Advance Placement არის პროგრამა, რომელიც საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის დონის გაკვეთილებს სთავაზობს შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ეს მოსწავლისთვის აკადემიური გამოწვევის ტოლფასია.
თოვლიანი სეზონი მოახლოვდა! დროა დავიწყოთ დაუვიწყარი და ნაყოფიერი ზამთრის თავგადასავლების დაგეგმვა.
განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ MSM-ის ენების კურსების ბანაკებს პრაღაში, ჩეხეთში. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას აქტიურ და შემეცნებით დასვენებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდების შემთხვევაში. ხალისით, საინტერესო აქტივობებით, ექსკურსიებითა და თამაშებით მიღებული ცოდნა მყარია და მეტის შემეცნების სურვილს აღძრავს.
იტალიაში უნივერსიტეტების უმრავლესობა საჯაროა და შედარებით ხელმისაწვდომი ფასები აქვს, 1000-დან 2000 ევრომდე წელიწადში. თუმცა კეძო უნივერსიტეტის შემთხვევაში გადასახადი გაცილებით მეტია.
ესპანეთი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის წევრია, ისევე როგორც საქართველო. რაც იმას ნიშნავს რომ, საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება, ასევე მობილობის გაკეთება ჩვენი მოქალაქეებისთვის მარტივია. ვიდეოში შეიტყობთ, ესპანეთის უნივერსიტეტების საშუალო ფასებს, რა საბუთები და რომელი ტესტების ჩაბარება არის საჭირო ესპანეთში სწავლის გასაგრძელებლად.
გივი გუნცაძე გვიამბობს განათლების სამინისტროს ორგანიზაციაზე, რომლის ძირითადი მოვალეობა არის საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაცია (www.sepie.es). Speak Like a Native Speakerგსურთ ისაუბროთ ინგლისურ ენაზე, ისე როგორც Native Speaker-მა?
მაშინ გთავაზობთ 5 წესს, გაითვალისწინეთ შემოთავაზებული რჩევები და შედეგს მალე იგრძნობთ. 1. ბევრს ნუ იფიქრებთ გრამატიკაზე. თუ გამოცდის ჩაბარება გსურთ, გრამატიკის ცოდნა აუცილებელია. ხოლო გამართულად საუბარისთვის ეცადეთ, ბევრი არ იფიქროთ გრამატიკაზე. ასეთ შემთხვევაში ინგლისურად საუბრისას დაიწყებთ ფიქრს, წინადადება გრამატიკულად გამართულია თუ არა. ეს კი თქვენს მეტყველებას შეაფერხებს. გახსოვდეთ, რომ ინგლისური ენის გრამატიკა მათაც არ იციან ზედმიწევნით, ვისთვისაც ის მშობლიური ენაა. ხშირად უცხოელები უფრო დაწვრილებით ერკვევიან გრამატიკის წესებში, ვიდრე ინგლისურენოვანები. ამიტომ გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: აუცილებლად სწორ ფორმაში ჩასვათ ზმნა, თუ თავისუფლად ისაუბროთ. ინგლისური ენის კურსები სჯობს თუ რეპეტიტორი? სად უფრო ვითარდება ბავშვი? კითხვა, რომელიც ყველა მშობელს უჩნდება.ინგლისური ენის შესწავლის აუცილებლობაზე დღეს აღარავინ დაობს, სადავო დარჩა შესწავლის მეთოდები. ეს საკითხი განსაკუთრებით საფრთხილო არის ბავშვებისთვის.
ნებისმიერი მშობლის სურვილია, მისმა შვილმა ინგლისური ენა ხარისხიანად და საფუძვლიანად შეისწავლოს. შესაბამისად, იწყებენ არა ინგლისური ენის კურსების, არამედ საუკეთესო მასწავლებლის მოძიებას. ბავშვის რეპეტიტორთან, ინდივიდუალურად მომზადება ძალიან გავრცელებული სწავლის მეთოდია ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მშობლის მიზანია, რომ მის შვილს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მასწავლებელმა, უფრო მეტად აკონტროლოს და უკეთ ასწავლოს. სწორია თუ არა მშობლის გადაწყვეტილება? არის თუ არა ეს კეთილი განზრახვა გამართლებული? სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ არა. დაპირებისამებრ, გთავაზობთ საინტერესო და მარტივი წიგნების ხუთეულს, რომელიც შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე წაიკითხოთ![]() 1. Charlotte’s Web – E.B. White ეს არის წიგნი, რომელიც ერთნაირად საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. წიგნი დაწერილია ინგლისურენოვანი ბავშვებისთვის და ბევრი სკოლის პროგრამაშიც შედის. თუმცა იგი დღემდე რჩება არაერთი ზრდასრული ადამიანის საყვარელ ნაწარმოებად. რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები ინგლისურად?
ინგლისური ენის კურსები ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად ყველაზე სწორი გამოსავალია, თუმცა დამატებითი ხერხები მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ. მაგალითად, ინგლისურ ენაზე წიგნების კითხვა. ის, რომ კითხვა ხსნის გონებას და გვეხმარება სამყაროს ახალი ფერებით აღქმაში, უდავო ჭეშმარიტებაა. ინგლისურ ენაზე კითხვა კი გვიუმჯობესებს ლექსიკურ მარაგს და ენის ზოგად ცოდნას. |
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|