გლობალური ბიზნესისა და მეწარმეობის შესასწავლად განათლების ცენტრი LEAF მასპინძლობს Hult International Business School-ს ამერიკიდან, რომელიც წარმოდგენილია კამპუსებით ბოსტონსა და ლონდონში, და შესაძლებლობას გაძლევს გაცვლითი სასწავლო სემესტრით ისარგებლო სან ფრანცისკოს, დუბაის, შანხაისა და ნიუ იორკის კამპუსებში სწავლით.
განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან უმასპინძლებს. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მიიღოთ კონსულტაცია და დახმარება მსოფლიოს საუკეთესო MBA პროგრამებზე ჩასარიცხად ამერიკისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ამ შესაძლებლობის გამოყენების საუკეთესო დრო შეიძლება სწორედ ახლა იყოს. გაეცანით LEAF-ის MBA College Counseling-ის მომსახურების ხელმძღვანელის ჯაბა შალამბერიძის მოსაზრებას:
ჰოლიდეი ინში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა LEAF რიგით მეორე განათლების გამოფენას უმასპინძლა. პირველი გამოფენა 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართა და მასში მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტების სააპლიკაციო პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|