრები კურსდამთავრებულებთან, შარშან იყო მთელი საერთაშორისო კურსდმათავრებულების შეკრება ოთხივე კამპუსიდან, ბარსელონაში. იქ გავიცანი უამრავი ადამიანი, გავცვალეთ ერთმანეთთან კონტაქტები და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მაგისტრატურის მიზანი პირველ რიგში, რომ ადამიანებმა დაამყარონ ერთმანეთთან საქმიანი კავშირი და ქონდეთ ბიზნეს ურთიერთობა. მე ვთვლი, რომ EU-მ ეს შეგვაძლებინა".
იუ ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოებაა. ადგილობრივი შეკრებები მათ ეხმარება შეინარჩუნონ კონტაქტი კურსელებთან და ასევე შექმნან ახალი პროფესიული კავშირები იმავე უნივერსიტეტის სხვა კურსდამთავრებულებთან. სამსახურის, თანამშრომლის ან ბიზნეს პარტნიორის ძიებისას მათ ყოველთვის შეუძლიათ მათთვის სანდო საზოგადოებას დაუკავშირდნენ. იუ ბიზნეს სკოლას კურსდამთავრებულები 148 ქვეყანას წარმოადგენენ. სტატისტიკის მიხედვით მათი 54% ირჩევს უცხო ქვეყანაში გადასვლას სწავლის დამთავრების მერე. შესაბამისად უნივერსიტეტს კურსდამთავრებულთა ძალიან ფართო ქსელი აქვს. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ინდუსტრიას, რაც წარმოშობს უამრავ კარიერულ და ბიზნეს შესაძლებლობას, რომ ერთმანეთის დახმარებით შექმნან ახალი, განსხვავებული და წარმატებული.
​ 

Picture

თათია ბაციკაძე, დაამთავრა MBA 2018 წელს: "სწავლისას ძალიან საინტერესო იყო პროფესორებთან ურთიერთობა იმიტომ, რომ ყველა მათგანი თვითონ იყო ბიზნესის წარმომადგენელი. ეს არ იყო მხოლოდ თეორიული არამედ იყო პრაქტიკული გამოცდილებაც, რაც ძალიან დამეხმარა".
Picture
ისინი, ვინც უნივერსიტეტი დიდი ხნის წინ დაამთავრა უკვე გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან მათ ორგანიზაციებში და შესაბამისად მნიშვნელოვანი პარტნიორები შეიძლება გახდნენ ნებისმიერი მეწარმისთვის. ამასთან ერთად ახალი კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ინოვაციურ სტარტაპებსა და გლობალურ კომპანიებს. მათ შემოაქვთ ახალი ხედვები და იდეები ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში.
კონსტანტინე გელაშვილი, დაამთავრა MBA 2009 წელს: "(EU-ში სწავლისას) ყველაზე მთავარი რაც იყო, ჰორიზონტები გამიხსნა ზოგადად აზროვნების ჭრილში და ბევრად უფრო სხვანაირად დავიწყე ცხოვრებაზე ფიქრი და აღქმა, ვიდრე მანამდე."

​უნივერსიტეტის შესახებ

EU Business School-ის წარმომადგენლის, ალისა კოტოვას ინგლისრენოვანი პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ:

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG