თუ ხარ დაინტერესებული კომპიუტერული მეცნიერებებითა და ბიოტექნოლოგიების შესწავლით LEAF გთავაზობს Constructor (Jacobs) University-ს გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით. ჯეიკობსის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ახალი სახელწოდებით, როგორც კონსტრუქტორ უნივერსიტეტი. სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ პირველივე კურსიდან. სასწავლო ჯგუფები არის მცირერიცხოვანი, რაც სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს მიმდინარე აქტივობებში.
ჰოლიდეი ინში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა LEAF რიგით მეორე განათლების გამოფენას უმასპინძლა. პირველი გამოფენა 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართა და მასში მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტების სააპლიკაციო პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
თუ საზღვარგარეთ გინდა ისწავლო იაფად, მაშინ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე უნდა მიხვიდე25/3/2019
შენი ოცნების ახდენა შენს ხელშია, ამისათვის მხოლოდ მონდომებაა აუცილებელი და საჭირო ადგილას, საჭირო დროს უნდა აღმოჩნდე. ცხოვრებაში იშვიათად ხდება ისე, რომ ვინმემ გიკარნახოს, სად იხსნება შენი მომავლის კარი. თუმცა, შენ იღბლიანი ხარ, რადგან ამ სტატიაში ჩვენ სწორედ იმ ადგილს მიგასწავლით, სადაც დაგეხმარებიან გაიკვლიო გზა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებამდე, თანაც დიდი ფინანსების გარეშე.
თომა ადამია LEAF-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც Jacobs უნივერსიტეტში დიდი დაფინანსებით ჩააბარა და წარმატებით დახურა კიდეც. დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო გერმანიაში. თომა ვიდეოში საუბრობს გერმანიაში ჩაბარების პროცესზე, დაფინანსების მოპოვებისთვის საჭირო გზებზე, ასევე ბრემენში სწავლის სხვადასხვა მხარეებზე. უყურეთ ვიდეოს და მიიღეთ სასარგებლო რჩევები.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|